ქალთა დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტე დღეს თემა ქალბატონებისთვის დამეთმო და ინდოელი ქალის სამოსის შესახებ ორიოდე სიტყვით მოგითხროთ. ამ პოსტში მოგიყვებით სარი–ზე.
სარი ქალის ტრადიციული სამოსია ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს, და ეს ქსოვილი სხეულზე განსაკუთრებული სახითაა შემოხვეული. სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე გადაიკრავენ თავსაფრის სახით. ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო ერთი გარკვეული ადგილისთვის. სარის წარმოშობის ზუსტი ისტორიის აღწერა ალბათ რთული იქნება, მაგრამ როგორც სხვადასხვა წყაროები მოწმობენ, სამოსს მართლაც რომ უძველესი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ განგის უძველესი ცივილიზაციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო სხვადასხვა რარიტეტები, რომლებიც მსგავსი ტანისამოსის არსებობაზე მიუთითებდნენ. ყველაზე საეჭვოდ კი მაინც ქვედაბოლოს – ჩოლის წარმოშობა მიიჩნევა. ერთნი მიიჩნევენ, რომ ტანისასმოსის ეს დეტალი უძველესი დროიდან არსებობდა, მეორენი კი ამბობენ, რომ მხოლოდ ინდოეთის კოლონიზაციის შემდეგ შემოვიდა ეს დეტალი, და რომ მანამდე ქალები მხოლოდ სარის ატარებდნენ. ასევე სადავოდ ითვლება ბლუზის წარმოშობაც, რადგან სამხრეთ ინდოეთში არიან ტომები, რომლის წარმომადგენელი ქალები სარის ატარებენ, ხოლო ბლუზი მათ გარდერობში არ შედის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ქვემოთ სურათებზე ამ ულამაზესი სამოსის რამდენიმე ნიმუშია წარმოდგენილი. როგორც მე მსმენია, ბუნებრივი აბრეშუმისგან სარის ხელით დამზადების დიდი ოსტატები დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვარანასში (ბენარეს), და იქ დამზადებული სარის ფასი ზოგჯერ 500 დოლარსაც შეადგენს და განსაკუთრებული შეკვეთებით კი ბევრჯერ მეტსაც. ვერაფერს იტყვი – ნამდვილი სილამაზეა. ეჭვი მაქვს, სურათებზე გამოჩენილი მოდელიორების მიერ შექმნილი სამოსია, და მათი ფასიც, შესაბამისად 500 დოლარზე გაცილებით მეტი იქნება, ალბათ თითოეული რამდენიმე ათასი დოლარიც ეღირება – გააჩნია გამოყენებულ მასალას.
35 комментариев:
მართლაც რომ ულამაზესია და ყველაზე ქალური სამოსია
ძალიან მომწონს სარი და მისი ჩაცმის მანერა (ნუ თუ რავიც როგორ ქვია)
ამის ეშხით მე და დედაჩემმა ვყიდეთ კიდეც ულამაზესი სარი ინდურ მაღაზიაში (ნუ ეს ის არაა ალბათ რაც უნდა იყოს მაგრამ ჩვენთვის მაინც განსაკუთრებულია) ჰოდა დიდი ხანი ვცდილობდით ჩვენით მივმხვდარიყავით როგორ უნდა ჩაგვეცვა ძალიან სასაცილოები ვიყავით, ბოლოს ინტერნეტში ტუტორიალი სანამ არ ვნახეთ არაფრით გამოგვივიდა.
ხოდა ამდენი რატომ ვილაპარაკე სარიში თავს უკიდეგანოდ ქალურად გრძნობ, ძალიან ჰაერივანი ნაზი ტანსაცმელია, განსაკუთრებულად რომ უნდა მოიხდინო ისეთჳ, ძალიან მომწონს
ყოჩაღ, ჩორვენ, რომ მოგიხერხებია და გიყიდია, ძალიან ბევრი ქართველო გოგო და ქალია, ვინც სიამოვნებით შეიძენდა სარის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებენ, იმიტომ რომ არ იციან სად და რომელ მაღაზიაში შეუძლიათ იყიდონ. თუ რამე იცი მსგავსი, აქ დაწერე და დარწმუნებული ვარ წაიკითხავენ და ისინიც შეიძენენ. ჩემთვის ხშირად უთხოვიათ მიმესწავლებინა რამე მაღაზია, მაგრამ სამწუხაროდ მე არ ვიცი...
მართლა ულამაზესია სარი, მაგრამ მე ყველაზე მეტად ქორწილის წინ პატარძლის ხელების მოხატვის ტრადიცია მომწონს. რაღაც ფილმში (The monsoon wedding) ვნახე და იმის მერე სურვილი გამიჩნდა, ოდესმე ინდურ ქორწილში მოვხვდე.
მმმ, მეც მინდა სარი.
me kavsadzis da aBashidzis kutxeshi mdebare magaziashi viyide :) mand hqondat , kidev atenis quchaze rom iyo iqac hqondat tumca axla ar vici atenze kidevaa tu ara magazia da indur gamofenazec iyo zalian lamazi
ძალიან მაგარი პოსტია და ლამაზი!
მე კი ვიცოდი, რომ სარი სტანდარტული ზომის იყო და 7 მეტრს აღწევდა. ერთ დოკ. ფილმში ვნახე ასე. ისიც ვიცი, რომ ინდოეთში იგი ბეჭზე მოგდებული აქვთ (როგორც სურათებზე აჩვენე), შრი ლანკაზე კი იღლიაში ამოტარებული.
ასე რომ... ლამაზია აზია! :))
Sophie Golden - კიდურების მოხატვის ტრადიციას მეჰენდი ჰქვია და ამ თემაზე ცალკე პოსტი მიწერია კიდეც, ადრე ერთმა მკითხველმა მთხოვა და როგორც შევძელი გავაკეთე. ყველაზე მაგარი მაინც ის არის, რომ როცა მე თვითონ მომიწია მეგობრებთან ჩასვლა სწორედ რომ ქორწილისთვის, ჩემს უსაყვარლეს მეგობარს – მაშინ საპატარძლო ჯუჰის სახლში სწორედ ამ მომენტში მოვუსწარი და მისი მოთხუპნული ხელების გამო წესიერად ვერც კი მივესალმე, სანამ ხატვა და გაშრობა არ მორჩა რამდენიმე საათის შემდეგ. :)
ჩორვენი¹³ – მადლობა ინფორმაციისთვის, იმედია ბლოგის მკითხველები სათანადოდ გამოიყენებენ :)
Zurriuss – კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბლოგზე. ადრე არ ვიცი შემოსულხარ თუ არა, სამაგიეროდ მე ვათვალიერებდი ხოლმე შენს ბლოგს.
ძალიან ლამაზია.... რამდენადაც მე ვიცი ყველა სარი ორიგინალურია და თავისებური, არცერთი არ მეორდებაო...
როდისმე მექნება :უსერ:
ძალიან ლამაზია, ქალს მეტ მშვენებას სძენს.
aq zalian lamazi fotoebia da samosic momewona
magram yoveldgiur indur cxovrebashi es samosi aset xibls kargavs da ravic,,, agar momwons da mgonia mattvisac rtulia ase shemosva
მმმმმმ..
აა..
ზალიან,ზალიან მომწონს და ვგიჟდები..
ფილმებში რომ ვხედავ და ისეც..
..
ფერები და აა..
და ისიც მომწონს მე..
ოღონდ სახელი არ ვიცი,ოღOნდ აშკარად ინუდრია მე ასე მგონია..
ვიმედოვნებ,ოდესმე მექნება ბედნიერება სარის თვით ინდეოთში შეძენისა..
xom lamazia da lamazi... tanze aris usiamovnesi shegrdzneba... imitom rom bunebrivia me maqvs shalisats... utxelesi shalis saria... da rats mtavaria am chatsmulobashi tavs vgrdznobdi u qalad da ra qalad!!!!!!!! shemetsvala siarulis manerats, jdoma, dgoma.... nu mokled am temaze shemidzlia didi xani visaubro! magariaaa!!!!!!!!!! :)
Lei'la მემგონი უნდა ვისაუბროთ :)))))))))))))))))))))))))
მშვენიერია სარი და საერთოდ სარში გამოწყობილი ულამაზესი ინდოელი... და ქართველი ქალი :)
სოსო, წელს ინდოელები არ ჩამოვლენ, რაიმე ინფორმაციას ხომ არ ფლობ?!
ინდური სარი მართლა ძალიან ლამაზია. ვგიჟდები სარის ფერთა შეხამებაზე.
visaubrot.... :) siamovnebit.
სიამოვნებით გავეცანი თქვენს ბლოგს. გმადლობთ, საინტერესო ინფორმაციებისათვის.
ძალიან მომწონს სარი
კიმონოც.
induri sari dalian momcons gansakutrebit misi perebi.
მეც მიყვარს ინდოეთი,,,,სარზე ხომ საერთოდ მაბოდებს ...................
ანონიმო მკითხველო, უკაცრავად რომ გისწორებთ, მაგრამ სარზე არა, სარიზე :)
ვინმემ იცით სად შეიძლება სარის შეძენა?? )) ძალიან მომეწონა, ყველაზე ქალური და ლამაზი სამოსია
Dzalian minda rom shevidzino :(((( xom ar icit sad iyideba an ra girs?
dgesdgeisobit induri sari iyideba gldanshi da weretelze indur magaziashi :)
dgesdgeisobit induri sari iyideba gldanshi da weretelze indur magaziashi :)
სარი ძალიან მიყვარს ვაბოდებ ის ერთადერთი სამოსია რომელიც მე დიდ სიამოვნებას მგვრის მოცემულ დროსა და მომენტში
tqven xom ar icit sad shevidzino induri bindi shublze misawebebeli mitxarit ra??
დიდი სიამოვნებით ვივლიდი სარით, ნეტა ჩვენთანაც ეგ იყოს ყოველდღიუი სამოსი..არ იცით სად იყიდება?
Sari Sad iyideba mitxarit raaa?
გამარჯობა. ჩემმა შვილმა სულ გამიფუჭა შარფები. მეხვეწება სარი მიყიდეო. რომ ვიყიდო ნაჭერი მე თვითონ ვიცი კერვა ჩაცმის წესი მაინტერესებს არ შეგიძლიათ რომ მომწეროთ და სურათებიც განათავსოთ თქვენს ბლოგზე?
გამარჯობა. ჩემმა შვილმა სულ გამიფუჭა შარფები. მეხვეწება სარი მიყიდეო. რომ ვიყიდო ნაჭერი მე თვითონ ვიცი კერვა ჩაცმის წესი მაინტერესებს არ შეგიძლიათ რომ მომწეროთ და სურათებიც განათავსოთ თქვენს ბლოგზე?
Sad ikideba tbilisshi sari shegidzliat mitxrat? Cinascar madloba
Sad sheidzleba shevidzeno induri samosi dzalian momwons
Отправить комментарий