გელით facebook–ზე

25.09.2008

რა არის ინდოეთი ჩემთვის? რით დაიწყო, როგორ გაგრძელდა და რა დავინახე რეალობაში...

დაიწყო ღრმა ბავშვობაში ”პრაიგრივატელის” რამდენიმე ფირფიტით, გაგრძელდა სოფლის კლუბში თითქმის ყოველდღიური სეანსებით, კლუბში, ანუ ”კინოთეატრში” - ეს იყო ოთახი 4 x 4-ზე, რომელშიც, წესით გაწი გამოწი 20 ადამიანი უნდა დატეულიყო, მაგრამ 100-ზე ნაკლები ალბათ არცერთ სეანსზე არ იქნებოდა, თავიანთი საკმებით, ”სემიჩკით”, ზოგჯერ სასმელებითაც, გადაჭედილი ოთახი, დასვრილი და ზოგან დაზიანებული ”თეთრი” ეკრანი, ძუძუს ბავშვებიდან დაწყებული 100 წლის მოხუცებით დამთავრებული. ხმადაბლა არავინ ლაპარაკობდა, უბრალო მიზეზის გამო, ხმადაბლა ლაპარაკი არავინ იცის.

დღემდე არ მესმის ამდენი ხალხი, რომელთან 90% მთელი ინდური კინოსენასების დროს ენას და პირს არ აჩერებდა, რისთვის დადიოდა ამ სეანსებზე. მაშინაც და ახლაც ერთადერთი ჩემი თავი მგონია, ვინც იმისთვის დადიოდა, რომ თავიდან ბოლომდე ეყურებინა ამ ფილმებისთვის. ბავშვობაში ალბათ ბევრი არ მესმოდა იმის თაობაზე, რამდენად ღირებული იყო ეს ფილმები, მაგრამ ამ ჭრელმა, ათასფერადმა სამყარომ, უცნაურმა შავგვრემანმა ხალხმა, ლატა მანგეშკარის მაშინ ”გამყინავმა” კრინმა, და დღევანდელი გადასახედიდან მთის წყაროსავით ანკარა ხმამ იმდენად მომხიბლა, რომ ფაქტიურად ამ ბავშვობიდან დაწყებული ინდოეთის მიმართ სიყვარულის და ინტერესის გრძნობა დღემდე არ შემცვლია, არ გამნელებია, და ამ ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგაც კი პირიქით გამიძლიერდა.

მართალია საქართველოში ინდურისადმი სიყვარულის საჯაროდ გამომჟღავნება ”გოიმობად” ითვლება, საბედნიეროდ ეს ”კომპლექსი” დიდი ხანია გადავლახე, მგონი პრინციპში არც მქონია არასდროს, და თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ქვეყანა, ეს კულტურა, ეს უცნაური ხალხი მათი ბევრი ბევრი უცნაურობებით მართლაც რომ ჩემი სამყაროა.

დასაწყისზე უკვე ვთქვი, გაგრძელება კი იმაში გამოიხატა, რომ როცა უფროსკლასელი ვიყავი, რუსეთში აქტიური მიმოწერა მქონდა სსრკ-ინდოეთის მეგობრობის საბჭოს ხელმძრვანელობასთან, ისინი კი თავის მხრივ, ხშირად მანებივრებდნენ მაშინ პრინციპში დეფიციტური დიდი დისკებით, რომლებზეც ინდური მუსიკა იყო ჩაწერილი. მერე ერთი ადამიანი გავიცანი და დავმეგობრდით, რომელმაც ლატა მანგეშკარის ხმის ჭესმარიტი სახე დამანახა და შემაგრძნობინა, ბევრი მუსიკა მაჩუქა სხვადასხვა ფორმატში და რა თქმა უნდა ინტერნეტიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. აქ უკვე პრობლემა აღარ ყოფილა მუსიკის მოძიება, სურათების დათვალიერება და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება ამ ქვეყანაზე, ინდოელი ხალხის გაცნობა ვირტუალურად. ასე გავიჩინე კიდეც მეგობრები სხვადასხვა ქალაქებში.

