უმუშევრად არც ამ „ოსკაროსანი ფილმის“ სხვა მსახიობი ბავშვები დარჩენილან. აზჰარუდინ ისმაილი შეიხ ხანი და რუბინა რაფიკ ასგარ ალი კურეიში (რომელთაც ფილმის გმირების ბაშვობის როლები შეასრულეს) უკვე 3 მარტს მონაწილეობდნენ რეჟისორ ვასჰუ ბჰაგვანის ფილმის «KAL KISSNE DEKHA» გადაღებაში მუმბაის აეროპორტში. მაგრამ მათთვის მთავარ სიურპრიზად ქვეყნის ხელისუფლების საჩუქარი იქცა. მაჰარაშტრას შტატის (შტატის დედაქალაქია მუმბაი) მთავარმა მინისტრმა აშოკ ჩავანმა განაცხადა, რომ აზჰარუდინისა და რუბინას ოჯახებს ბინები გადაეცემათ უფასოდ სპეციალური რეზერვიდან. მინისტრს მსოფლიოში სახელგანთქმული ბავშვებისთვის ბინების გადაცემის შესახებ მმართველმა პარტიან „ინდოეთის ნაციონალურმა კონგრესმა თხოვა“. კონგრესის პრეზიდენტმა სონია განდიმ ფილმში მონაწილე ინდოელებს მადლობა გადაუხადა. მანამდე ისინი ნამდვილ ჯურღმულებში ცხოვრობდნენ. აზჰარუდინის მამა ძველი ავეჯით ვაჭრობს, როლო რუბინას მამა ხის მჭრელია.
გაგვატარეთ, ვისაც ზღაპრების სჯერა! :)
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში
6 комментариев:
A must watch for everyone.
humanobserver, do you know in what the language is this blog? :) thanks for cpmment :)
I guess Georgian language but you know pictures say many things. :)
Yes it is in georgian and that is my indian soul in that blog :)
ძალიან ლამაზი და საინტერესო ბლოგია. თუმცა ესეც ინდოეთის ერთი მხარეა, საინტერესო იქნება, ისიც აჩვენო და დაწერო, უმრავლესობა როგორ ცხოვრობს, ნაკლებად ფერადი იქნება, მაგრამ საინტერესო (ან შეიძლება გიწერია კიდეც, მაგრამ ძველი პოსტებისთვის ჯერ არ გადამიხედავს).
Sophie Golden მადლობა კომენტარისთვის :)
ბლოგს რაც შეეხება, თვითონ სათაურიდან გამომდინარე, ეს ჩემი ინდოეთია, ანუ ისეთი როგორსაც ვხედავ ან მინდა რომ დავინახო, უბრალოდ ზღაპრული სამყარო, ოცნება, რაღაც ასეთი.. რეალობას რაც შეეხება, დენი ბოილს მემგონი ცუდად არ გამოუვიდა და საკმაოდ რეალისტურად აჩვენა ყველაფერი, როგორი ცხოვრებაა ჯურღმულებშიც და საერთოდ. ცხოვრება ყველგან მკაცრია და დაუნდობელი. თუ საქართველოში ჯურღმულები არ გვაქვსმ, ეგ არ ნიშნავს, რომ ხალხი ბედნიერია, ყველა ვხედავთ რაც ხდება..
ინდოეთში კი ხალხს ჯურღმულებშიც შეუძლია ბედნიერი იყოს, ხოლო კასტურ წყობას რაც შეეხება, ასე ცხოვრობენ ათასობით წელი და ამის შესცვლაზე თვით განდისაც კი არ უფიქრია წესიერად :)
სამწუხაროდ არც მე ვარ დედა ტერეზა, რომ რამე მისი მგავსი საქციელი მოვახერხო, და კოლკატას ჯურღმულებში ღატაკებს დავეხმარო, ამას გამბედაობაც უნდა და თავგანწირვაც, ამიტომაც გახდა ის ადამიანი წმინდანი (კათოლიკეთათვის:)).
ძველი პოსტები არქივშია და თუ მართლა გაინტერესებს, თავიდან შეგიძლია დაიწყო.
ბოლივუდზე სტატიებს რაც შეეხება, ვისაც არ აინტერესებს, გამოტოვეთ და ეგ იქნება :)
Отправить комментарий