გელით facebook–ზე

30.06.2009

კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა

ვაგრძელებთ ვირტუალურ მოგზაურობას ინდოეთის სხვადასხვა ქალაქებში და ადგილებში. ამჯერად ჩვენ ბენგალიის შტატში გავემგზავრებით და მოვინახულებთ ქალაქ კოლკატას, რომელიც ინდოეთის მრავალსაუკუნოვან ქალაქებთან შედარებით ახალია, მაგრამ საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ქალაქია, თავისი საინტერესო ისტორიით და საინტერესო ადგილებით.

ქალაქო კოლკატა (კალკუტა) დასავლეთ ბენგალიის შტატის დედაქალაქია. 1972 წლიდან 1912 წლამდე კალკუტა იმ დროინდელი ბრიტანული ინდოეთის დედაქალაქი იყო, რის შემდეგაც დედაქალაქი ნიუ–დელიში გადაიტანეს. ოსტ–ინდური კომპანიის თანამშრომელმა ჯობ ჩარნოკმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ ეს ადგილი შეარჩია ბრიტანული სავაჭრო დასახლებისთვის, რადგან ის კარგად იყო დაცული გარემო პირობების გამო. იმ დროს აქ მხოლოდ და მხოლოდ 3 სოფელი იყო – სუტანუტი, გობინდაპური და კალიკატა, ხოლო შტატის დედაქალაქი მაშინ მურშიდაბადი იყო, რომელიც მომავალი კოლკატადან 100 კმ–ის დაშორებით მდებარეობდა.

სიტყვა „კალკუტას“ (კალიკატა) წარმოშობის რამდენიმე ვერსიიდან ძირითადად ითვლება ქალაქის სახელწოდების ბენგალური ენიდან წარმოშობა, რაც ამ ენაზე „ქალღმერთ კალის მიწას“ ნიშნავს. 1952 წელს კალკუტაში დედა ტერეზამ დააარსა თავისი საქველმოქმედო მისია „ნიმრალ ხრიდაია“ (წმინდა გული). 2001 წლის 1 იანვარს კალკუტას სახელი გადაარქვეს და კოლკატა უწოდეს. ქალაქის არქიტექტურაში კი უხვად იგრძნობა ბრიტანული კოლონიალისტური არქიტექტურის გავლენა, რომელიც მშვენივრად შეერწყა ადგილობრივ კოლორიტს და ერთი მთლიანი და განუმეორებელი ქალაქი – კოლკატა შექმნა.

სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით ამ ქალაქში არ ვყოფილვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად მომიწევს მისი მონახულება, ისევე როგორც სხვა ბევრი ადგილებისა ინდოეთში, რომლებიც მაგნიტივით მიზიდავენ და მოსავენებას არ მაძლევენ :)

სურათების დიდ ფორმატში სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათს ან მაუსის შუა ღილაკით გახსენით გვერდით ახალ ფანჯარაში:


სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
*
ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში

4 комментария:

Test комментирует...

ინდოეთი მეც მომწონს,სიმართლე რომ ვთქვეთ მართლაც ძლიერი ტრადიციების ქვეყანაა და მარტო მათი "თაჯ–მაჰალი" ან კარატე და რელიგიები რად ღირს...

ქართველები იშვიათად აფასებენ სხვების კულტურას,ხშირ შემთხვევაში ცინიკურად უყურებენ,არადა კიდევ საკითხავია ვინ იმსახურებს ცინიკურ გამოხედვას......
იცი,კარგი ბლოგია!მე მომწონს!!!!!

სოსო комментирует...

Test მადლობა კომენტარისთვის. ხო და რა მაინტერესებდა, კარატეში რას გულისხმობდი? საბრძოლო ხელოვნებას? ინდოეთთან რა კავშირი აქვს? :):):) იქნებ სხვა რამეა კარატე, რაც არ ვიცი.....

Test комментирует...

რა კავშირი აქვს და კარატეს პირველი ილეთები ინდოეთში ”იშვა” რომლებსაც ხშირად იყენებენ თავიანთ ფილმებშიც!:))

Анонимный комментирует...

http://thingstodo.viator.com/india/files/2013/06/Kali-Temple.jpg



es romel qalaqshia?