ქალაქიდან ქალაქში ტაქსით გადავადგილდებოდით!!! ზოგი იტყვის – კარგია კარგი ცხოვრებაო, და არ იქნება მართალი! ტაქსი ინდოეთში საქალაქთაშორისო გადაადგილების ხელმისაწვდომი საშუალებაა... და ღირს, რომ ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ...
დავიწყებ იქიდან, რომ მანქანას ქუჩაში არ აჩერებთ (ქუჩაში მხოლოდ ტუკტუკს (მოტორიქშა) ან რომელიმე რიქშას თუ გააჩერებთ). ავტომობილი გადაადგილების და ფულის შოვნის პრივილეგირებული სახეობაა. ტაქსი სპეციალურ „ტაქსოპარკში“ უნდა მოძებნოთ, ანუ სპეციალურ გაჩერებებზე, რომლებიც, როგორც წესი განლაგებულია ვაგზლებთან და ცენტრალურ ბაზრებთან... თუ მსგავსი თქვენს სიახლოვეს არაფერია, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი სახლის (სასტუმროს) მეპატრონეს, ან რომელიმე ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოს, რომელთაც ყოველთვის ჰყავთ შესაბამისი ნაცნობები... და ყოველთვის ყველგან უნდა შეევაჭროთ!!! (არ შეევაჭრებით, და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, დელიში ტაქსით მგზავრობისთვის 700 რუპია (17 დოლარი) გადავიხადე, როდესაც იგივე მანძილის გავლა ნახევარ ფასში ან უფრო ნაკლებად თავისუფლად შემეძლო, მაგრამ არ ვიცოდი – სოსო).
ღირებულება უპირველეს ყოვლისა მანქანის სახეობაზეა დამოკიდებული. არის ასეთი ადგილობრივი წარმოების შედევრი ამაყი სახელით „ამბასადორი“. არის ასევე მასზე ბევრად უკეთესი ვარიანტებიც, მაგრამ შესამჩნევად ძვირი. ჩვენ ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე უნდა შევიგრძნოთ ადგილობრივი კულტურის სიამოვნება და ამით ეკონომიასაც გავაკეთებდით, და ამიტომ პირველი ვარიანი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ავირჩიეთ...
ასეთი გასართობის ფასი, კოლომეტრების რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მართლაც რომ სასაცილოა. შევეცდები გავიხსენო და გადავთვალო: ტანჟავურიდან ჩიდამბარამამდე დაახლოებით 85 კილომეტრია. შევაჭრების შემდეგ ამ სიამოვნებისთვის ჩვენ მხოლოდ 1800 რუპიის (50 დოლარი) გაღება მოგვიხდა. გავყოთ მანქანაში მყოფ სამ ადამიანზე და დაახლოებით თითოზე 16–17 დოლარი გამოგვდის!!! ამასთან ეს მომსახურეობა ითვალისწინებს იმასაც, რომ შემოგატაროს ქალაქი და მოგაძებნინოს შესაბამისი საცხოვრებელი. (თბილისში ამ ფულით აეროპორტამდე თ გახვალ...)
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ინდოეთის გზებზე მოგზაურობა უკვე თავისთავად არის ექსტრემალური სპორტი და ადრენალინის ნაკლებობა ნამდვილად არ გექნებათ. ჯერ ერთი – მოძრაობა მარცხენა მხარესაა. გარდა ამისა, იქ ერთადერთი საგზაო მოძრაობის წესია – ვინც უფრო მამაცია (ხმამაღლა შეუძლია ყვირილი, უფრო მაღალია, უფრო მსუქანია) მეფეც ის არის... და კიდევ – ზოგჯერ საგზაო ნიშნები ძალიან უცნაურ ფორმებს იღებენ.

ამას გარდა, მძღოლებს შორის და გარესამყაროსთან ურთიერთობა საკმაოდ აქტიურია და ექსპრესიულად გამოიხატება სიგნალების ჭყვიტინში... ერთერთი ასეთი გადაადგილებისას სპეციალურად დავინიშნეთ დრო, და გზაზე გადაადგილების მთელი პერიოდის განმავლობაში მძღოლი საშუალოდ წუთში ერთხელ ასიგნალებდა... გადაადგილების დრო კი საკმაოდ ხანგრძლივი იყო...
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობის გათვალისწინებით გზაზე გადაადგილების სიჩქარე არც ისე დიდია... ავტობანები და ჰაივეები ამ ადგილებისთვის მაინც და მაინც ნორმა არ არის, ამიტომ ალაგ–ალაგ ძალიანაც გაჯანჟღარებს... ამასთან თუ გაითვალისწინებ სიცხესაც და კონდიციონერის არარსებობასაც, და იმასაც, რომ მძღოლებს ხშირად უჩნდებათ მხჩოლავი ჩხირების ანთების სურვილი, შეიძლება ერთი პერიოდი დაფიქრდე კიდეც – ღირდა კი... მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ერთგვარი ექსტრიმია, და არჩევანიც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ (რაც შეეხება ჩემს გადაადგილებას დელიდან აგრაში, რასაც ერთ მხარეს 4–5 საათი დასჭირდა, ბედმა გამიღიმა და მეგობრებმა კონდიციონერიანი და კომფორტული მანქანა შემირჩიეს, რა თქმა უნდა ცოტა ძვირიც იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი, რაც ენიას გადახდა ტაქსით მოგზაურობისას ჩემთვის მაინც უცხო ხილად დარჩა... – სოსო).

სამაგიეროდ მანქანის ფანჯრებს მიღმა ქალაქებისა და სოფლების პეიზაჟები სასიამოვნოდ ცვლიან ერთმანეთს... გავიარეთ პატარა ქალაქები, რომელთა სახელები ვერც კი დავიმახსოვრეთ, გავიარეთ ამ ქალაქის ბაზრებზე და ცენტრალურ მოედნებზე... ყველგან აუთენტური ინდური ცხოვრება დუღს და ჩქეფს...
გავიარეთ პატარა სოფლებზეც, ან უბრალოდ განცალკევებულად მდგარ სახლებთან, რომლების ჩალითაა დახურული და გზების გასწვრივ დგანან ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით, და რომლებშიც გგონია, რომ ცხოვრება არც თუ ისე ბედნიერია...
გავიარეთ უბრალოდ ინდურ კლასიკურ ფერწერულ ადგილებში, ტყეებში და ბრინჯის მინდვრებში, რომლებიც ამ მხარეში განსაკუთრებით ბლომად იყო... ზოგჯერ ამ მინდვრებში ადამიანები მუშაობდნენ, მეტისმეტად ინდოელი ადამიანები...
თავისუფლად შეგიძლია დაათვალიერო ყველაფერი და სურათებიც კი გადაიღო, რაც სამწუხაროდ არც თუ ისე დიდი სიჩქარით მოძრაობისასაც არც ისე ადვილია. სამაგიეროდ ინდურ ყოფიერებას უკეთ ეცნობი, იმაზე უკეთ, ვიდრე დიდ ქალაქებში... ცხოვრებას ისეთ ჭრილში ხედავ, რაც ტურისტების თვალთათვის არ არის განკუთვნილი, რაც ნამდვილია...
სხვა სტატიები ამ თემაზე:
Комментариев нет:
Отправить комментарий