რამდენიმე თვის წინ პაკისტანის ტელევიზიის პირდაპირ
ეთერში დაპირისპირება მოხდა მსახიობ ქალს ვინა მალიქსა და ადგილობრივ მოლას შორის.
დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ მალიქმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ინდურ ტელეშოუში
Bigg Boss, რომელიც შოუ Big Brother–ის ინდური ვერსიაა. სატელევიზიო ტოკ–შოუში მოლამ
მსახიობის ქმედება დაგმო და განუცხადა, რომ მან პაკისტანი შეარცხვინა და რომ სრულიად
პაკისტანის მოსახლეობა მის აზრს იზიარებს. მოლამ ასევე განაცხადა, რომ პირადად ინდური
ტელეშოუ არ უნახავს, მაგრამ იცის ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.
13.12.2011
09.12.2011
07.12.2011
ბითლების აშრამი რიშიკეშში
მიტოვებული კორპუსები, სანახევროდ დანგრეული მედიტაციის
დარბაზები, ბილიკები, რომლებსაც ბალახმა გადაუარა, ჩამსხვრეული ფანჯრები და კედლიდან
ჩამოყრილი ნალესი... როგორ მოხდა, რომ ეს ოდესღაც სუპერპოპულარული აშრამი, რომელიც
ტრანსცედენტალური მედიტაციის ფუძემდებელმა მაჰარიშიმ შექმნა და რომელსაც ლეგენდარული
ბითლები სტუმრობდნენ, დღეისათვის მიტოვებულია და სრული განადგურებისა და გაჩანაგების
პირას დგას? ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია და რომ მხოლოდ ბითლების თავზეხელაღებული
ფანატების მცირე ჯგუფებს ან მამაც მოგზაურებს შეუძლიათ წვიმებისგან დაჟანგებული ამ
კარის შეღება. რა დაემართა სინამდვილეში მაჰარიში მახეშ იოგას აშრამს და რა გავლენა
მოახდინა გურუმ ჯგუფის ისტორიაზე?
17.11.2011
აიშვარია რაიმ გოგონა გააჩინა
აიშვარია რაიმ
თავის მეუღლეს, აბჰიშეკ ბაჩანს ქალიშვილი გაუჩინა. სასიხარულო ამბავი სრულიად მსოფლიოს
ბედნიერმა ბაბუამ, აბჰიშეკის საქვეყნოდ ცნობილმა და ინდოეთში პოლიტიკოსებზე მეტად პოპულარულმა
ამიტაააააააბჰ ბაჩანმა აცნობა :) „უმშვენიერესი გოგონას ბაბუა გავხდი!“, – დაწერა ბოლივუდის
ცოცხალმა ლეგენდამ თავის ტვიტერზე. სწორედ ბაბუას დამსახურებით შეიტყო თავის დროზე
ჯამაათმა ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ქალიშვილის, ამჯერად კი მისი რძლის აიშვარიას
ფეხმძიმობის შესახებაც და მაშინაც ტვიტერის მეშვეობით. დარჩნენ ჟურნალისტები უმუშევარი...
რას გვიშვება ეს ტექნოლოგიები :)
აიშვარიას და
აბჰიშეკის ქალიშვილი ამ სამყაროს სამშაბათს დილით მოევლინა მუმბაის Seven Hills–ის
საავადმყოფოში. ინდური პრესა დიდ ყურადღებას იჩენდა აიშვარიას ფეხმძიმობის მიმართ და
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „მის მსოფლიო 1994“–ს ხუთშაბათს უნდა ემშობიარა.
ბუკმეკერები კი აქტიურად იღებდნენ ფსონებს, როდის გააჩენდა უკვე ჰოლივუდშიც საკმაოდ
პოპულარული მსახიობი და რა სქესის იქნებოდა მისი პირველი შვილი.
აიშვარია ოთხი
წლის წინ გათხოვდა და მას მერე მუდმივად დადიოდა
ჭორები მსახიობის ფეხმძიმობის შესახებ. მაგრამ აბჰიშეკი ამბობდა, რომ შვილის გაჩენას
არ ჩქარობენ და რომ ეს თავის დროზე მოხდება.
