ბოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ამიტაბჰ ბაჩანმა 560 ათას
დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ თავისი 1398 თანამემამულე ფერმერისთვის ვალები
გაენულებინა. ამის შესახებ წერს BBC.
ეროვნული ბანკის მიმართ მიწათმოქმედთა ვალების დაფარვის
შემდეგ ამიტაბჰ ბაჩანი თანამემამულეებთან შეხვედრას აპირებს, რომ მათ შესაბამისი დოკუმენტები
გადასცეს. ყველა ფერმერი, რომელთაც მსახიობი ვალების დაფარვაში დაეხმარა, უტარ-პრადეშის
შტატში ცხოვრობს. სწორედ ამ შტატშია დაბადებული 76 წლის ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდა.
მსახიობმა ფერმერების დახმარება კრიზისისა და მიწის
მესაკუთრეთა მასობრივი პროტესტების ფონზე გადაწყვიტა. ფერმერები დავალიანებების განულებას
და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების გაზრდას მოითხოვნდნენ.
უამრავ ფერმერს ინდოეთში რთული პერიოდი უდგას ფინანსური
თვალსაზრისით. თითქმის სამი ათეული წელია ამ სფეროში წარმოების შემცირება შეინიშნება
გვალვისა და არასაკმარისი მოდერნიზაციის გამო. გახშირდა შემთხვევები, როცა ფინანსური
პრობლემების გამო ფერმერები სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ - 1995 წლიდან დღემდე
300 000 ასეთი შემთხვევა დაფისქირდა.