სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული. სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით. ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო ერთი გარკვეული ადგილისთვის.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქვემოთ სურათებზე ამ ულამაზესი სამოსის რამდენიმე ნიმუშია წარმოდგენილი. როგორც მე მსმენია, ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში (ბენარეს), და იქ დამზადებული სარის ფასი ზოგჯერ 500 დოლარსაც შეადგენს და განსაკუთრებული შეკვეთებით კი ბევრჯერ მეტსაც. ვერაფერს იტყვი – ნამდვილი სილამაზეა. ეჭვი მაქვს, სურათებზე გამოჩენილი მოდელიორების მიერ შექმნილი სამოსია, და მათი ფასიც, შესაბამისად 500 დოლარზე გაცილებით მეტი იქნება, ალბათ თითოეული რამდენიმე ათასი დოლარიც ეღირება – გააჩნია გამოყენებულ მასალას.