მემგონი მოვაბი თავი და გავაკეთე ”ჩემი ინდოეთი”, ჩემი ზღაპრული სამყარო და ჩემი ოცნების ქვეყანა. ზუსტად 1 წლის წინ ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე და მოვიარე ჰინდუსტანი, სხვადასხვა ქალაქები და ადგილები, 2 მრავალდღიან ქორწილშიც ვიყავი და ერთი სიტყვით მოსაყოლი და დასაწერი ბევრი მაქვს. შევეცდები, რომ მონაყოლი ისეთივე ჭრელი და მხიარული იყოს, როგორიც ეს ქვეყანაა, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. დასაწყისისთვის მხოლოდ ერთ სურათს დავდებ და დანარჩენს მერე მოვაყოლებ. გამიხარდება თქვენი კომენტარების წაკითხვა და თუ თანამოაზრეებსაც ვიპოვი, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს :)
31 комментарий:
soso, yochagi bichi xar, zalian saintereso saitia da vgrznob shens siyvaruls agmosavletis mimart, ormagad mimzafrdeba amis gamo shendami pativiscema, radgan mec sheyvarebuli var am qveyanaze...(egvipteze da iranze) mokled, agmosavleti mteli tavisi carsulita da acmyoti miyvars, igia dedamicis simdidre sheufasebeli, amashi dametanxmeba yvela damtvalierebeli am saitisa... gaixare da momavalshi veli kidev met sainteresos shengan...
kakhi
dges shemtxvevit agmvachine es saiti da mteli dge ver movcydi..vkitxulob vatvaliereb mee isev vkitxulob da isev vatvaliereb...piradad madloba chemgan rom aseti saiti gagiktebiat:) me indoetshi arasdros vyofilvar tumca sxva ocnebaa ubralod ar maqvs...imedi maqvs odesme es ocneba amixdeba da mec meqneba "chemi indoeti":)sicocxlis fasiic rom damijdees aucileblad vnaxav indoeets...ise mainc ver vicocxleb da ra:)gaixare kargo adamiano
დიდი მადლობა კახის დაგვიანებით, და მადლობა ახალი ანონიმური პოსტის ავტორს :) გაიხარე. სახელი მაინც დაგეწერა, რომ მცოდნოდა ვისთვის მიმემართა :)
როცა რაღაცა ძალიან გინდა გულით, ის აუცილებლად შეგისრულდება, ეს მე გამოვცადე უკვე და შენც მინდა რომ ამისი გჯეროდეს :)
შევამჩნიე რომ დღეს მთელი დღე ვიღაც იჯდა ამ ბლოგზე და ბევრი სტატიები ნახა, და მიკვირდა, რა ხდება თქო და ახლა შენ გამარკვიე ყველაფერში :):):)
გაიხარე და წარმატებები ანონიმო ავტორო. სხვა დროს სახელი მაინც მიაწერე :)
xo saxelis micera damavicyda:)) ise teo mqvia...mec gulit mjera rom ocneba romelsac "indoeti" qvia amisruldeba:)) xo mteli dgea aq vaar...rocaa indetze rames vkitxulob an vismeen tavi zgaprul samyaroshi mgoniaa da sakutari tavi am zgapris ert-erti dakarguli gmiri mgonia:))
deda.... ramdens yvarebia indoeti da me megona marto me viyavi gadareuli. miuxedavad imisa rom induri filmebi goimobad moixsenieben xolme yoveltvis tamamad vambob rom indur filmebs vuyureb. amis gagonebaze umetesobas piri gia rchebat. erti ors ar gaukvirda da mivxvdi rom sxva gagebis adamiantan mqonda saqme. es saiti chemtvis namdvili fufunebaa. soso mixaria rom arsebob.
ნატალია გაიხარე ჩემო კარგო, მეც მიხარია რომ შემოხვედი და შენთვის საინტერეს რაღაცეები იპოვე ამ ბლოგზე :) თავიდან ეს მხოლოდ ჩემთვის მქონდა ჩაფიქრებული, მაგრმა გამოდის, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება და მეც სიხარულით ვაგრძელებ ბლოგზე მუშაობას. უკვე საკმაოდ ბევრი მკითხველი მყავს და ეს ძალიან ძალიან მახარებს. მკითხველი კი არა ინდური გამოფენა რო ჭყლეტითა და ერთმანეთის ცემა–გინებით დამთავრდა, ხალხი ერთმანეთს არ ანებებდა საყიდლებს :) მოკლე მაგარი იყო რა :)
vgijdebi indoetze!!!!!!!!1
didi sianovnebit wavidodi, albat ertzel mec waval!
aucileblad!
dzalian gamixarda es saiti ro vnaxe:)
gaixare didi madloba
natia
გაიხარე ნათია, პირიქით დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და გვესტუმრეთ ხოლმე, იმიტომ რომ პერიოდულად იდება როგორც სიახლეები, ისე სხვა ამბები ინდოეთის შესახებ :)
დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ ამ ბლოგზე
და ვეცნობი ჩემთვის საინტერესო ინფრომაციას..
დიდი მადლობა ამისთვის თქვენ, ბატონო სოსო..
ინდოეთი ჩემი ოცნების ქვეყენააა
და თქვენი ბლოგის დახმარებით მართლა ბევრი რამ შევიტყვე...
ძალიან გამიხარდა ეს ბლოგი რომ აღმოვაჩინე..
შესანიშვავია..
ბოდიში.
რაღაც მინდოდა მეკითხა..
შეიძლება ჩემს ბლოგ ლისტში დაგამატოთ?
Hano მადლობა კომენტარისთვის :) მეც მიხარია, რომ ხალხს აინტერესებს ის, რასაც ვაკეთებ :) მადლობა.
ბლოგლისტში დამატებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა შეიძლება და პირიქით მადლობა ამისთვის. მეც დაგამატებ. და ამდენი ბოდიშები საჭირო არ არის :) u welcome როგორც იტყვიან :)
Hano – როგორც შეგპირდი, ბლოგროლში უკვე ჩაგსვი და შენი პოსტებიც გადავათვალიერე. მინდოდა კომენტარის დატოვება, მაგრამ ეტყობა დაშვებული არ გაქვს კომენტარებიუს დატოვება, მარტო კოლექტივის წევრებს შეუძლიათ დატოვებაო. ალბათ აჯობებს მოხსნა და თავისუფლად დაკომენტარების ოპცია ჩართო, თორემ ვერავის აზრს ვერ გაიგებ.
ის კი, რაც იქ მინდოდა მომეწრა, აგერ გადმოვაკოპირე და შეგიძლია წაკითო:
"რაღაც ძალიან სევდიანი და მშფოთვარე პოსტები გაქვს. თან ლამაზი და თან სევდიანი. მგონია რომ ახალგაზრდა უნდა იყო. რატომ ასეთი სევდა? ცხოვრება ხომ მშვენიერია :) კიდევ კარგი, რომ ჩემს ბლოგს მაინც კითხულობ და ამის შესახებ შენ თვითონ მითხარი. დამიჯერე ცხოვრება მშვენიერია, მეგობარსაც იპოვი, ბევრი არაა აუცილებელი, ბევრი მეგობარი არ არსებობს :)
იმედია შენს ბლოგზე მხიარულ პოსტებსაც ვიხილავ.
ადამიანი ბერნიერებისთვისაა გაჩენილი და ეძებე ბედნიერება, სევდაში ნუ ჩაიკეტები. ასე უკეთესია, დამიჯერე :)"
ძალიან დიდი მადლობა ბატონო სოსო
ამ სიტყვებისთვის..
და რჩევისთვის..
ძალიან გამიხარდა..
ხო ეს ჩემი ბლოგი ცოტა ახალია...
ხშირად არ ვაახლებ ხოლმე და ისე სულ ცოტა ისეთი პოსტები დაემთხვა ერთამენთს..
თქვენი ბლოგი
ჩემთვის მართალა აღმოჩენა იყო..
საქართველოში იშვიათად მხვდებიან ინდოეთით დაინტარესებული ადამაინები..
მეც ინოდეთი თავიდან ფილმებით შემიყავრდა..
ახლაც ძალიან ხშირად ვყურებ ხოლმე..
ძალიან თბილი,ფერადი და სახალისო ფილმებია..
და კიდევ ერთი არხია,რუსული არხია,რომელზეც საინტერესო დოკუმნეტური ფილმები გადის ინდეოთზე..
და იმითაც ვეცნობი ხოლმე..
batono soso ,erti kiTva rom dagisvat tu shiedzleba?
chems blogs vaketeb
da ver viswavle labels rogor gavaketo..
anu sxavada kategotriebi blogze..
mag:foto ,literatura,kino da a.sh..
es kategoiebi rogro unda gavaketo..
tu damexmrebit didad madlobeli dagrchebit...
p.s agfrtovanebuli var tqveni blogiT:))))
ანონიმო, მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
ბლოგის კეთებას რაც შეეხება, დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როგორც შევძლებ აგიხსნი. პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდე ბლოგის სისტემაში, სისტემები უამრავია და გააჩნია, რომელში გინდა. ჩემი ბლოგი გუგლის სისტემაშია, ანუ www.blogger.com–ზე უნდა დარეგისტრირდე. დარეგისტრირებული რომ ყოფილიყავი, მაშინ შენი სახელით შეძლებდი კომენტარის დატოვებას. როცა დარეგისტრირდები, და შენი სახელით შეხვალ იქ მოგცემს ადმინისტრაციულ გვერდს, სადაც ყველა ლებელი და ყველა შესაძლებლობა ჩამოთვლილია და იქ შეგიძლია აირჩიო ის, როგორი გინდა იყოს შენი ბლოგი. დანარჩენს ასე დაუსწრებლად ვერ შევძლებ რომ აგიხსნა. რთული არანაირად არ არის, უბრალოდ უნდ ამიჰყვე ყველაფერს ნაბიჯ–ნაბიჯ. მაპატიე თუ უკეთესად დახმარება ვერ შევძელი, უბრალოდ არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო :)
dzalian kargi iqneba tu met fotoebs dadebt da tqveni mogzaurobis shtabechdilebebsac mogviyvebit. es qveyana yvelaze metad mainteresebs da mizidavs.
didi madloba batono soso am blogis sheqmnistvi.rodesac tqvens chanawerebs vkitxulob mjera rom ocnebebi xdeba da imedi maqvs rom ertxel chemi ocnebac axdeba romelsac indoetis naxva qvia.magram manamde tqveni blogis sashualebit davikmayofileb survilebs indoetis gacnobis shesaxeb.
maia
namdvilat esea, roca ragac gulit ginda is aucileblat agisruldeba, xoda mec darwmunebuli var imashi ro mova dro da chems saocnebo adgils taj mahals aucileblat vnaxav. es saiti me didi xania vici rac arsebobs da yoveltvis siamovnebit vstumrob da saocrat dadebiti energiit vimuxtebi...
namdvilat esea, roca ragac gulit ginda is aucileblat agisruldeba, xoda mec darwmunebuli var imashi ro mova dro da chems saocnebo adgils taj mahals aucileblat vnaxav. es saiti me didi xania vici rac arsebobs da yoveltvis siamovnebit vstumrob da saocrat dadebiti energiit vimuxtebi...
dalian minda mec avixdino bavshobis ocneba da vimogzavuro am xgaprul kvekanashi. tu shegidliad raime inpormaca damidot kalak haidarabadze dalian mainteresebs es kalaki
ეხლა აღმოვაჩინე ეს საიტი და მთელი დღეა ვერ მოვწყდი.. დეკემბერში მივდივარ მეც ინდოეთში (მრავალდღიან ქორწილში), მინდა სხვადასხვა ადგილები მოვინახულო და თქვენი რჩევები ძალაინ დამეხმარებოდა. :)
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი საიტის გაკეთებისთვის. :)
mogesalmebit :)
dzlivs ocnebas avixden da ianvarshi vgergmav indoetshi wasvlas ogord vizis sakitxi jer ar momigvarebia, iqneb mirchiot rogor moviqce am shemtxvevashi radgan ar aris saqartveloshi saelcho :/
ნათია გაგუა – მართალი ბრძანდებით, თბილისში ინდოეთის საელჩო არ არის, საელჩო, რომელიც საქართველოს ფარავს, არის ერევანში. ვიზის ასაღებად იქ მოგიწევთ ჩასვლა, ან მაშინ რომელიმე ტურისტულ სააგენტოს უნდა მიმართოთ, ვინც ამით არის დაკავებული, ალბათ ჯობია იმავე სააგენტოში იკითხოთ, სადაც ბილეთების ყიდვას აპირებთ. სააგენტოთი ვიზის გაკეთება 2–3–ჯერ ძვირი დაგიჯდებათ ალბათ, თან ისიც არ ვიცი, ამჟამად აკეთებენ თუ არა და ითხოვს თუ არა საელჩო პირადად გამოცხადებას ვიზისთვის.
დიდი მადლობა :)
და კიდევ მაინტერესებს პასპორტის გარდა რა საბუთები უნდა წარვადგინო საელჩოში??
ბილეთის შეძენას fly.ge-ს საშუალებით ვგეგმავ, რამდენად გამართლებულია? არსებობს უკეთესი ალტერნატივა??
მადლობა წინასწარ
პატივისცემით
და კიდევ, ვიზა რამდენ ხანში იქნება მზად? ანუ მომიწევს მეორედ ჩასვლა სასომხეთში?
natia gagua – ვიზისთვის პასპორტის გარდა მე წარვადგინე სამსახურიდან ცნობა ხელფასის მონაცემების ჩათვლით. ბანკიდან ცნობები არ დამჭირვებია, თუმცა ბოლოს როგორც აღმოჩნდა, არც სამსახურის ცნობას ითხოვდნენ კატეგორიულად. ტურისტული ვიზისთვის მეტი არაფერი საბუთი საჭირო არაა.
ვიზა ტურისტულმა კომპანიამ ზუსტად 1 კვირაში ჩამომიტანა. რაც შეეხება იმას, პირადად თქვენ თუ წახვალთ ერევანში, ამ შემთხვევაში არ ვიცი, მემგონი დილით მისულს და ჩაბარებულ საბუთებზე საღამოს ვიზას მოგცემენ უკვე, ანუ იმავე დღეს მიხვალთ მეორედ. ეს სხვებისგან ვიცი. ალბათ უმჯობესია წასვლამდე თვითონ დაუკავსირდეთ საელჩოს იმეილით ან ტელეფონით და გაარკვიოთ დეტალები, რომ წინასწარ დაიზღვიოთ თავი შემდგომი გართულებებისგან. ესაა საელჩოს საიტი და ვიზების განყოფილება, მანდ ყველა მონაცემი წერია, ტელეფონის ნომრების ჩათვლით.
რაც შეეხება ბილეთების შეძენას, ამ კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, გააჩნია ალბათ ავიაკომპანიას, რომლით გირჩევნიათ. დღესდღეობით არჩევანი დიდია, თურქეთის ავიახაზები, ყატარის ავიახაზები, ეარასტანა (ყაზახეთი), დუბაის გავლით და ასე შემდეგ. ბილეთები თვითონ ავიაკომპანიებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ და ტურისტულ კომპანიებში. ტურისტულ კომპანიებს ის უპირატესობა აქვთ, რომ ზოგჯერ მათთან ბილეთები უფრო იაფი გამოდის, ვიდრე თვითონ ავიაკომპანიაში. ახლახანს ყატარის ავიახაზებს 20%–იანი ფასდაკლება ჰქონდათ ბილეთების შეძენაზე, თუმცა უკვე ვადა ამოიწურა. ასე რომ ეს თქვენ უნდა შეადაროთ და უკეთესი ვარიანტი აირჩიოთ. ყატარის და თურქეთის ავიახაზები უმაღლესი კლასის მომსახურეობაა, დანარჩენი შედარებით ნაკლები.
გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა :)
ძალიან დამეხმარეთ
მადლობთ :)
მოგესალმებით კიდევ ერთხელ :)
მოკლედ ბატონო სოსო კი შეგაღონეთ ჩემი კითხვები მაგრამ.. პასპორტი დღეს ავიღე და კითხვებიც ეტაპობრივად მიჩნდება :)
მოკლედ ვიზას რა პერიოდით იძლევიან, მაგალითად ერთწლიანი ვადით რო სურვილისამებრ შეარჩიო თარიღი თუ კონკრეტული წინასწარ არჩეული თარიღის პერიოდით მხოლოდ 1თვიანი ვიზის მიღება შეიძლება??
და კიდევ რა ღირს ზუსტად ვიზა?
მოკლედ ჩემი პირველი შემთხვევაა ქვეყნის გარეთ გასვლა საერთოდ და დეტალებში არ ვარ გარკვეული..
არა უშავს ნათია, შეწუხება პრობლემა არ არის, ეს არის ინდოეთის საელჩოს საიტი, სადაც წერია ვიზების ხანგრძლოვობა, სახეები და ფასი. ფასები მოცემულია სომხურ დრამებში და გადასააგნარიშებლად შეგიძლიათ ინტერნეტსაიტები გამოიყენოთ.
http://indianembassy.am/pages.php?id=75
და ესეც ვალუტის გადაანგარიშების საიტი
http://www.xe.com/currencyconverter/
მადლობა :)
Отправить комментарий