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* აიშვარია და აბჰიშეკი პირველ შვილს ელოდებიან
* აიშვარია და აბჰიშეკი პირველ შვილს ელოდებიან
15.11.2011
ინდოეთში ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან
ინდოეთში ერთერთი
ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან, რომელსაც 100 ათასი სტუმარი დაესწრება.
ქორწილი ჩრდილოეთში მდებარე უტარ–პრადეშის შტატის ქალაქ საიფრაიში გაიმართება და 6
დღე გასტანს. დღესასწაულის მთავრი გმირები 23 წლის პრატიკ იადავი და 21 წლის აპარნა
ბიტა იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ორ ცნობილ და გავლენიან ოჯახებს წარმოადგენენ. საქმროს
მამას ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დღესდღეობით ინდოეთის სოციალისტურ
პარტიას ხელმძღვანელობს.
03.11.2011
ინდოელი მამაკაცების ეროვნული სამოსი
დჰოტი – ინდოელი მამაკაცების დრაპირებული სამოსი, რომელიც
თეძოებზე მაგრდება. დჰოტი არის სწორი მართკუთხა ქსოვილის ნაჭერი, რომლის სიგრძე 5 მეტრამდე
აღწევს, თეთრი ან სხვა ერთფეროვანი ქსოვილისგან დამზადებული. არსებობს დჰოტის დრაპირების
სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არის ასევე ერთიანი სტილიც. დრაპირება იწყება ნაჭრის შუა
ნაწილიდან და არა ბოლოდან. ნაჭრის ცენტრალურ ნაწილს თეძოებზე იხვევენ და წინა მხარეს
კრავენ კვანძში. ნაკეცებად დალაგებული ნაჭრის მარცხენა ნაპირს მარცხენა ფეხის გარშემო
ახვევენ და ქამარზე იმაგრებენ წელის მიდამოში, ხოლო მარჯვენა კიდე ასევე დრაპირდება
ნაკეცებად და ქამარზე მაგრდება მუცლის ქვემოთ.
ჩრდილოეთ ინდოეთში
დჰოტის ატარებენ ქურთასთან ერთად (გრძელი ხალათი). ამ შეხამებას ეძახიან „დჰოტი ქურთას“.
სამხრეთ ინდოეთში დჰოტის იცვამენ ანგავაშტრამთან ერთად (მხრებზე მოსასხამი). უფრო ხშირად
დჰოტის იცვამენ ზეიმებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. ზოგიერთი მამაკაცი ყველა სხვა
სამოსს დჰოტის ამჯობინებს და ყოველდღიურად ატარებს მას. ბოლო ათწლეულებში დასავლური
სტილი სულ უფრო მეტად იჭრება ინდოეთში და ბევრი ინდოელი მამაკაცისთვის დჰოტი საშინაო
სამოსად იქცა, პირველ რიგში, მისი მოხერხებულობის და კომფორტის გამო.
27.10.2011
ინდოეთში „ჯურღმულელი მილიონერის“ სიუჟეტი რეალობად იქცა
ინდოეთის ერთერთ ყველაზე ღარიბ შტატში – ბიჰარში მცხოვრები პროგრამისტი და მასწავლებელი სუშილ კუმარი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სატელევიზიო გადაცემაში „ვის უნდა მილიონი“ ერთი მილიონი დოლარი მოიგო. გამარჯვებულის ძმამ სუდჰირ კუმარმა მისი გამარჯვება იმით ახსნა, რომ სუშილი მუდმივად უსმენს „ბი–ბი–სი“–ს გადაცემებს ჰინდის ენაზე. კუმარის ბედი ძალიან ჰგავს ოსკაროსანი ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ სიუჟეტს. ამ ფილმში ქუჩაში გაზრდილმა ბიჭმა ანალოგიურ შოუში უზარმაზარი თანხა მოიგო.
27.09.2011
ყველაზე მდიდრული მატარებელი ინდოეთში - "მაჰარაჯების ექსპრესი"
„მაჰარაჯების
ექსპრესი“ – ამ სახელწოდების სპეციალური ტურისტული მატარებელი ინდოეთში კომფორტულად
გასეირნების მსურველებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს მოატარებს. ევროპული თვალისთვის
უჩვეულო ინტერიერები, ცხელი და ცივი წყალი, ტუალეტი და საშხაპე ყველა კუპეში. არის
ასევე კუპეები აბაზანითაც უფრო მაღალი კლასის ვაგონებში.
ინდოეთის რკინიგზა
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დატვირთული რკინიგზაა. გარდა ამისა, ტრანსპორტის ეს სახეობა
ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ქვეყნის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების სრულად აღსაქმელად.
ტურიზმის განვითარების სხვა ფორმებთან ერთად ამჯერად არჩევანი მდიდრულ რკინიგზაზე შეაჩერეს,
რათა უფრო მეტი ტურისტი მიიზიდონ, რომელთაც კომფორტული დასვენება და ამაში ბევრი ფულის
დახარჯვა ურჩევნიათ, და ამავე დროს სურთ უფრო ახლოს დაინახონ საკუთარი თვალით ის ყველაფერი,
რაც ინდოეთის რეალურ სახეს წარმოაჩენს.
16.09.2011
ინდოეთის პრემიერ–მინისტრმა და მისმა მეუღლემ თავიანთი თვალები უსინათლოებს უანდერძეს
ჯერჯერობით არავინ
იცის იმ ინდოელის სახელი, ვინც მომავალში რესპუბლიკის მთავრობის ამჟამინდელი ხელმძღვანელის
მანმოჰან სინგჰის თვალებით სამყაროს შეხედავს. მაგრამ უკვე ცნობილია, რომ რომელიმე
თანამემამულეს მომავალში პრემიერ–მინისტრის თვალის რქოვანას გადაუნერგავენ.
ინდოეთში ახლახან
დონორული შემოწირულობების ეროვნული დღე აღინიშნა, რომლის დროსაც პრემიერმა მანმოჰან
სინგჰმა და მისმა მეუღლემ გურშარან კაურმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ ბლანკს „თვალის
დონორობაზე“, რომლის მიხედვითაც მათი გარდაცვალების შემდეგ მათი თვალის რქოვანა ტრანსპლანტოლოგების
განკარგულებაში გადავა მხედველობადაქვეითებულთა დასახმარებლად.06.09.2011
ინდოეთის რკინიგზამ ჯეიმს ბონდის ავტორებს სცენარში ცვლილებები შეატანინა
როგორც ერთერთ წინა პოსტში გაცნობეთ, ჯეიმს ბონდის ერთერთი მორიგი სერიის გადაღებები ინდოეთში წარიმართება. ამ ქვეყანაში „ბონდმა“ ბოლოს 30 წლის წინ იმოგზაურა როჯერ მურის მონაწილეობით. ამჯერად კი, ისევე როგორც წინა სერიაში, ბონდს ბრიტანელი მსახიობი დენიელ კრეიგი განასახიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ხელისუფლებამ ფილმის ავტორებს ნება დართო გადაღებები მუმბაიში, აჰმედაბადსა და გოაში აწარმოონ, ფილმის მესვეურებს თავდაპირველ სცენარში გარკვეული ცვლილებების შეტანა მაინც მოუწევთ ინდური მხარის მოთხოვნით.
31.08.2011
პატრიოტიზმით დამუხტული სანახაობა ინდოეთ–პაკისტანის საზღვარზე
ყოველ საღამოს ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, ქალაქ ამრიტსარიდან 30 კილომეტრში ძალიან უცნაური ცერემონიის ხილვაა შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრის დაკეტვის ერთადერთი ცერემონიაა მთელ მსოფლიოში, რომლის სანახავადაც ათასობით ადამიანი ჩადის ადგილზე. ერთდროულად ეს ცერემონია პატრიოტიზმის დემონსტრირებაცაა, ასევე ინდური მენტალობის გარკვეული მხარეების წარმოჩინებაც (თუ ცერემონიას ინდურ მხარეს აკვირდებით), მეზობლის მიმართ ძალის დემონსტრირებაც ინდურ–პაკისტანური ურთულესი ურტიერთობების ისტორიაში, და ასევე უბრალოდ უცხო თვალისთვის ამოუსნელი რაღაც კიჩი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად უდავოდ იმსახურებს, რომ ერთხელ მაინც ხოვრებაში ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო.
27.08.2011
საქართველომ და ინდოეთმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს დელიში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ.
საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ კაჭკაჭიშვილმა, ხოლო ინდურ მხარეს წარმოადგენდა ინდოეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს პირდაპირი გადასახადების ცენტრალური საბჭოს დავმჯდომარე, მ.ჩ. ჯოში.
23.08.2011
ინდუისტებმა კრიშნას მოვლინების დღე აღნიშნეს
22 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანმაშტამის დღესასწაული – კრიშნას ამ ქვეყნად მოვლინების დღე აღინიშნა. ეს ინდუიზმის ერთერთი ყველაზე პოპულარული სასულიერო და კულტურული დღესასწაულია. „ჯანმა“ სანსკრიტზე „დაბადებას“ ნიშნავს, „აშტამი“ კი წარმავალი მთვარის მერვე დღეს. წმინდა წიგნების თანახმად, 51 საუკუნის წინ ამ დღეს დედამიწას კრიშნა მოევლინა, რომელსაც ინდუისტები უზენაეს ღვთაებად მიიჩნევენ. ზოგიერთი ასტროლოგი ზუსტ თარიღსაც ასახელებს – 5239 წლის წინ, თუმცა მეცნიერების აზრი ამ საკითხზე გაყოფილია.
კრიშნას სახელი „ყოვლისმომცველს“ ნიშნავს. ჯანმაშტამის სხვაგვარად ინდურ ახალ წელსაც უწოდებენ და ამ დღესასწაულს ინდოეთში ყველა აღნიშნავს რელიგიური კუთვნილების მიუხედავადაც კი. ინდოეთში ეს დღესასწაული ისევე უყვართ, როგორც დასავლეთში შობა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით წმინდა ვრინდავანში, სადაც კრიშნა დაიბადა, გრანდიოზული საზეიმო ღონისძიებები და ლოცვები ტარდება. კრიშნას ქანდაკებას წყაროს წყლით, რძით, თაფლით და სურნელოვანი ზეთებით განბანენ. ჯანმაშტამის დღესასწაულზე დილიდან საღამომდე ლოცვები და სხვადასხვა რიტუალები იმართება.
დღეისათვის ამ დღესასწაულს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ და მასში იმ ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ სადაც ინდუიზმია გავრცელებული. სადღესასწაულო ლოცვები და რიტუალები ტარდება ასევე კრიშნაიტების (ვაიშნავიზმის მიმდევრების) ტაძრებში.
ასეთი ღონისძიებები იყო დაგეგმილი ასევე თბილისის კრიშნაიტების სამლოცველოშიც, სადაც მიწვეულიც ვიყავი, მაგრამ სამწუხაროდ წასვლა ვერ შევძელი.
13.08.2011
ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე
ყოველწლიურად 15 აგვიტოს ინდოეთი ერთერთ ყველაზე დიდ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს (Independence Day in India) – დიდი ბრიტანეთისგან ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1947 წლიდან აღინიშნება.
1947 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტი (Indian Independence Act) და დელიში, წითელი ფორტის თავზე ინდოეთის პირველმა პრემიერ–მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ უამრავი ადამიანის თანდასწრებით დამოუკიდებელი ინდოეთის სამფერიანი დროშა აღმართა. ამ მოვლენით ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.
05.08.2011
ინდოეთში გველების ფესტივალი მიმდინარეობს
გველების ფესტივალი „ნაგ პანჩამი“ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საოცარი მოვლენაა. ინდოეთში ეს ფესტივალი დასავლეთ ბენგალიაში, მაჰარაშტრაში და სამხრეთ შტატებში ტარდება. ამ ქვეყანაში გველების 275 სახეობა ბინადრობს. მათ ეთაყვანებიან როგორც სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოს, ისინი ღმერთ შივას სიმბოლოც არიან და სწორედ კისერზე შემოხვეულ გველს ატარებს ეს ღმერთიც. გველები ხშირად ფიგურირებენ ინდურ მითოლოგიაში, ხოლო ინდუისტურ გადმოცემებში გველღმერთების რაოდენობა 1000–ს აღწევს.
აღნიშნული დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება შრავანის თვის ნათელი ნახევრის მეხუთე მთვარიან დღეს, რომელიც გრიგორიანული კალენდრის ივლის–აგვისტოს ემთხვევა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)










