საგარეო საქმეთა სამინისტროს
ცნობით, ინდოეთის
რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი
არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით ქ. დუბაის ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში
არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის
რეგიონული ოფისის
ხელმძღვანელმა ალოკ
სინგჰალმა ხელი მოეწერეს შეთანხმებას - „Agreement Between the
Ministry of Foreign Affairs of Georgia and the VFS Global Services Private
Limited on Serving of Georgian Visa Application Process“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსათვის VFS Global-ის მიერ
სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის
გაფართოვებას, ინდოეთის
დამატებით 10 ქალაქში
(ჩანდიგარი, ჯალანდჰარი, ჯაიპური, აჰმედაბადი, გოა,
კოჩი, ტრივანდრუმი, პუდუჩერი და
ჰაიდარაბადი).
ვიზიტის ფარგლებში,
საქართველოს ელჩმა
მონაწილეობა მიიღო
აუთსორსინგული კომპანია
VFS Global-ის მიერ
ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარში - “5th Edition of VFS
Global’s iConnect Innovation Workshop for Government”.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
აღნიშნავს, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების (VFS Global Georgia Visa
Application Centre) ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის
აღების პროცესში.