ბოლივუდის ნამდვილი ვარსკვლავი, რომელიც კარგადაა ნაცნობი
ინდური კინოს მოყვარულთა უფროსი თაობებისთვის, 20-21 მაისს თბილისს ეწვია. როგორც პოლიტიკოსს
და საზოგადოებრივ მოღვაწეს, საქართველოს დედაქალაქში ორი დღის განმავლობაში საკმაოდ
დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრების გარდა ბევრ სხვა ღონისძიებაზე
დასწრებაც მოახერხა, მათ შორის ქართველ თაყვანისმცემლებსაც არ დაწყვიტა გული.
კინოთეატრ ამირანის ფოიეში შეკრებილი რამდენიმე ათეული
თაყვანისმცემელი მოუთმენლად ელოდა ბავშვობიდან კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობის
გამოჩენას, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან დაიპყრო ინდური კინოს მაყურებელთა გულები.
ვერავინ შემედავება, რომ ბოლივუდის გასული საუკუნის ბოლო რამდენიმე ათწლეულის ქალ მსახიობთა
შორის ჰემა მალინიზე მეტად ცნობილი და პოპულარული სხვა რომელიმე მსახიობია. შესაბამისად,
თაყვანისმცემლებშიც მღელვარება წუთი წუთზე მატულობდა, ნანატრი კუმირის შემოსვლის დროის
მოახლოებასთან ერთად.