იმ ადამიანებს, ვისაც ინდოეთი უყვარს და სურვილი აქვს ინდური ნაწარმი შეიძინოს, სასიამოვნო სიურპრიზი ელით „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონებში, სადაც დღეს ინდური ნაწარმის დიდი გამოფენა–ფაყიდვა გაიხსნა. ტანისამოსი, საოჯახო ნივთები, საწოლის ფერად–ფერადი თეთრეული და გადასაფარებლები, ბიჟუტერია და მარგალიტის სამკაულები, სამაჯურები, ბეჭდები, სუვენირები, მოკლედ ყველაფერი, რაც ინდოეთთან ასოცირდება, უხვადაა ამ გამოფენაზე. გამოფენა სახელწოდებით „აღმოსავლური ბაზარი“ ინდოეთის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და 5 აპრილამდე გაგრძელდება.
გამოფენაზე მისულმა ინდოეთის ელჩმა ქალბატონმა რინა პანდეიმ და საქართველოს ეკონიმიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ თქვეს, რომ ამ გამოფენის მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთირთობების გაღრმავება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინდოეთის ელჩის მოვალეობებს სომხეთი ინდოეთის ელჩი ითავსებს. ეს ის ქალბატონია, რომელმაც დღეს გამოფენა გახსნა.
სავაჭრო სექციები „ექსპოჯორჯიას“ მეოთხე და მეხუთე პავილიონებშია განლაგებული და საკმაოდ დიდი ფართობი უკავიათ. პავილიონის შესასვლელში დაგხვდებიან მუსიკოსები, რომლებიც ასრულებენ ცნობილ მელოდიებს ინდური ფილმებიდან.
პავილიონში ინდური კეთილსურნელება იგრძნობა, რადგან ბლომად იყიდება როგორც სანდალის ხის სურნელოვანი ჩხირები, ასევე სურნელოვანი ზეთებიც, რომლებიც პავილიონებში სპეციფიურ ინდურ გარემოს ქმნიან ამავე დროს. ტანსაცმლისა და თეთრეულის გარდა უამრავია ხალიჩები, საოჯახო ავეჯი, სკივრები, კომოდები, ყველაფერი ხელით ნაკეთია.
ფასებს რაც შეეხება, ნამდვილად ხელმისაწვდომია ქართველი მყიდველისთვის. მართალია იმაზე ძვირია, რა ფასიც ინდოეთში ადევს ამ საქონელს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამხელა გზაზე ამ საქონლის ჩამოტანა არც ისე მარტივია. მაგრამ თუ თქვენ საქონელი ძვირი გეჩვენათ, და ფასები თითქმის ყველაფერს აწერია და ყველა სექციაში ერთნაირ საქონელზე ერთნაირი ფასებია, ნუ იქნებით ქართველი გამყიდველების იმედად და შეეცადეთ თვითონ საქონლის მეპატრონე ინდოელებს შეევაჭროთ, რა თქმა უნდა ინგლისურად. ზოგმა რუსულიც იცის. შევაჭრება ინდოელებთან აუცილებელიცაა, რომ ტრადიცია არ დაირღვეს და ისიც კმაყოფილი იქნება საქონლის გაყიდვით შევაჭრების შემდეგ. მეც ვიყიდე რაღაც ნივთები და რა თმა უნდა შევევაჭრე კიდეც და დამიკლეს კიდეც. დამიჯერეთ, ვისაც ინდური საქონელი გაინტერესებთ, ნამდვილად არ ინანებთ.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ გამოფენაზე გადაღებული სურათები და თუკი შეამჩნევთ თქვენთვის სასურველ ნივთებს, შეგიძლიათ 5 აპრილამდე შეიაროთ „ექსპოჯორჯიაში“.
4 комментария:
wow ra magariaaa
finansebi unda movamobilizo da gaveshuro aucileblad!!
madloba!
აუ რა საინტერესოა. მანდ მაინც ვიყო აუცილებლად ცავიდოდი გამოფენაზე, დასათვალიერებლად მაინც
ჰეჰე მოკლედ ინდოეთი თავისი ფეხით ჩამოვიდა აქ, და ვინც წავა და ვისაც ინდოეთი აინტერესებს, ნამდვილად არ ინანებს. სხვათაშორის 2 დღეა ხალხის ჭედვა იყო...
მე ხვალ ვაპირებ მისვლას :))
ჩემს ბლოგზე დავპოსტავ სურათებს და ვაჭრობის შედეგებს :D
Отправить комментарий