ჰო და ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა ორმა უსაყვარლესმა მეგობარმა ჯუჰიმ და ეშლიმ თავიანთ ქორწილში დამპატიჟეს. ქორწილის თემას ცალკე მივუბრუნდები, ამჯერად კი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა, თითქმის მთელი ცხოვრება გინდა, და მისკენ მიისწრაფვი, დადგება ერთი მშვენიერი დღე, როცა ეს სურვილი აგიხდება. 2007 წლის 15 ნოემბერს სტამბულის გავლით ნიუ დელიში გავფრინდი :)

8 комментариев:

natalia комментирует...

vaimeeeeeee ..... gamajriala am sityvebma. mec zustad igive dgeshi var. indoeti chei ocnebis qveyanaa. da albad megirseba odesme iq casvla mec :)

simon комментирует...

შემთხვევით ვნახე თქვენი საიტი - რაღაცას ვეძებ ინდოეთის შესახებ ქართულად. სამწუხაროდ, ყველა აქ არსებული მასალის გაცნობას ვერ ვასწრებ. შესაძლოა ის, რაც მე მინდა გითხრა, უკვე გაქვს, მაგრამ მაინც გეტყვი: კარგი იქნება საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების შესახებ მასალების ჩადება. ქართველებს რომ ინდოეთთან კავშირები უძველეს დროშიც ჰქონდათ, ეს "ვეფხისტყაოსნიდანაცაა" ცნობილი. თუ არ ვცდები, იყო ასეთი მოგზაური - რაფიელ დანიბეგაშვილი, ისიც მგონი ინდოეთშია ნამყოფი შუა საუკუნეებში. ერეკლე მეორის პერიოდშიც რაღაც კავშირები არსებობდა. არ დაგავიწყდეს ინდირა განდის ტბილისსი ჩამოსვლაც მამამის ჯავაჰარლალ ნერუსტან ერთად. ფოტოები და მასალები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრის ქართულ პრესაში უნდა იყოს... მოკლედ, რაღაც-რაღაცეებით შემიძლია დაგეხმარო, თუ სურვილი გექნება.

simon комментирует...

ნატალი, იმედი მაქვს, ინდოეთს აუცილებლად მოინახულებ,ჩახვალ ნიუ-დელში, მუმბაიში (ჩვენებურად - ბომბეიში), კალკუტაში, ბენარესში, დატკბები ტაჯ-მაჰალის მშვენიერებით... საჭიროა მხოლოდ სამოგზაურო თანხა და დოკუმენტების გაფორმება. თუ არადა, ინტერნეტის მეშვეობითაც შეიძლება მოგზაურობა...

სოსო комментирует...

სიმონ, დიდი მადლობა გამოხმაურებისა და შემოთავაზებებისთვის. სიამოვნებით მივიღებ თქვენგან ასეთ მასალებს და თქვენივე სახელით განვათასებ ამ ბლოგზე, თუკი ასეთი სურვილი გექნებათ. ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამატღი აქვე ჩემს პროფაილშია მითითებული :)

Анонимный комментирует...

agfrtovanebuli var dzlivs ar vnaxe qartuli saiti indoetze. chemi ocnebis qveyanaa. ise ar movkvdebi ro ar vnaxo

simon комментирует...

სოსო, გიგზავნი ჩემს მოკლე გამოკვლევას საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების შესახებ . შეამოწმე ფოსტა. თუ რაიმე დაგჭირდება ჩემგან, ნუ მოგერიდება.

Tamila Nemswveridze комментирует...

indoeti horoskopis mixedvit chemi qveyanaa:)) minda mec amixdes ocneba da vimogzauro chems patara dishviltan ertad, romelsac induri sari dzalian moscons da gijdeba:))))

Mariam комментирует...

Xshirad vedzebdi raime sainteresos indoetis shesaxeb, mainteresebda mati tradiciebis shesaxeb. Vedzebdi yvelgan da tqveni gverdi vipive ritac dzalian bevri ram gavige. Yoveltvis vocnebobdi indoetshi mogzaurobaze, tqveni postebis wakitxvis chemdeg es ocneba ufro gamimdzafrda da imedia gamimartlebs da indoetshi movxvdebi.