გელით facebook–ზე

15.11.2011

ინდოეთში ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან


ინდოეთში ერთერთი ყველაზე მდიდრული ქორწილისთვის ემზადებიან, რომელსაც 100 ათასი სტუმარი დაესწრება. ქორწილი ჩრდილოეთში მდებარე უტარ–პრადეშის შტატის ქალაქ საიფრაიში გაიმართება და 6 დღე გასტანს. დღესასწაულის მთავრი გმირები 23 წლის პრატიკ იადავი და 21 წლის აპარნა ბიტა იქნებიან, რომლებიც ქვეყნის ორ ცნობილ და გავლენიან ოჯახებს წარმოადგენენ. საქმროს მამას ადრე თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და დღესდღეობით ინდოეთის სოციალისტურ პარტიას ხელმძღვანელობს.

პატარძალი ინდოეთის ერთერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის The Times of India–ს რეგიონალური გამოცემის მთავარი რედაქტორის არვინდ სინგჰ ბიშტას ოჯახიდანაა. დღესდღეობით ახალგაზრდები დიდ ბრიტანეთში სწავლობენ: ვაჟი – ლიდსში, გოგონა – მანჩესტერში.

ქორწილის 6 დღეს გასტანს. საზეიმო ღონისძიებები 2 დეკემბერს საიფრაიში დაიწყება და შემდეგ უტარ–პრადეშის შტატის დედაქალაქში – ლაკხნაუში გადაინაცვლებს, სადაც 7 დეკემბერს დასრულდება 1500 კაცზე გათვლილი გრანდიოზული ბანკეტით.

უშუალოდ საქორწინო ცერემონია მესამე დღეს გაიმართება. სწორედ ამ ცერემონიაზე შეიკრიბება ინდოეთის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩასული 100 ათასამდე ადამიანი, ძირითადად სოციალისტური პარტიის მომხრეები. გარდა ამისა, ახალდაქორწინებულებს შეუღლებას მიულოცავს ინდოეთის თითქმის მთელი ბომონდი – პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, კულტურისა და სპორტის მოღვაწეები.

ქორწილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი მოვლენა იქნება და მათთვის სუფრა პირდაპირ ქუჩებში გაიშლება. ქორწილის ხარჯები წინასწარ დაანგარიშებული არ არის, თუმცა უკვე ისედაც ცხადია, რომ გრანდიოზული თანხები დაიხარჯება.

Комментариев нет: