გელით facebook–ზე

27.01.2009

ბოლივუდის მეფე პოპულარულ ადამიანთა სიაში

ბოლივუდის მეფე ნამდვილად რომ ცნობილი ადამიანია. ლაპარაკია მის პოპულარობაზე მთელ მსოფლიოში. ამჯერად SRK–ის (შაჰრუკჰ კჰანის) თაყვანისმცემლებს გაახარებთ ის ახალი ამბავი, რომ ამ მსახიობმა თავისი ადგილი იპოვა მსოფლიოს 50 ყველაზე პოპულარული ადამიანების სიაში (‘50 Most Powerful People of the World’). ამერიკული „Newsweek“–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ამ სიაში შაჰრუკჰ კჰანმა N–41 ადგილი დაიკავა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მსახიობი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, პაკისტანისა და ავღანეთის ჩათვლით.

ამ სიაში ასევე აღმოჩნდნენ აშშ–ის ახალი პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელიც სიას სათავეში უდგას, ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი სონია განდი (ინდირა განდის წარმოშობით იტალიელი რძალი, რაჯივ განდის ქვრივი) და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლია სარკოზი.

ამჯერად უკვე ნამდვილად აღარ იქნება უხერხული, როცა შაჰრუკჰ კჰანი საკუთარ თავს „ბოლოვუდის ყველაზე დიდ ბრენდს“ უწოდებს.

ერთერთ წინა პოსტში ასევე სიამოვნებითა და სიამაყით აღვნიშნეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე სასურველი 50 ქალის სიაში ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდის, ამიტაბჰ ბაჩანის რძალი აიშვარია რაი–ბაჩანიც შევიდა.

2 комментария:

Анонимный комментирует...

მაგრად მომწონს და ვგიჟდები შრკ–ზე...

Анонимный комментирует...

magrad mikvars shahruki