ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო–დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმი ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნიაა“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯანაიზმი ერთერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ–სამაია ან ჰინდუ–დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტიურად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ ეს არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაქტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად და ნასტიკად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.ინდუიზმის ძირითადი პრინციპებია – წარმოდგენები კარმაზე, დჰარმაზე და სანსარაზე. ინდუისტებს თავისი წმინდა წიგნები აქვთ – ვედები, მაგრამ ინდუიზმს არ ახასიათებს რაიმე სახის მკაცრი კანონები. ინდუიზმი მხარს უჭერს ინდოეთის საზოგადოების კასტობრივ წყობას.
ქვემოთ განთავსებულია სურათები ერთერთი მნიშვნელოვანი ინდუისტური სალოცავი ადგილიდან, რომელსაც სანგამი ეწოდება. ეს არის სამი მდინარის: განგას, იამუნას და სარასვატის შესართავი, სადაც ყოველდღიურად ათასობით მლოცველი (და ტურისტიც) მიდის სხვადასხვა რიტუალების შესასრულებლად. ეს სურათები 2007 წლის ნოემბერში გადავიღე:

























.jpg)

ჩემი პირადი აზრით, ჰოლივუდს, რომელსაც დრო და დრო შემოქმედებითი კრიზისი შემოაწვება ხოლმე, უბრალოდ შურს ბოლივუდის, რომელიც ბევრად უფრო მარტივი სიუჟეტით, მსახიობების მიამიტი თამაშით და აღმოსავლური დიმპიტაურით საკმაოდ ბევრი ფულის შოვნა შეუძლია. ჰოლივუდში ალბათ ჰგონიათ, რომ ეს მათგან მოპარული სიუჟეტების გამო ხდება, იმას კი ალბათ არ უფიქრდებიან, რომ ბოლივუდს თავისი აუდიტორია ჰყავს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი და რომ ამ აუდიტორიას თვითონ ჰოლივუდური ფილმები სულაც არ აინტერესებს, თუნდაც კულტურებს შორის განსხვავებულობის გამო, და ჰოლივუდი სილაც რომ ნაკერებზე გასკდეს, ამ აუდიტორიის სიყვარულის დამსახურებას ნაკლებად თუ შეძლებს, თუ თვითონ არ გადაერთო ინდურ ყაიდაზე, ისევე, როგორც ეს საკმაოდ ჭკვიანურად გააკეთა დენი ბოილმა და ამისთვის მისმა ფილმმა „მილიონერი ჯურღმულებიდან“ 8 ოსკარიც დაიმსახურა. როცა ჰოლივუდში მსგავს ფილმებს იღებენ, გამოდის რომ ინდოელებმა უნდა უჩივლონ ჰოლივუდს, რომ ჩვენს სიმღერებს ნუ იპარავთო? ერთი სიტყვით, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, ასე მგონია :) ბოლივუდი სიუჟეტების „მოპარვას“ არ შეეშვება და ჰოლივუდსაც ამასთან მუდმივი ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ამჟამად ისეთი ტენდენციაა, რომ ჰოლივუდსაც ბევრი რამის გადაღება მოუწევს ინდური კინოინდუსტრიისგან, რომ მსოფლიოს დღევანდელ განწყობებს ფეხი ააყოლოს და შემოსავლებში არ დაიჩაგროს.

სხვა ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ჩენაიში (ძველი სახელწოდება მადრასი), როცა ერთერთ საღამოზე, რომელიც სამხრეთინდური ბლოკბასტერის „Shivaji - The Boss“–ის კინოგაქირავებაში 6 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ყოფნას აღნიშნავდნენ, ქალის მთავარი როლის შემსრულებელმა შრია სარანმა გადაწყვიტა ზედმეტად გახსნილი კაბით მისულიყო საღამოზე. ორთოდოქსულმა ინდუისტურმა ორგანიზაციამ Hindu Makkal Katchi ტელერეპორტაჟში ამის დანახვისას მაშინვე პოლიციას მიმართა საჩივრით. სამხრეთ ინდოეთში ყველაზე პოპულარული მსახიობის საქციელი მათ ეროვნულ ტრადიციებთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

დღეს დილით სასიხარულო წერილი მივიღე ინდოეთის საელჩოდან, რომელიც ერევანშია განთავსებული, იმის თაობაზე, რომ თბილისში მაისის პირველ კვირას ინდოეთის კვირეული გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ბევრ საინტერესო ღონისძიებას უნდა ველოდეთ. ინდოეთიდან ჩამოდის მოცეკვავეების, მომღერლების და მსახიობების ჯგუფი და ყველაზე მთავარი, ამ ჯგუფს სათავეში ეყოლება ბაჩანების ცნობილი ოჯახი: ოჯახის უფროსი ამიტაბჰ ბაჩანი, მისი ვაჟი აბჰიშეკ ბაჩანი და აბჰიშეკის მეუღლე, შეუდარებელი აიშვარია რაი.