ვაგრძელებთ ვირტუალურ მოგზაურობას ინდოეთში. ამჯერად ჩვენი სტუმარია მოგზაური e2z00h8, რომელიც განსხვავებული კუთხით გვიყვება და გვაჩვენებს თავის განცდებს. პატარა ქალაქი ტირუვანამალაი ინდოეთის სამხრეთში მდებარეობს, თამილ–ნადუს შტატში, წმინდა მთა არუნჩალას ძირში, რომელსაც ინდუისტები ეთაყვანებიან, როგორც შივას ტახტრევანს. ქალაქში მდებარეობს სამხრეთ აზიაში ერთერთი უდიდებულესი ტაძრების კომპლექსი შივა–შაქტი.
თავყრილობა ტირუვანამალაიში – ნაწილი 1
ტირუვანამალაი ქალაქია ასეთი. თავიდან მეც მიჭირდა სახელის დამახსოვრება. ამ ქალაქში ტაძარია. ადგილობრივები მას ტემპლს (temple) ეძახიან...
ტრადიციულად, 6–ს რომ 15 აკლია, სასტუმროდან ვიძურწებით. იმიტომ რომ დილის მზე დიდხანს არ დაიცდის. ხოლო travel–ფოტოგრაფისთვის ყველაზე საინტერესო, თუკი ვინმეს დაავიწყდა, სწორედ რომ გარიჟრაზე ხდება. და მზის ჩასვლისას. დღისით შეგიძლია თავისუფლად გამოიძინო, ნამუსმა მაინც და მაინც არ უნდა შეგაწუხოს, ცხელა და...
მივჩანჩალებთ გზის ნაპირას და შოკს ვგვრით ამ დროისთვის ჯერ კიდევ იშვიათად მოსიარულე ტუკ–ტუკებს, ან რას ეძახიან მათ ინდოეთში, გამახსენეეეთ (ალბათ მიხვდით, რომ e2z00h8–ს მხედველობაში მოტო–რიქშები ჰყავს). შოკში იმიტომ, რომ ტუკ–ტუკსისტებს ყოველ დილას კია რ გაუღიმებს ბედი, რომ თავიანთი ტუკ–ტუკების სინათლის შუქზე მძინარე თვალებით გზის პირას მოსიარულე თეთრი ადამიანები დაინახონ. არა, გმადლობთ, რიქშა არ გვჭირდება, ფეხით ვაპირებთ გასეირნებას. გვითხრეს, რომ აქვე ახლოა ის ადგილი, სადაც მივდივართ.
გზად წინ ორი ადგილობრივი გვხდება, რომლებიც დილაუთენია ბადმინტონით ერთობიან. კიდევ რამდენიმე ადამიანი გზის კიდეებში ავადმყოფობს. დილის 6 საათია, არ დაგავიწყდეთ. წარმოდგენილი სურათი, რა თქმა უნდა ჩვენს წარმოსახვას სცილდება, მაგრამ შალითიდან კამერას არ ვიღებ, რადგან ასე დილაადრიან ISO3200–იც კი ვერაფერს გახდება. „ბიჭებო, – ვეკითხებით, – სად არის აქ თქვენი ტემპლი?“. „იქ“ გაიშვირეს ხელი გზის მიმართულებით. მათი სახეები სათუთად შევინახე მეხსიერებაში და გზა გავაგრძელეთ.
ცოტაც გავიარეთ და მარჯვენა მხარეს მასიურ კედელს მივადექით. ჰორიზონტზე გოპურამები ჩანს და ესე იგი მივედით ტაძართან. ჭიშკარი, რომელიც ჩვენს ცხვირწინ აღმოჩნდა, რატომღაც დაკეტილია. „რა ჯანდაბაა!?“ – გაკვირვებულები უკან მოვბრუნდით, რომ გვერდიდან შემოვუაროთ და სხვა შესასვლელი ვიპოვოთ. მარცხნივ მოვტრიალდით და ჯერ კიდევ ბინდიან ცაზე ნახევარმთვარე აღმოვაჩინეთ. თითქოს საერთო ბრძანებით, ყველა ვჩერდებით და კამერებს ვიღებთ ჩანთებიდან. შტატივი რა თქმა უნდა არცერთს არ გვაქვს, ჯერ კიდევ აფრიკაში დავფანტეთ ყველამ.
როგორ გინდა, რომ ამ გოპურამებს გადაუღო სურათი, რომ ნახევარმთვარეც იყოს კადრში, და სურათმა ზღაპრული განთიადის სურნელი არ დაკარგოს?? ბოლოს გადავწყვიტე, რომ მთვარისთვის ელექტროსადენები შემომეხვია, რომელიც გოპურამებს გვერდს უვლის. ვისაც უნდა, მთვარეს იპოვის კიდეც, სამაგიეროდ, სურათში არაფერი გაიდღაბნა.

წმინდა ძროხის ქანდაკება ჯერ ყვავილებით მოვრთოთ.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში

3 комментария:
ai ase ra!!! dzalian momwons xolme shemecnebiti xasiatis ragaceebs ro aqveyneb. didi madloba!!!
natia
saintereso adgilia.
iseve rogorc mteli indoeti.
Hi there Dear, аre yοu truly visitіng this ѕite
daily, іf so аfterωaгd you will absolutеly obtain fastidiouѕ expeгience.
mу ѕite; цены на авиабилеты
Отправить комментарий