გელით facebook–ზე

30.04.2012

ინდოეთში ოქროს ფესტივალი დაიწყო


ინდოელებს, ისევე, როგორც აზიის ბევრ სხვა ხალხებს, ძალიან უყვართ ოქრო. ოქროს სიყვარულში კი ჩინელებს ნამდვილად სჯაბნიან. ხოლო ეს ორი ქვეყანა, თითოეული მილიარდზე მეტი მოსახლეობით თუ გააერთიანებს თავის ძალისხმევას, უამრავი ოქროს შესყიდვას შეძლებენ, რასაც მსოფლიო ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.


საინტერესოა, რომ ორივე ქვეყანაში ძლიერია ხალხური ტრადიციები, უფრო სწორად ცრურწმენები, რომელთა გამოც ყვითელ მეტალზე მოთხოვნა წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. ჩინელები ოქროს შემოდგომაზე ყიდულობენ და სარვამარტოდაც იხარჯებიან.


ინდოელები კი ოქროს სპეციალურად დადგენილ დროს ყიდულობენ. ამ დროისთვის ბეჭდების, ოქროს სამკაულების, სამაჯურების და საყურეების ყიდვა უფრო ბედნიერების მომტანი იქნება მათი აზრით. სპეციალური ფესტივალი „აქშაია ტრიტია“ ოქროს საყიდლად საუკეთესო დროდ ითვლება. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება და ინდუისტები სწორედ ამ დროს იმარაგებენ ოქროს ნივთებს. იყიდება ტონობით ოქრო და იუველირებიც ყურადღებით მისდევენ მოდურ ტენდენციებს – თუ ოქროს ნივთი აქშაია ტრიტიაზე არ გაიყიდა, მაშინ შესაძლოა ეს ნივთი მთელი წელი ხელუხლებლად იდოს მაღაზიის ვიტრინაში.

ფესტივალამდე ცოტა ხნით ადრე კუსტარულმა იუველირებმა საერთოეროვნული გაფიცვა მოაწყეს. მათი პროტესტი გამოიწვია ოქროს იმპორტზე და კერძო იუველირების მიერ სახელმწიფოსთვის შესატანი სალიცენზიო გადასახადების გაზრდამ. ინდოეთის ხელისუფლებამ ფესტივალის წინ ეს გადასახადები გააორმაგა. შედეგად ოქრო არც ისე კარგად იყიდება როგორც წინა წლებში. ამის მიუხედავად, ინდოეთში 2 დღის განმავლობაში იმდენი ოქრო გაიყიდება, რამდენიც მთელს ევროპაში მთელი წლის განმავლობაში.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ოქრო ნამდვილად ყველაზე სასურველი საჩუქარია ნებისმიერი დღესასწაულისთვის ინდოეთში, მათ შორის ქორწილისთვისაც. ქართული მასშტაბებით წარმოუდგენელია ოქროს ის რაოდენობა, რასაც ახალდაქორწინებულებს ჩუქნიან (საშუალო შეძლების და ზემოთ). არც ღარიბები არიან ოქროს გარეშე, რისთვისაც ზოგჯერ მთელი ცხოვრება უწევთ მუშაობა.

Комментариев нет: