გელით facebook–ზე

12.05.2009

ინდური კინოს მუსიკა – ლატა მანგეშკარი

ინდური კინემატოგრაფის უამრავმა თაყვანისმცემელმა იცის, რომ ფილმებში ძირითადად თვითონ მსახიობები არ მღერიან (თუმცა ასეთებიც არიან) და მათ ეკრანს მიღმა პროფესიონალი მომღერლები ახმოვანებენ. ინდოეთში ისინი ისევე ძლიერ უყვართ და აფასებენ, როგორც ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობები. ჩვენთან საქმე ოდნავ სხვანაირადაა, ბევრმა ეკრანს მიღმა არსებული მომღერლების შესახებ არც კი იცის და ბევრისთვის ეკრანზე სახე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმა. თუმცა ამას შეიძლება არც დავეთანხმოთ, რადგან ინდური ფილმის წარმატება მნიშვნელოვანწილად ხომ მუსიკასა და სიმღერებზეცაა დამოკიდებული.

ყველაზე პატივსაცემ და ცნობილ კომპოზიტორად ინდოეთში ითვლება ბაპი ლიხარი, რომელმაც ისეთი ფილმებისთვის დაწერა მუსიკა, როგორიცაა „დისკოს მოცეკვავე“, „სიყვარულის მსხვერპლი“, „კომანდოსი“ და ასეთი ფილმები უამრავი შეიძლება ჩამოვთვალოთ.

რა თქმა უნდა კომპოზიტორიც და მომღერალიც უამრავია, ვინც ინდურ ფილმებზე მუშაობენ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ინდურ კინემატოგრაფში უზარმაზარი წვლილი შეიტანა. ეს ლატა მანგეშკარია – ეკრანს მიღმა მომღერალი, უკვე საკმაოდ მოხუცებული. ამ ქალბატონს ინდური პოპულარული მუსიკის არაოფიციალურ დედოფალსაც ეძახიან. ინდოეთის ბულბული – ესეც მასზეა ნათქვამი. ლატას მაღალი, ბავშვივით სუფთა ხმა აქვს. შეიძლება ალბათ ითქვას, რომ არცერთ ვარსკვლავურ ფილმს მის გარეშე არ ჩაუვლია. დღემდე ის ერთერთ პირველ მომღერლად ითვლება...

ლატა მანგეშკარი, რომელსაც რამდენიმე თვეში 80 წელი შეუსრულდება, დაიბადა 1929 წლის 28 სექტემბერს დაბა სანგლიაში დელისთან ახლოს. მისი მამა დინანატ მანგეშკარი წარსულში ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც თავის შვილებს მუსიკის სიყვარული ასწავლა. სწორედ ამიტომაც მისი ოთხივე ქალიშვილი – ლატა, უშა, აშა და მინა მთელი თავისი ცხოვრებით მუსიკას დაუკავშირდნენ.

ლატა ადრეულ ასაკში შევიდა კინოში – 8 წლისამ მან წარმატებით შეასრულა საბავშვო როლები, ხოლო 1948 წლიდან დაიწყო ფილმების გახმოვანება, როგორ ეკრანსმიღმა მომღერალმა. პირველმა ფილმმა, რომელშიც ლატა მღეროდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, ასევე იმის გამოც, რომ მასში შავთეთრი კინოს ვარსკვლავი რაჯ კაპური თამაშობდა – ეს ფილმია „ბატონი 420“. პირველი რეაქცია, რომელიც ინდოეთის ხსენებისას ქართველების უმეტესობას უჩნდება, სწორედ ამ ფილმში გაჟღერებული სიმღერაა „mera joota hai japani“. ამ სიმღერას მუკეში ასრულებს, ასევე ერთერთი ცნობილი მომღერალი რომელთან ერთადაც ლატას არაერთი ფილმის სიმღერები გაუხმოვანებია.

შემდეგ ლატას შემოქმედებით ცხოვრებაში იყო ასევე „ავარა“, „ბობი“, „ჩემი სახელია ჯამბაზი“, „მოღალატე ლამაზმანი“ და უამრავი, უამრავი სხვა... თვითონ ლატა ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია თავისი კარიერა მსახიობ ჰემა მალინის გარეშე. „მისი დამსახურებაა, რომ მე ასე პოპულარული გავხდი“ – ამბობს ლატა. თუმცა, მგონია, რომ ნამდვილი მიზეზი ეს სულაც არ არის. ლატა მსმენელს იპყრობს თავისი ხმით და იძულებულს ხდის, რომ ეს ხმა შეიყვაროს და მუსიკის უკიდეგანო სამყაროში და მის ღვთიურ ხმაში ჩაიძიროს. რა თქმა უნდა, ხმის „დემონსტრაციაში“ დიდ როლს თამაშობენ მსახიობები, რამდენად უფრო რეალურად შეძლებენ იმ გრძნობების გამოხატვას, რომელსაც მომღერალი განიცდის ამა თუ იმ სიმღერის შესრულებისას. ვფიქრობ, რომ ჰემა მალინიმაც შეძლო ბევრი რამ ეთქვა მაყურებლებისთვის, რასაც ის განიცდიდა. ეს მსახიობი, რომელიც წარსულში ბრწყინავდა, კლასიკური ინდოელი მსახიობი ქალების კაშკაშა წარმომადგენელია – ნაზი, გრაციოზული, იდუმალი და მშვენიერი...

