გელით facebook–ზე

16.02.2012

მუჯრა – ინდოელი კურტიზანი ქალების ცეკვა


მუჯრას ცეკვას ჩრდილოეთ ინდოეთის XVI – XIX საუკუნეების ძველი საზოგადოების კულტურაში გადავყავართ. ცეკვის ეს დახვეწილი სტილი იმ დროს წარმოიშვა, როდესაც ინდურმა კლასიკურმა ცეკვა კატჰაკმა მოგოლი მმართველების სასახლეებში შეაღწია და ახალი განვითარება ჰპოვა სასახლის კარზე გართობის მსურველთათვის.

მუჯრა საკვირველი ცეკვაა და დიდი მოგოლების კულტურის გამოძახილად გვევლინება. მისი ერთადერთი შინაარსი სიყვარულია, ხოლო მიზანი – ეშხიანი ცდუნება. ისტორიულად მუჯრა კურტიზანი ქალის მიერ ერთდროულად შესრულებული ვოკალური და საცეკვაო გამოსვლაა. შემსრულებლები პროფესიონალი მომღერლები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ ინდოეთის კლასიკურ მუსიკას „ჰინდუსტანის“ ასრულებდნენ, თვითონვე იყვნენ პოეტები და თხზავდნენ ლექსებს (ურდუს ენაზე) და რა თქმა უნდა, ცეკვავდნენ კლასიკურ კატჰაკს. გოგონები საკმაოდ განათლებული და მომხიბვლელი უნდა ყოფილიყვნენ და ყველაფერი ეს ერთად აღებული ადვილად იწვევს ასოციაციას იაპონელ გეიშებთან, ბერძენ ჰეტერებთან და ინდოელ განიკებთან.



მუჯრას „მეჰფილების“ – სასახლეების კარზე ტრადიციული გართობების – დროს ასრულებდნენ, რაც ჰინდუსტანის მუსიკის, პოეზიისა და ცეკვების ნაზავს წარმოადგენდა. ამ ინტელექტუალურ თავყრილობებს მომხიბლავი კურტიზანი ქალები ამშვენებდნენ. მეჰფილებს ფეოდალების და მუსულმანი მმართველების, მეცენატებისა და ხელოვნების თაყვანისმცემელთა სასახლეებში ატარებდნენ. მუჯრას ასევე სპეციალურ სახლებში ასრულებდნენ, რომელთაც კოტჰას უწოდებდნენ.

ჯაიპურში მუჯრას შესრულება შტამომავლობითი საქმიანობა იყო და დედიდან ქალიშვილზე გადადიოდა. შემსრულებლები მუსლიმი ქალები იყვნენ. 1857 წელს სიპაების ამბოხის დროს მუჯრას წარმოდგენები ამბოხებულთა შეხვედრებისთვის მოსახერებელ საბაბად იქცა და მათი შეკრებები ყურადღებას არ იქცევდა. მაგრამ ბრიტანული ხელისუფლების ბრძანებით, მოგვიანებით კოტჰას სახლები დახურეს. ხოლო უძველესი ტრადიცია თანდათობით შესუსტდა, ხოლო კურტიზანთა საქმიანობა უშუალოდ პროსტიტუციასთან გაიგივდა და კოტჰას შემორჩენილი სახლები კი საროსკიპოებად იქცა. მოგვიანებით ზოგიერთ მუჯრას შემსრულებელს ბედნა გაუღიმა და ამ ცეკვებს კინოში ასრულებდნენ, მათ შორის იყვნენ ნარგისი, გაუჰარ ჯაანი და სხვები.

მურჯას დღევანდელი მოცეკვავეები თავიანთი ხელოვნებით ქორწილებს, დასაოჯახებელი მამაკაცების და ქორწილამდე გამართული ბიჭების შეკრებებს ახალისებენ. პაკისტანში მუჯრას თანამედროვე პოპმუსიკაზე ასრულებენ, მაგრამ ამ ცეკვას თითქმის არაფერი საერთო არ შემორჩენია შუა საუკუნეების დელის, ჯაიპურისა და ლაკხნაუს კურტიზანი ქალების ხელოვნებასთან.


ქორეოგრაფია მუჯრას ინდური კლასიკური ცეკვა კატჰაკიდან აქვს ნასესხები. კატჰაკის „წმინდა ცეკვის“ ელემენტები მუჯრაში გამარტივებული სახით შევიდა, მაგრამ მოძრაობები ამავე დროს უფრო მსუბუქია და გრძნობების მეტ გამომხატველობაზეა მიმართული. იშვიათია შემთხვევები, როცა მუჯრაში სიმღერის ეროტიული ხასიათის გამომსახველი მოძრაობები არ სრულდება. მუჯრას პოეტური მასალა ფარსის, ჰინდის, ურდუს ენებზე დაწერილი სასიყვარულო ლირიკაა. ესს თჰუმრი და ღაზალი – ისეთი პოლურალური პოეტების ლექსებზე, როგორც ამირ ხოსროვი, ჰარივანშ რაი ბაჩანი, ბაჰადურ შას ზაფარი...

მუჯრა შეიძლება ნელი ტემპით სრულდებოდეს, ზოგჯერ საშუალო და ზოგჯერაც მეტისმეტად სწრაფი, როგორც ეს კატჰაკის რიტმულ სტროფებს შეესაბამება. მუჯრა ქალის ბუნებას უხსნის კარს: ფიცხი და ვნებიანი, ნაზი და ლირიული, მთრთოლვარე და აღელვებული. ცეკვა იდეალურად წარმოაჩენს ქალურობას, გრაციას, ხიბლს. ნატიფი მაცდურობით, მომნუსხველობით და სინაზით უხვად გაჯერებული ცეკვა გულგრილს არავის დატოვებს, მაგრამ მისი ადრესატი ყოველთვის მამაკაცია.

კატჰაკის სტილის ეს სახეობა შემსრულებლისგან პროფესიონალურ არტისტიზმსა და განსაკუთრებული ზომიერების გრძნობას მოითხოვს: მუჯრის შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოცანას, ბოლომდე არ თქმას. კატჰაკის საფუძვლების ცოდნა შესანიშნავი ნიადაგია მუჯრას საცეკვაო ელემენტების ასათვისებლად. მუჯრას დროს ცეკვა სრულდება დამჯდარ პოზაშიც და წამოწოლილი სახითაც. ხოლო მუჯრას გათავისება ბოლომდე მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სრულად აცნობიერებს საკუთარ ქალურობას.

კლასიკური მუჯრას საუკეთესო ნიმუშების ნახვა შეიძლება იმ ინდურ ფილმებში, რომლებიც მოგოლების მმართველობის ხანას ეხება: Mughal-E-Azam, ფაქიზა (1972), Umrao Jaan (1981) - რექჰა, Devdas (2002) - მადჰური დიკშიტი, Umrao Jaan (2006 г) –აიშვარია რაი, Mangal Pandey – რანი მუქერჯი. უამრავი საცეკვაო ნომერი, რომლებსაც ინდური კინოს ვარსკვლავეი ასრულებენ, ან მუჯრას ცეკვაა ან მისი ელემენტების სხვადასხვა კომბინაცია (Saajan, Aja Nachle, Bunty Aur Babli, Lagaan).


Комментариев нет: