
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი და კომპანია Microsoft–ის მფლობელი ბილ გეითსი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები.
„არ ვიცი, არსებობს კი მხოლოდ ცალსახა შეხედულება ინდურ კინოზე სამყაროს სხვა ქვეყნებში. ეს საოცარია! ეს აღიარებაა, ეს ყურადღებაა, ეს ჩვენი სამყაროს და ჩვენი პროფესიის ძალიან შთამბეჭდავი შემეცნებაა“ – წერს დიდი „ბ“ თავის ბლოგზე.
პრემია Crystal Award–ის მიღებისა და დავოსში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ამიტაბჰი ნიუ–იორკში გაფრინდა ფილმის „ვარდისფერი პანტერა–2“–ის პრემიერაში მონაწილეობის მისაღებად. მასთან ერთად არიან ვაჟი აბჰიშეკ ბაჩანი და რძალი აიშვარია რაი. პრემიერა 3 ტებერვალს შედგება.
სურათები აღებულია ამიტაბჰ ბაჩანის ბლოგიდან bigb.bigadda.com
Комментариев нет:
Отправить комментарий