არავისთვისაა საიდუმლო, რომ დღესდღეობით თბილისი და მთლიაანდ საქართველო ინდოელი კინომწარმოებლებისთვის ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ბოლო დროს ბევრი ფილმი თუ მუსიკალური კლიპი გადაიღეს საქართველოში მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კინოწარმოების წარმომადგენლებმა. შესაბამისად, არც დიდი ბოლივუდელი თუ ზოგადად ინდოელი მსახიოებების ვიზიტები უკვირთ საქართველოში. თითქოს სულ ახლახანს იყო, რომ ინდური კინოს გულშემატკივრები სიხარულით ხვდებოდნენ მითხუნ ჩაკრაბორტის, ჰემა მალინისა თუ რიში კაპურს. ამჯერად კი საქართველოს დედაქალაქს მრავალოსკაროსანი ფილმის "ჯურღმულელი მილიონერის" ერთერთი მთავარი პერსონაჟის განმასახიერებელი ირფან ხანი სტუმრობს მორიგი ინდური ფილმის გადაღებების ფარგლებში. ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პრესრელის ამ თემაზე:
27.03.2017
20.03.2017
რიში კაპურს კულტურის მინისტრმა უმასპინძლა
საქართველოში სტუმრად მყოფი ინდოელი კინოვარსკვლავი,
ლეგენდარული რაჯ კაპურის ვაჟი და ინდური კინოს ქართველი თაყვანისმცემლებისთვის კარგად
ცნობილი რიში კაპური კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მიიღო. სამინისტროს ინფორმაციით,
შეხვედრაზე საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე
იმსჯელეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „რიში კაპური საქართველოს
1 კვირიანი ვიზიტით სტუმრობს. უცხოელმა სტუმარმა უკვე დაათვალიერა თბილისისა და მცხეთის
ღირსშესანიშნაობები, ასევე დაესწრო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო
აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ რეპეტიციას.
დღესვე, ცნობილი ინდოელი მსახიობი საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ეწვევა და
მის საქმიანობას გაეცნობა“.
როგორ სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, რიში კაპურის
ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს უკეთ გაცნობას, ფილმის გადაღებისთვის საინტერესო
ადგილების დათვალიერებასა და ამ სფეროში, მომავალ თანამშრომლობას.
კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე, კომპანია „მაქ
ინთერთეიმენთის“ დამფუძნებელი ირაკლი მაქაცარია, ინდოელი მსახიობი ჯაირამ გოპალაკრიშნანი,
ინდოლოგი და პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი და კინოპროდიუსერი არჩილ მენაღარიშვილი.
ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
კაპურების ისტორია მეორდება 60 წლის შემდეგ
ცნობილი
ინდოელი მსახიობი, ბევრი ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი რიში კაპური
საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.
ახალგაზრდა,
მომხიბვლელი ინდოელი ყმაწვილი, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართველ და
ზოგადად მაშინდელ საბჭოთა მაყურებელს თავი განსაკუთრებულად დაამახსოვრა ფილმიდან „ბობი“,
როგორც ჩანს თბილისში თავისი მამის, დიდი რაჯ კაპურის ნაკვალევს დაჰყვება.
მისი
ქართველი მასპინძლებიდან ერთერთმა, კინოპროდიუსერმა და ინდოლოგმა დავით
ბეჟიტაშვილმა თავის facebook გვერდზე
გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი „ისტორია მეორდება“, სადაც რიში კაპური დღეს და რაჯ კაპური
60-ზე მეტი წლის წინ თბილისის ხედზე არიან აღბეჭდილნი.
რიში
კაპური ქართველ მასპინძლებთან ერთად დედაქალაქის დათვალიერებას განაგრძობს. მისი
ვიზიტის მიზანი ჩემთვის დღემდე უცნობია, მაგრამ ასეთი ვოიაჟების ფონზე შემიძლია
ვივარაუდო, რომ მომავალი რამე პროექტისთვის შესაძლო ლოკაციებს არჩევდეს. თუმცა
დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.
დღეს
მსახიობი პიონერთა სასახლეში ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდება, სადაც ქართული
მხარე მის საპატივსაცემოდ მუსიკალური ნომრების დადგმას აპირებს.
18.03.2017
თბილისს რიში კაპური ეწვია
თბილისი
ბოლივუდის კიდევ ერთ ლეგენდარულ ვარსკვლავს მასპინძლობს. ბოლო რამდენიმე წლის
განმავლობაში საქართველოს დედაქალაქს უკვე ბოლივუდის მესამე დიდი მსახიობი - რიში
კაპური ჩამოვიდა. შარშან ასეთი პატივი ჰემა მალინიმ დაგვდო, და მანამდე კი ჯერ
გაცნობითი ხასიათის ვიზიტით და შემდეგ სამუშაოდ იყო ჩამოსული მითხუნ ჩაკრაბორტი,
რომელიც მისი პროდიუსერობით ფილმის გადაღებებს კურირებდა.
რიში
კაპურს თბილისში ქართველი კინოპროდიუსერი და ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი და
კინოკომპანია Maq Entertainment-ს წარმომადგენელი ირაკლი მაქაცარია დახვდნენ.
ინდოელი
მსახიობის თბილისში ვიზიტის მიზნები ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია, სიახლეებს
მოგვიანებით მოგაწვდით.
შეგახსენებთ,
რომ კაპურების ოჯახიდან რიში კაპური პირველი არ არის, ვინც საქართველოში ჩამოვიდა.
1954 წელს რიში კაპურის მამა, უდიდესი მსახიობი რაჯ კაპური ფილმებში თავის ერთერთ
მთავარ მეწყვილესთან ნარგისთან ერთად იმყოფებოდა თბილისში.
სურათზე: რაჯ კაპური,სიკო დოლიძე,ნარგისი,შოთა მანაგაძე,თბილისი,1954
სურათებისთვის მადლობას ვუხდი დავით ბეჟიტაშვილს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)