გელით facebook–ზე

12.04.2009

ინდოეთში საზოგადოებრივი მორალის მსხვერპლნი ცნობილი ადამიანებიც კი ხდებიან

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი კამასუტრას სამშობლოა, საზოგადოებრივი ზნეობა და მორალი აქ იმდენად მკაცრია, რომ ეკრანის ვარსკვლავებსაც კი, რომელნიც სახალხოდ ზედმეტად „თავისუფლად“ მოიქცევიან, სასამართლო გარჩევებიც კი ელით. ინდოეთში ახლახანს ჩატარებულ მოდების კვირეულზე «Lakme» მსახიობი აკშაი კუმარი ჯინსების ახალი კოლექციის დემონსტრირებისას თავის ცოლს ტვინკლ კჰანას მიუახლოვდა, რომელიც მაყურებელთა წინა რიგში იჯდა და სთხოვა მას, რომ მისთვის ჯინსის შარვლის ღილები შეეხსნა, რაც მისმა ცოლმა გააკეთა კიდეც. ამის შემდეგ კი პოლიციაში შევიდა საჩივარი ვინმე ანილ ნაირის სახელით, რომელიც შეშფოთებული იყო გახდის საჯარო აქტით, და რომელიც მოითხოვს, რომ მსახიობი დასაჯონ. „თუ ჩვენ დავამტკიცებთ უწესო საქციელის ფაქტს, ჩვენ სასამართლოში სარჩელს აღვძრავთ აკშაისა და ორგანიზატორების წინააღმდეგ“ – განაცხადა ინდური პოლიციის ოფიცერმა. თვითონ მსახიობმა კი თქვა, რომ „არაფერი უწესო იმაში არ არის, რომ ჯინსის შარვლის ღილები საკუთარმა ცოლმა შემიხსნა“.

სხვა ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ჩენაიში (ძველი სახელწოდება მადრასი), როცა ერთერთ საღამოზე, რომელიც სამხრეთინდური ბლოკბასტერის „Shivaji - The Boss“–ის კინოგაქირავებაში 6 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ ყოფნას აღნიშნავდნენ, ქალის მთავარი როლის შემსრულებელმა შრია სარანმა გადაწყვიტა ზედმეტად გახსნილი კაბით მისულიყო საღამოზე. ორთოდოქსულმა ინდუისტურმა ორგანიზაციამ Hindu Makkal Katchi ტელერეპორტაჟში ამის დანახვისას მაშინვე პოლიციას მიმართა საჩივრით. სამხრეთ ინდოეთში ყველაზე პოპულარული მსახიობის საქციელი მათ ეროვნულ ტრადიციებთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

ესეც შრია სარანის სურათები. მართლაც მაგარი გოგოა :)

Комментариев нет: