რა არის ინდოეთი
სურნელის გარეშე, ზოგჯერ თავბრუდამხვევი, თითქოს არაამქვეყნიური, სხვა განზომილების
სამყაროდან გადმოსული, ათასფერადი და ათასგვარი, ხშირად ენით აუწერელი და რთულად დასამახსოვრებელი
სახელებით, სურნელები, რომლებიც სურნელოვან ჩხირებში, საკმეველებში და სანელებლებში
გამოისახება. ამჯერად მხოლოდ სასიამოვნო სურნელებზე
გვაქვს საუბარი და ასევე სასიამოვნო სიახლე მაქვს თქვენთვის.
ვიცი, ბევრია
ბლოგის მკითხველებს შორის ისეთი, რომელიც ინდურ სამზარეულოსაც აფასებს და თვითონაც
აქვთ მცდელობები რაიმე საინტერესო შექმნან. სწორედ ასეთებს მინდა გახაროთ, რომ საბურთალოზე,
სავაჭრო ცენტრ „მორკინალის ტერიტორიაზე (სპორტის სასახლესთან) მუშაობს მარკეტი, სადაც
ინდური სანელებლების საკმაოდ დიდი განყოფილებაა და არჩევანიც დიდია. იმის გამო, რომ
ამ სანელებლებში თვითონ ვერ ვერკვევი კარგად და სრულყოფილად, ამიტომ ჩემთვის რთულია
იმის თქმა, კონკრეტულად რისი შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ დაინტერესებული ადამიანები სათავისოს
აუცილებლად იპოვიან.
სანელებლების
დახლზე ნახავთ ქარის მასალასაც, გარამ–მასალასაც, ჩაის სანელებლებს, ინდური წითელ წიწაკას
და შავ პილპილს და კიდევ უამრავ რამეს. არის ტკბილეულიც და ინდური კრეკერებიც, ერთი
სიტყვით, გურმანებს საინტერესო მიგნებები ელით. დანარჩენი სურათებზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
ეს პოსტიც, წინა
პოსტის მსგავსად, კომერციულ დაწესებულებას ეხება, მაგრამ არ არის სარეკლამო ხასიათის
და მხოლოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.
და ბოლოს, მარკეტში
აიშვარიას ვერ იპოვით, მხოლოდ შესასვლელში გამოკიდებულ აბრაზე თუ იქნება მისი სურათი
:)
1 комментарий:
ბევრი ინდური არაფერი გამისინჯავს, მხოლოდ ქათამი კარით (ქართულად ვერ ვიხსენებ, რა ჰქვია) და ბასმატის ბრინჯით. გემრიელია! :-)
ძალია საინტერესო ბლოგი გაქვს, მინდა გითხრა და მომწონს, ინდოეთს სულ სხვა კუთხიდან რომ აჩვენებ.
Отправить комментарий