

(სრულ ფორმატში სურათის სანახავად დააკლიკეთ თვითონ სურათზე)












2007 წლის ბოლოს შედგა რეჟისორ უეს ანდერსონის ფილმის „მოგზაურობა დარჯილინგში“ მსოფლიო პრემიერა ისეთი მსახიობების მონაწილეობით, როგორებიცაა ოუენ უილსონი, ედრიენ ბროდი, ჯეისონ შვარცმანი, ბილ მიურეი და ნატალი პორტმანი. თბილისში ფილმი გადიოდა კინოთეატრ „ამირანში“ და მისი საპრემიერო ჩვენების ორგანიზატორებმა მაყურებელთა მისაზიდად საკმაო ენერგიაც დახარჯეს. ტელევიზიით ინტენსიურად გადიოდა სარეკლამო რგოლი, ხოლო პრემიერაზე მისულ მაყურებელს სთავაზობდნენ ინდურ ტანისამოსში გამოწყობას, რათა მონაწილეობა მიეღოთ საუკეთესო ინდური სამოსის კონკურსში, და საკმაოდ კარგ პრიზებსაც პირდებოდნენ. მე რა თქმა უნდა გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად წავიდოდი პრემიერაზე და თან ჩემი მამიდაშვილი ირმა უნდა წამეყვანა. ორიოდე თვის ჩამოსული ვიყავი ინდოეთიდან და ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფებოდი, ისევე როგორც ჩემს გარშემომყოფები, ვისთვისაც ყურები მქონდა გამოჭედილი იქაური ისტორიებით, მათ შორის ირმაც. მეც და მასაც გვქონდა ტანისამოსი, რომელიც მუმბაიდან ჩამოვიტანე, ჭრელი სარი და ჩემთვის ლურჯი ფერის გრძელი ხალათი, რომელშიც შეგვეძლო გამოწყობილიყავით და პრემიერაზე ისე წავსულიყავით, მაგრამ ბოლო წუთებში გადავწყვიტეთ, რომ ქალაქში ამ ფორმაში გამოწყობილი საფრთხობელებს დავემსგავსებოდით (კომპლექსებს რა ვუთხარი), და თან გარეთ საშინელი ცივი ამინდი იყო, ყინავდა ძალიან და უაზრობა იყო ამ თხელ ტანსაცმელში გამოწყობა, და ზემოდან თბილი რაღაცეების ჩაცმა.

მეც და ირმასაც ფილმი მოგვეწონა. კომედია, რომელიც სამი ძმის მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. ისინი დარჯილინგში დედასთან მიემგზავრებიან, რომელმაც ისინი დიდი ხნის წინ მიატოვა და ინდოეთში ქრისტიანულ მისიას უძღვებოდა ამ მთიან ქალაქში. მე განსაკუთრებით ვისიამოვნე და ფილმის თითოეულ მომენტს მთელი სიცხადით აღვიქვავდი, შეიძლება ითქვას, რომ უეცრად „ამირანიდან“ ისევ ინდოეთში ამოვყავი თავი. არ ვიცი, რატომ ვარ ამ ქვეყნით დაავადებული, ვერც იმას ვიტყვი, რომ პროფესიონალურად ვიცი ყველაფერი ამ ქვეყნის შესახებ, მაგრამ ეს ადგილი დედამიწის ზურგზე ჩემთვის არც გეოგრაფიული მდებარეობაა, და არც განსხვავებული კულტურა, რაღაც უფრო სხვა, უფრო საინტერესო და მიმზიდველი, რასაც შეუძლია, რომ მხოლოდ გაფიქრებამაც კი ამ ქვეყანაზე წამით ბედნიერი გამხადოს :)
4 комментария:
ვაჰ ეს რა კარგი ბლოგი აღმოვაჩინე :))
ჩემი ოცნების ქვეყანა, ოდესმე მაინც წავალ :)))
ბლოგლისტში დაგამატეთ :)
გამიხარდა ეკატერინე, რომ "აღმომაჩინე" :):) მეც ჩაგსვამ აუცილებლად და დიდი მადლობა :)
მე მგონი ვისაც ინდოეტი უყვარს ყველას ერტნაერი სჰინაგანი განწყობა ეუფლება!!!
ნამდვილად არაა კავშირში მხოლოდ გეოგრაფიულად ტერიტორიასთან და კულტურასთან. ჩანაწერებს რო ვკითხულობ ასე მგონია მე ვწერ ჩემს შთაბეჭდილებებს ინდოეთზე თუმცა იქ არ ვყოფილვარ.:))
ნათია
Отправить комментарий