გელით facebook–ზე

21.03.2012

ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი


ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს. ოჯახის უფროსი როზიტურაი პულანი, მისი მეუღლე მანი და ექვსივე შვილი ალბინოსები არიან. გარდა ამისა, მათი უფროსი ქალიშვილი რენუ ასევე ალბინოს სახელად როშიჰს გაჰყვა ცოლად და მათაც ალბინოსი ვაჟი ჯარამრაჯი შეეძინათ. ამგვარად სულ პულანების კლანში დღეისთვის 10 ალბინოსია.

მრავალი წლის განმავლობაში მათ დამცირებისა და დაცინვის ატანა უხდებოდათ საზოგადოებაში არსებული ცრურწმენების გამო. მაგრამ დღესდღეობით ისინი ამაყობენ თავიანთი უნიკალურობით. სულ მალე კი ოჯახი შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანონ.

ინდოელი ალბინოსების ოჯახი დელის მჭიდროდდასახლებულ რაიონში ცხოვრობს ვიწრო ბინაში. ოჯახის ყოველ წევრს თეთრი თმა, ღია ფერის კანი და ცისფერი თვალები აქვს.


ოჯახის უფროსი ამბობს, რომ ადგილობრივები მათ „ინგლისელებს“ ეძახიან და არ სჯერათ, რომ ოჯახის ყველა წევრი წმინდა სისხლის ინდოელია. „ჩვენ ყველას მხედველობის პრობლემები გვაქვს და არ შეგვიძლია დიდხანს მზეზე გაჩერება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სირთულეები გადავლახოთ“, – თქვა ოჯახის მამამ.

როზიტურაის და მისი მეუღლის ქორწინება მშობლების მიერ იყო გარიგებული. ორივეს მშობლები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათ გადაწყვიტეს, რომ მათი უცნაური შვილებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ერთად იცხოვრებდნენ. დელიში გადასახლებამდე ოჯახი სამხრეთ ინდოეთში ცხოვრობდა, სადაც მათ ავადმყოფებად და გარიყულებად თვლიდნენ. დელიში კი უფრო ტოლერანტულად ექცევიან, მაგრამ უმეტესობას სჯერა, რომ ისინი თეთრკანიანი ადამიანები არიან.


მას შემდეგ, რაც პირველი შვილი ალბინოსი გაუჩნდათ, ქალს მეტს გაჩენა აღარ უნდოდა, რისთვისაც მილების გადაკეტვა მოინდომა. მაგრამ საავადმყოფოში ექიმს მისი შეეშინდა და ოპერაცია არ გაუკეთა.

აქამდე ალბინოსების ყველაზე მრავალრიცხოვან ოჯახად კანადაში და აშშ–ში მცხოვრები ორი ოჯახი ითვლებოდა, სადაც თითოეული ოჯახის 6 წევრს აქვს ალბინოსის ნიშნები.


Комментариев нет: