რუმინელი ფოტოგრაფი მიქაელა ნოროკი ახლახანს ინდოეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ქალების ფოტოები გადაიღო, რომლებიც მათ თვითმყოფად და ბუნებრივ სილამაზეს ასახავენ. ფოტოგრაფის თქმითბევრი ინდოელი ქალი დისკრიმინაციას განიცდის და მათი ცხოვრება მეტისმეტად რთულია, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ქალები სილამაზისა და სიძლიერის არაჩვეულებრივი განსახიერება არიან.
წყარო: buzzfeed.com
ფოტოზე: მიქაელა ნოროკი
მუმბაი
ბავშვობიდან ეს გოგონა მუმბაიში, მცირე ზომის კარავში ცხოვრობდა. მამა ძალიან ადრე გარდაეცვალა, ხოლო მისმა თავდადებულმა დედამ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობს, ყველაფერი გააკეთა, რომ ქალიშვილს ესწავლა. ფოტოგრაფის თქმით, მას იშვიათად შეხვედრია ასეთი თბილი და კეთილი ადამიანი განათლებისადმი ასეთი პოზიტიური განწყობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ გოგონას სახლი მთელი ცხოვრება ტროტუარი იყო...
მუმბაი
სონამ კაპური - პოპულარული ინდოელი მსახიობი
ნასიკი
ინდოეთში 2000-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის ადამიანები ცხოვრობენ. ფოტოგრაფმა ეს ახალგაზრდა მარათჰი ქალი ქალაქ ნაიკში ნახა და გადაიღო.
გოა
გოას შტატი ადრე პორტუგალიის კოლონია იყო, ამიტომ ამ პატარა შტატში უხვადაა კათოლიკური ეკლესია. ეს გოგონა ფოტოგრაფმა ქდგილობრივი ქრისტიანების ქორწილში გაიცნო.
ვარანასი
ახალგაზრდა ინდუისტი პილიგრიმი ქალი მდინარე განგს მსხვერპლად ყვავილებს სწირავს. ვარანასი ინდოეთის სასულიერო დედაქალაქად ითვლება.
პუნა
ურვაში პარტოლე ქალებს მოუწობეს, რომ ქვეყანაში გამეფებული სტერეოტიპები დაამსხვრიონ. ამ მიზნიტ მან შექმნა ორგანიზაცია The Bikerni — ინდოელი მოტოციკლისტი ქალების ასოციაცია
მუმბაი
ამ ქალბატონს მალე 100 წელი შეუსრულდება. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის საუკუნოვანმა და ბობოქარმა ისტორიამ ამ ულამაზესი ნათელი თვალების წინ ჩაიარა...
ჯოდპური
ინდოეთის ფერადოვან მატარებლებს ყოველწლიურად 7 მილიარდამდე მგზარვი გადაჰყავთ. თითქმის დედამიწის მთელი მოსახლეობა :)
მუმბაი
მუმბაი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და მასში თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ფოტოზე გამოსახული გოგონა თამილია წარმოშობით. სურათი გადაღებულია 40-დღიანი მარხვის დასრულების დღესასწაულზე.
რაჯასტანი
რაჯასტანში, რომელიც ინდოეთის ერთერთი ყველაზე ჯადოსნური მხარეა, ყველა ქალი ჭრელ და ფერადოვან ეროვნულ სამოსს და უამრავ ძვირფასეულობას ატარებს.
პუშკარი
კალბელიას ტომის გოგონა აქლემების ბაზრობაზე პუშკარში. ამ დრომდე კალბელიას ტომის ხალხი ცნობილი იყო როგორც გველებზე მონადირეები და ჭხამებით მოვაჭრეები. მათი ცნობილი ცეკვაც გველის მოძრაობებს იმეორებს.
პუშკარი
ინდოეთის ქუჩებში ხშირად შეხვდებით პოლიციელებს.
დელი
სურათზე აღბეჭდილ ქალს რამდენიმე თვეში ტავისი პირველი შვილი გაუჩნდება. დაქორწინების შემდეგ ინდოელი ქალების უმეტესობა საცხოვრებლად ქმრის ოჯახში გადადის.
მუმბაი
დჰარავი - მუმბაის ჟურღმულებია, მსოფლიოს ქალაქების ყველაზე დიდი ჯურღმულები, სადაც მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ჯურღმულების ვიწრო ქუჩებში ფოტოგრაფი კეთილ და სიცოცხლის მოყვარულ ხალხს შეხვდა.
ამრიტსარი
სიქჰი გოგონა ამრიტსარის ოქროს ტაძართან. სიქჰიზმის მიმდევრები არასდროს იჭრიან თმას და თავს თურბანით იბურავენ (მამაკაცები). მათ თან დააქვთ კირპანი - მცირე ზომის ხანჯალი, რომელიც იმის სიმბოლოა, რომ სიქჰმა უნდა დაიცვას ყველა, ვინც განსაცდელშია.
გოა
ჩენაელი დიზაინერი დასასვენებლად გოაში ჩავიდა.
პუშკარი
ინდოეთში ისლამის 170 მილიონი მიმდევარი ცხოვრობს.
დელი
ინდოეთში ძალიან პოპულარულია ტრადიციული ეროვნული სამოსი, მაგრამ ბევრი ქალი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში თანამედროვე ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას.
მუმბაი
განსაკუთრებულ შემთხვევებში სტუდენტები კოლეჯში ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი დადიან.
მუმბაი
ფარსები სპარსელი ზოროასტრიზმის მიმდევრების შთამომავლები არიან, რომლებიც ინდოეთში 1000-ზე მეტი წლის წინ გადავიდნენ. მათი უმეტესობა, როგორც ეს გოგონა და მისი ოჯახი, ულამაზესი ზოროასტრისტული ტაძრების გარშემო ცხოვრობენ. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ უძველეს სარწმუნოებას და ამავე დროს წარმატეტებსაც აღწევენ ცხოვრებაში და თანამედროვე საზოგადოების აქტიური წევრები არიან.
მუმბაი
ყრუ-მუნჯი გოგონა ჯესტების ენით ხელებით აჩვენებს სიტყვა "მეგობრობას". ეს ფოტო გადაღებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კურსებზე, სადაც ჯურღმულებში მცხოვრებ ქალებს და გოგონებს განათლების მიღებაში ეხმარებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий