გელით facebook–ზე

23.04.2009

რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად

სკანდალი მოჰყვა იმ წარმატებასა და პოპულარობას, რომლის ტალღის ზედაპირზეც მოექცნენ ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ მთავარი როლების ყველაზე პატარა შემსრულებლები. თებერვალში ამ ფილმმა 8 ოსკარი მიიღო. ამ დღეებში გავრცელებული პუბლიკაციების მიხედვით, რომლებიც შემდეგ წამყვანმა ინდურმა ტელეარხებმაც აიტაცეს, 9 წლის რუბინა ალის მამამ რაფიკ ყურეშიმ თანხმობა განაცხადა თავისი გოგონა 200 ათასი გირვანქა სტერლინგის საფასურად არალეგალურად გაეშვილებინა. მისი ამ ნაბიჯის პროვოცირება ჟურნალისტებმა მოახდინეს, რომლებმაც თავი გაასაღეს, როგორც დუბაის საამიროს მმართველი ოჯახის წარმომადგენლებმა. როგორც ეტყობა, ყალბმა „შეიხმა“ და მისმა „მეუღლემ“ რუბინას მამის მხრიდან არანაირი ეჭვი არ გამოიწვიეს და ისიც აქტიურად ჩაერთო „ვაჭრობაში. ამასთან არგუმენტის სახით მან ის მოიშველია, რომ რუბინას ოჯახმა „საერთოდ არაფერი მიიღო“ ფილმის შემქმნელი ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილისგან.

„ამ ფილმმა ჩვენ არაფერი მოგვიტანა“ – თქვა ყურეშიმ რეპორტაჟში, რომელიც ამ დღეებში ბრიტანულ ტაბლოიდ News of the World–ით გადაიცა. „მეწარმე“ მამიკოს თქმით, მას უწევს იმის „გათვალისწინება, რა არის უკეთესი მისთვის, მისი ოჯახისა და რუბინას მომავლისთვის“. აღსანიშნავია, რომ როცა შეიხების ოჯახად მონათლული ჟურნალისტები ნახსენები ფასის დაწევას შეეცადნენ, ვაჭრობაში ყურეიშს ძმა ჩაერთო. „ახლა ეს განსაკუთრებული ბავშვია, და არა ჩვეულებრივი, ეს ოსკაროსანი ბავშვია“. პუბლიკაციას თან ახლავს ფოტოსურათი, რომელზეც ვაჭრობის ყველა მონაწილე და მომღიმარი რუბინა არიან დაფისქსირებულნი. როგორც მუმბაის ტელეარხი Times Now იუწყება, ყურეშიმ აღიარა, რომ კონტრაქტის შესაძლებლობა განიხილებოდა, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
* „ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ
*
მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

Комментариев нет: