გელით facebook–ზე

12.01.2009

ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო

„ოქროს გლობუსის“ ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე ლოს–ანჟელესში ლაურეატების გამოცხადება დასრულდა. მთავარ ნომინაციაში კინოს განხრით გამარჯვებული გახდა ფილმი „მილიონერი ჯურღმულიდან“ (Slumdog Millionaire), რომელიც წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს. სულ ფილმს წილად ერგო ოთხი ჯილდო: საუკეთესო რეჟისურისთვის (დენი ბოილი), საუკეთესო სცენარისთვის (საიმონ ბოფოი) და საუკეთესო მუსიკა (ა. რაჰმანი).

ბოილის ფილმი გადაღებულია ინდოელი ავტორის ვიკას სვარულის წიგნის მიხედვით და მუმბაის ერთერთ ღარიბულ რაიონში მცხოვრები 18 წლის ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თამაშის „ვის უნდა მილიონი?“ ინდური ვარიანტის ბოლო რაუნდამდე მიაღწია და რომელიც პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ფილმში მონაწილეობენ ანილ კაპური, ირფან კჰანი, დევ პატელი და სხვები.

ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“ გამარჯვებული სურათის „მილიონერი ჯურღმულიდან“ კონკურენტები იყვნენ „მკითხველი“, „ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია“, „ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ“ და „ცვლილებების გზა“. „მილიონერი ჯურღმულიდან“ აშშ–ში საუკეთესო ფილმად აღიარეს ასევე სატელევიზიო მსახიობების ასოციაციამ და კინოკრიტიკოსების ნაციონალურმა საბჭომ, ხოლო ლოს–ანჟელესში კინოკრიტიკოსების ასოციაციამ ბოილი ასევე დაასახელა საკუეთესო რეჟისორადაც.

3 комментария:

კოსმოსურ სივრცეებში.. комментирует...

ნაყურები მაქვს ..
დიდი არაფერია :|

Анонимный комментирует...

საკმაოდ კარგი ფილმია , მაგრამ საოსკარე არ არის ნამდვილად , თან ფილმში ძლაიან ბევრი შეცდომაა , ჯერ ეს გადაცემა ლაივში არ გადის არსად , მეორე ბოლო კითხვა საერთოდ გაიკაიფეს თუ რა იყო ?

rumirumi71 комментирует...

DaDiani, ფილმი მეც მომეწონა, და ბევრი რამ გასაგები იყო ჩემთვის ამ ფილმიდან ისე, რომ ალბათ ბევრი სხვა ადამიანისთვის (საქართველოს ვგულისხმობ) ყველაფერი გასაგები და მისაღები არ იქნებოდა. ფილმის ნახვის შემდეგ ახალი პოსტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ჯერ–ჯერობით ვერ მოვაბი თავი. გადაცემას რაც შეეხება, საიდან მოიტანე, რომ გადაცემა არ გადის ეთერში არსად? მე კი რატომღაც მგონია, რომ გადის, მაგრამ ამაშია განა საქმე? და გაიკაიფეს–ში რას გულისხმობ? სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. მემგონი უბრალოდ საყვარელი ფილმია, ცოტა ბოლივუდური თემატიკა კი დაძლევდა, მაგრამ სხვანაირად არც გამოვიდოდა. მაშინ არ იქნებოდა ფილმი მუმბაელ ბიჭზე..