გელით facebook–ზე

12.12.2018

ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი სამუშაო ვიზიტით  . დუბაის ეწვია. ვიზიტის ფარგლებში არჩილ ძულიაშვილმა და აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის სამხრეთ აზიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალოკ სინგჰალმა  ხელი მოეწერეს შეთანხმებას -  „Agreement Between the Ministry of Foreign Affairs of Georgia and the VFS Global Services Private Limited on Serving of Georgian Visa Application Process“, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საელჩოსათვის VFS Global-ის მიერ სავიზო-სააპლიკაციო მომსახურების არეალის გაფართოვებას, ინდოეთის დამატებით 10 ქალაქში (ჩანდიგარი, ჯალანდჰარი, ჯაიპური, აჰმედაბადი, გოა, კოჩი, ტრივანდრუმი, პუდუჩერი და ჰაიდარაბადი).

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო აუთსორსინგული კომპანია VFS Global-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარში - “5th Edition of VFS Global’s iConnect Innovation Workshop for Government”.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრების (VFS Global Georgia Visa Application Centre) ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინდოეთის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის აღების პროცესში.

21.11.2018

ამიტაბჰ ბაჩანმა თანამემამულე ფერმერებს ვალები გაუნულა 560 ათასი დოლარის ოდენობით


ბოლივუდის ცნობილმა მსახიობმა ამიტაბჰ ბაჩანმა 560 ათას დოლარზე მეტი დახარჯა იმისთვის, რომ თავისი 1398 თანამემამულე ფერმერისთვის ვალები გაენულებინა. ამის შესახებ წერს BBC.


ეროვნული ბანკის მიმართ მიწათმოქმედთა ვალების დაფარვის შემდეგ ამიტაბჰ ბაჩანი თანამემამულეებთან შეხვედრას აპირებს, რომ მათ შესაბამისი დოკუმენტები გადასცეს. ყველა ფერმერი, რომელთაც მსახიობი ვალების დაფარვაში დაეხმარა, უტარ-პრადეშის შტატში ცხოვრობს. სწორედ ამ შტატშია დაბადებული 76 წლის ბოლივუდის ცოცხალი ლეგენდა.

მსახიობმა ფერმერების დახმარება კრიზისისა და მიწის მესაკუთრეთა მასობრივი პროტესტების ფონზე გადაწყვიტა. ფერმერები დავალიანებების განულებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების გაზრდას მოითხოვნდნენ.

უამრავ ფერმერს ინდოეთში რთული პერიოდი უდგას ფინანსური თვალსაზრისით. თითქმის სამი ათეული წელია ამ სფეროში წარმოების შემცირება შეინიშნება გვალვისა და არასაკმარისი მოდერნიზაციის გამო. გახშირდა შემთხვევები, როცა ფინანსური პრობლემების გამო ფერმერები სიცოცხლეს თვითმკვლელობითაც ასრულებენ - 1995 წლიდან დღემდე 300 000 ასეთი შემთხვევა დაფისქირდა.

10.01.2018

ვარანასის დათვალიერება საჰაერო ბურთებიდანაც იქნება შესაძლებელი

ვარანასის ცნობილი გჰატების დათვალიერება უკვე ჩიტების ფრენის სიმაღლიდანაც იქნება შესაძლებელი. უამრავ ადამიანს ინდოეთი სამუდამოდ შეუყვარდება ხოლმე, როგორც კი ერთხელ აღმოჩნდება ამ ქვეყანაში, და უამრავი ისეთიცაა, ვინც არასდროს ყოფილა, მაგრამ უკვე უპირობოდ უყვარს ეს ქვეყანა. ამ სიყვარულისთვის ყველას თავისი საკუთარი მიზეზები აქვს, მაგრამ გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ბევრ რამეს აკეთებინებს ამ ადამიანებს და სტიმულს აძლევს საკუთარი „გმირობებისთვის“. არც ისე მცირეა იმ ადამიანების რიცხვიც, ვისაც სრულიად საპირისპირო გრძნობები ეუფლება ინდოეთის მიმართ და გაკვირვბულნი შეგეკითხებიან, რა ხდება და რა საჭიროა ამხელა ხმაური ყველაფერი ამის გარშემო? თუმცა ალბათ ყველა დათანხმდება იმ აზრს, რომ ვარანასი ის ადგილია, რომელიც პლანეტის ყველა მცხოვრებმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ცხოვრებაში.


ტურიზმის ადგილობრივი დეპარტამენტიც სრულად ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიუხედავად ტურისტების ულევი ნაკადებისა, რომელიც ამ წმინდა ქალაქში მღელვარე ოკეანის ტალღებივით მოედინებიან, დეპარტამენტი ახალ შესაძლებლობებზე მუშაობს მათთვის, ვისაც დედამიწის ამ უძველესი ქალაქის დიდებასა და სილამაზესთან სურს შეხება. ამ დეპარტამენტის ბოლო გამოგონება აღაფრთოვანებს ალბათ არა მარტო გამოცდილ ტურისტებს, ადგილობრივებისთვისაც საინტერესო სანახაობა იქნება.