გელით facebook–ზე

23.04.2009

«მილიონერის“ მიერ გამოწვეული მღელვარებანი არ ცხრება

დღე ერთია და იმდენი ახალი ამბავი ვრცელდება, რომლებიც „ჯურღმულელ მილიონერს“ უკავშირდება, რომ დაწერასაც ვერ ვასწრებ და ცალცალკე დაწერაც კი მიჭირს. ამიტომ შევეცდები სულ ბოლო ორი ამბავი ერთ პოსტში გავაერთიანო. უკვე მეწერა იმაზე, რომ „მილიონერის“ წარმატებამ ჰოლივუდში ბევრს მისცა სტიმული, რომ ინდურ თემატიკაზე იმუშაოს. ჯონ ჰარტმა, ფილმ Revolutionary Road–ის პროდიუსერმა, კინოწარმოების ფირმა Smugler Films გახსნა და შეისყიდა ინდოელი მწერლის არვინდ ადიღის რომანის The White Tiger–ის ეკრანიზაციის უფლება. რომანის გმირი – ავანტიურისტი ჰალვაი ბალრამი ღამღამობით სანთლის შუქზე 7 სულისშემძვრელ წერილს წერს ჩინეთის პრემიერ–მინისტრ ვენ ძიაბაოს.

წინა პოსტი დაეთმო იმას, თუ როგორ ცდილობდა პატარა მსახიობის რუბინას მამა მის გაყიდვას 200 ათას გირვანქა სტერლინგად. ამჯერად კი ამ სამწუხარო ინფორმაციიდან უფრო სასიამოვნო სიახლეს გაცნობებთ სხვა მცირეწლოვანი მსახიობის შესახებ, რომელიც ამავე ფილმში მონაწილეობდა. ტანაი ჩჰედა, რომელიც პატარა ჯამალის როლს ასრულებდა „მილიონერში“, ამჯერად ბოლივუდში უკვე საკმაოდ გაპიარებულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით „ჩემი სახელია კჰანი“. „მე შაჰრუკჰ კჰანის გმირის როლს შევასრულებ. ეს პატარა როლია და ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი. გადაღებები ჩემი არდადეგების დროს ჩატარდება. ახალი ფილმი რომ არ გამოჩენილიყო, ჩემი მშობლები გადაწყვეტდნენ, რომ მე სწავლას უფრო მეტი დრო უნდა დავუთმო“, – თქვა ტანაიმ. თანაის უკვე შესრულებული აქვს როლი ბოლივუდურ ფილმში „ვარსკვლავები დედამიწაზე“, რის შემდეგაც კი ის „მილიონერშიც“ მიიწვიეს ჯამალის როლზე. „არ შემეძლო მოსმენაზე მისვლა. მაგრამ 8 თვის შემდეგ თვითონ მოვიდნენ ჩემთან სკოლაში და ჩამიტარეს მოსმენა. საბედნიეროდ, შემთხვევით მე ჯამალის როლი მივიღე“.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
რუბინას მამას ქალიშვილის გაყიდვა სურდა 200 ათას გირვანქად
*
„ჯურღმულელი მილიონერის“ მსახიობ ბავშვებს გაუმართლათ
* მილიონერმა მუმბაის ჯურღმულებიდან თბილისში ჩამოაღწია
* სიურპრიზი ოსკაროსანი „მილიონერის“ ფანებს
* ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ტრიუმფი „ოსკარით“ დაჯილდოების ცერემონიაზე
* „მილიონერი ჯურღმულებიდან“ ნამცხვარი „ნაპოლეონის“ შეფუთვით
* ფილმმა „მილიონერი ჯურღმულიდან“ მთავარი „ოქროს გლობუსი“ მიიღო
* მოგზაურობა დარჯილინგში

2 комментария:

natalia комментирует...

ეს ფილმი აუცილებლად უნდა ვნახო, ძაან მაინტერესებს

სოსო комментирует...

აქამდე არ გინახავს???? აუცილებლად ნახე ნატალია!!!