რანი მუკჰერჯი დღემდე ბოლივუდის ნომერ პირველ მსახიობად ითვლებოდა. სულ რაღაც 2–3 წლის წინ ერთი მეორის მიყოლებით გამოდიოდა მისი ჰიტები: „შენ და მე“, „ვირ ზარა“, „ბანტი და ბაბლი“, „არასოდეს თქვა მშვიდობით“ და „უკანასკნელი იმედი“. მაგრამ მისმა ბოლო რამდენიმე ფილმმა კინოგამქირავებელთა იმედები ვერ გაამართლა. ჭორები რანის და რეჟისორ ადიტია ჩოპრას მოახლოებული ქორწინების შესახებ ჰაერში გამოეკიდა. ამ რომანმა რანის პოპულარობა ვერ შესძინა, რადგან ბერს სჯერა, რომ მან ოჯახიდან სხივი ქმარი მოიტაცა. ინდოეთში ასეთ რამეს არ მიესალმებიან, და მით უმეტეს არ პატიობენ საყვარელ მსახიობებს.
ამიტომაც ცნობილმა კორპორაციებმა, რომელთაც რანი მუკჰერჯისთან კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული, მის მიმართ ინტერესი დაკარგეს. პირველი, ვინც რანისთან კონტრაქტი გააუქმა, გახდა კომპანია „ნესტლე“. ახლა დადის ჭორები, რომ საათების პრესტიჟულმა მარკამ „ტიტანი“, რომლის სახეც იყო რანი ბოლო 2 წლის განმავლობაში, მსახიობს აცნობა, რომ ახალი ბრენდის „გაპიარება“ რანის გარეშე მოხდება. რა თქმა უნდა რანი მუკჰერჯის ნიჭში და ოსტატობაში ეჭვი არავის ეპარება. ამიტომაც ამ შესანიშნავ და ულამაზეს ქალს ვუსურვოთ, რომ შეძლოს სირთულეების მალე გადალახვა და ფორმაში დაბრუნება.
2 комментария:
ჰიყ..
შეიდარებელია რანიი..
ძლაიან ძლიერი მსახიობია ჩემი აზრით..
"BLACK"ამ ფილმშჳ უძიერესია
კაირა და სიტყვებით ვერ აღვწერ ისე მომწონს მაგ ფილმში..
ამიტაბთან ერთად ძალიან კარგად თამშობს..
Hano
Increasingly people are adopting this method which they're locating incredibly basic to practice.
Feel free to surf to my web site flex belt…
Отправить комментарий