როცა პირველად ვიხილე ლატა მანგეშკარი ქართული სახელმწიფო ტელევიზიის რომელიღაც გადაცემაში, ძალიან პატარა ბავშვი ვიყავი და მახსოვს ჩემი გაკვირვება. თითქოს სულ სხვაგვარი წარმომედგინა, მაგრამ ლატა ჩვეულებრივი ქალბატონი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა, მისი თვალები იყო. ამ თვალებში ისეთი უზარმაზარი სიკეთე და სითბო ამოვიკითხე და დამრჩა ეს გრძნობა სამუდამოდ, ისევე, როგორც ეს მის სიმღერებშია.

სიმღერებს უმეტესად ჰინდისა და მარაჰტის ენებზე ასრულებდა და მთლიანობაში კი შესრულებული აქვს სიმღერები 20–მდე ძირითად ინდურ დიალექტზე, ხოლო ამ სიმღერების საერთო ოდენობა 30 ათასს აჭარბებს.

ლატა მანგეშკარი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა (1974 წლიდან 1991 წლამდე) „სიმღერების ყველაზე მეტი ჩანაწერის“ გამო. რამდენად მღერის ბოლო დროს ლატა ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიცი რომ არც ისე დიდი ხნის წინ ისევ მღეროდა. მარტში მას ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ ეს ქალბატონი არ ჩაკეტილა სახლში და კვლავ აქტიურ ცხოვრებას ეწევა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობს. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ლატას, ადამიანს, ვინც ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის სმენა დაატკბო და უამრავი ემოციები მოჰგვარა.

და ბოლოს, ლატას მიერ შესრულებული და ჰემა მალინის განსახიერებული სიმღერა MUBARAK HO TUJHE AE DIL ფილმიდან "საყვარელი ჩემი რაჯა"

9 комментариев:

Анонимный комментирует...

ფანტასტიური სამყარო გაქ. დიდი მადლობა

rumirumi71 комментирует...

burusi მადლობა პირიქით მხარდაჭერისათვის და თბილი სიტყვებისთვის :):):)

Анонимный комментирует...

soso xom ar ici sad sheizleba vnaxo induri musika da induri cekvebis videoebi?:)))zalian minda

rumirumi71 комментирует...

თეო, ინდური მუსიკა და კლიპები შეგიძლია ნახო ინტერნეტში www.youtube.com ამ საიტზე. ჩაწერ რაც გაინტერესებს და მოგიძებნის. სხვას თუ რამეს გულისხმობ გამაგებინე რას და მოგწერ აქვე :)

Unknown комментирует...

ლატა მანგაშკარი ლეგენდა - ქალბატონია და მისი ხმა ალბათ საუკუნეების მანძილზე გამოუცნობ გამოცანად დარჩება მეცნიერებისათვის.
ვგიჟდები მაგ ქალბატონის ხმაზე, მისი სიმღერები განსაკუთრებით მელოდიურია და როგორც თავად თქვა, ახლა იმიტომ აღარ მღერის ხშირად, რომ ინდური სიმღერები აღარ არის ისეთი მელოდიური როგორიც ადრე იყო...

rumirumi71 комментирует...

ეჰ ნინო, ლატასნაირი ბევრი არ მოიძებნება, და სიმღერებიც მთლად ისეთი ვეღარ არის, რაც ადრე იყო, ბევრი დასავლური ელემენტი შევიდა და ძველ ხიბლს კარგავს, მაგრამ თუ მოინდომეს, მაინც გამოსდით კარგი სიმღერაც და მელოდიაც, შენს ბლოგზე სიმღერების ნაკრებს რომ შეხეოდს კაცმა, მემგონი მთლად ცუდად არც ყოფილა საქმე :)

Анонимный комментирует...

http://m.youtube.com/watch?v=lZi3fwP09zw
http://m.youtube.com/watch?v=NmhLIqFnH6M
indoetis erovnuli himni tsnobili indoeli musikosebis, mat shoris lata mangeshkaris shesrulebit. Saotsrad lamazia, mousminet!

Анонимный комментирует...

Es ki induri simgerebis mokvarulebs: http://m.youtube.com/watch?v=lZi3fwP09zw

Анонимный комментирует...

Ukatsravad teqnikuri gaumartaobis gamo isev himnis bmuli davde. Ai es induri simgerebis mokvarulebs: ) http://m.youtube.com/watch?v=orq_BLsWtuI