გელით facebook–ზე

16.07.2013

ინდოეთში მუშაობა შეწყვიტა ტელეგრაფმა

ინდოეთში 15 ივლისს მუშაობა შეწყვიტა ტელეგრაფმა, რომელსაც ჯერ კიდევ ბრიტანელმა კოლონისტებმა ჩაუყარეს საფუძველი და რომელმაც 160 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა. წინა დღით მსურველებს ბოლო ტელეგრამების გაგზავნის საშუალება მიეცათ.

ბოლო წლებში ინდოეთის ეროვნული ტელეგრაფი ყოველწლიურად 23 მილიონი დოლარის ზარალს განიცდიდა იმის გამო, რომ ტელეგრაფი კომუნიკაციის ახალმა საშუალებებმა ჩაანაცვლა. მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტელეგრამა 1844 წელს იქნა გაგზავნილი. ინდოეთში კი ტელეგრამა 1950 წელს გაიგზავნა.

2 комментария:

fiqriasidamonize комментирует...

მაგ ტელეგრაფის ერთი ნაწილი საქართველოზეც გადიოდა. ბრიტანეთმა მაშინდელ ხელისუფლებას იჯარით სთხოვა ის მიწა, რომელზეც სატელეგრაფო ხაზი გაატარეს საქართველოში. იჯარის თანხა ძალიან მცირე იყო, მაგრამ, წლების განმავლობაში საკმაო რაოდენობას მიაღწია. დაახლოებით ამ ათი წლის წინ დაითვალეს და მთლიანობაში საკმაოდ დიდი ვალი აღმოაჩნდა ინგლისს ჩვენს სასარგებლოდ გადმოსაცემი. თუმცა ვინ მოითხოვს ახლა ამ ფულს. ჩვენ ხომ სომხები არ ვართ? გიჟვრაცუები ვართ.... არადა, მახსოვს საუბარი ეხებოდა რამდენიმე ათეულ ათას გირვანქა სტერლინგს. როგორც მახსოვს ეს თანხა დაახლოებით 70 000–მდე იყო..

rumirumi71 комментирует...

მადლობა კომენტარისთვის და ინფორმაციისთვის, თუმცა სხვა ერთან შედარება უადგილოდ მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, გამოხატვის ასეთი ფორმა...