გელით facebook–ზე

23.02.2009

ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე

კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟული პრემიით დაჯილდოების ცერემონია ლოს–ანჟელესის „კოდაკის“ კინოთეატრში ჩატარდა. დენი ბოილის ფილმმა „მილიონერი ჯურღმულებიდან“ იმედები გაამართლა და წარდგენილი 10 ნომინაციიდან რვაში გაიმარჯვა. ფილმს ოსკარები ერგო, როგორც წლის საუკეთესო სურათს, ასევე საუკეთესო რეჟისურისთვისაც. ჯილდოების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა ფილმი „ბენჯამინ ბატონის უცნაური საქმე“, რომელსაც სამი „ოსკარი“ ერგო. მესამე ადგილი გაინაწილეს ფილმებმა „ბეტმენი: ბნელი რაინდი“ და „ჰარვი მილკი“, რომლებმაც 2–2 „ოსკარი“ აიღეს.

მამაკაცის საუკეთესო მთავარი როლისთვის ჯილდო ერგო შონ პენს როლისთვის ფილმში „ჰარვი მილკი“. ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა ქეით უინსლეტმა. საუკეთესო რეჟისურისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, დაჯილდოვდა დენი ბოილი ფილმისთვის „მილიონერი ჯურღმულებიდან“. ნომინაციაში საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაიმარჯვა სურათმა „ღიმილი–პინკი“. კატეგორიაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“ გაიმარჯვა სურათმა „ხაზზეა ადამიანი“. ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის წილად ერგო ფილმს „ბენჯამინ ბატონის უცნაური საქმე“. ხმის საუკეთესო მონტაჟისთვის დაჯილდოვდა „ბეტმენი: ბნელი რაინდი“. კატეგორიაში „ხმის საუკეთესი დამიქშერება“ ოსკარი ისევ „მილიონერს“ შეხვდა. ამ ფილმმა აიღო ასევე ჯილდო საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის, საუკეთესო ორიგინარული სიმღერისთვის. ასეთ სიმღერად იქნა აღიარებული კომპოზიტორ რაჰმანის „ჯეი–ჰო“. საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარეს იაპონური „განშორება“.

ქვემოთ გთავაზობთ სურათებს დაჯილდოების ცერემონიიდან:

მსახიობები ფილმიდან "მილიონერი ჯურღმულებიდან" "ოსკარით დაჯილდოების ცერემონიაზე



დევ პატელი და ფრეიდა პინტო, "მილიონერი ჯურღმულებიდან"

ფილმის "მილიონერი ჯურღმულებიდან" რეჟისორი დენი ბოილი


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ცერემონიაზე

პენელოპა კრუსი ჯილდოთია აღფრთოვანებული

ქეით უინსლეტი, შონ პენი და პენელოპა კრუსი

გახარებული ქეით უინსლეტი

სხვა სტატიები ამ თემაზე:
„მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო

ქართული სერვერიდან ფილმის გადასაწერად დააკლიკეთ
აქ >>>>

Комментариев нет: