ალბინოსების ყველაზე
მრავალრიცხოვანი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი როზიტურაი პულანი, მისი მეუღლე
მანი და ექვსივე შვილი ალბინოსები არიან. გარდა ამისა, მათი უფროსი ქალიშვილი რენუ
ასევე ალბინოს სახელად როშიჰს გაჰყვა ცოლად და მათაც ალბინოსი ვაჟი ჯარამრაჯი შეეძინათ.
ამგვარად სულ პულანების კლანში დღეისთვის 10 ალბინოსია.
მრავალი წლის
განმავლობაში მათ დამცირებისა და დაცინვის ატანა უხდებოდათ საზოგადოებაში არსებული
ცრურწმენების გამო. მაგრამ დღესდღეობით ისინი ამაყობენ თავიანთი უნიკალურობით. სულ
მალე კი ოჯახი შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანონ.
ინდოელი ალბინოსების
ოჯახი დელის მჭიდროდდასახლებულ რაიონში ცხოვრობს ვიწრო ბინაში. ოჯახის ყოველ წევრს
თეთრი თმა, ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები აქვს.