ვარანასი ისტორიაზე ძველია, ტრადიციაზე ძველია, უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდები და გამოიუყურება იმაზე ორჯერ უფრო ძველად, ვიდრე ეს ყველაფერი ერთად.
მარკ ტვენი
ითვლება, რომ ქალაქი ვარანასი – პირველი ქალაქია დედამიწაზე, რომელიც ჯერ კიდევ ღმერთებმა ააგეს. ინდუისტური ეპოსების მიხედვით, ამ ადგილიდან დაიწყო სამყაროს შექმნა. მოგვიანებით ვარანასიში ღმერთები ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად, შემდეგ ისინი ჰიმალაებში წავიდნენ. ეს ისეთივე საყვარელი ქალაქია ბრაჰმასი, როგორც შივასი. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ზუსტად ცნობილი არ არის. ფაქტია, რომ ქალაქი ძალიან ძველია და ეს ძლიერად იგრძნობა კიდეც. არქეოლოგიური მონაცემებით, ეს უძველესი ქალაქია, სადაც ცხოვრება არასდროს არ შეწყვეტილა. როცა ვარანასის გჰატებს (სანაპიროებს) უყურებ, თვით მარადისობას გრძნობ და თითქოს ხედავ შივასაც, ჟამთა განმგებელს.
არქეოლოგებს ვარანასიში აღმოუჩენიათ ისეთი შენობების საძირკვლები, რომლებიც 4000–ზე მეტი წლის წინაა აშენებული. ქალაქი მუდამ იზიდავდა უამრავ მლოცველს, და ასევე უმნიშვნელოვანესი ქალაქია ინდუისტური რიტუალებისა და ტრადიციების დამაკანონებელი ცენტრის თვალსაზრისით. ქალაქის უამრავი ტაძრიდან შეიძლება გამოვყოთ ვიშვანატჰის, დურგას, ტულსი–მანასის და ბჰარატ–მატას ტაძრები. უნივერსიტეტსა და ფორტ რამანგარის მუზეუმების დათვალიერებისას შეგიძლიათ გაეცნოთ უძველესი სკულპტურების, ნახატების, მონეტების, მანისკრიპტებისა და უძველესი მმართველების პირადი ნივთების კოლექციებს. გჰატები (რიტუალური განბანვის ადგილები) ქალაქ ვარანასის ერთერთი საინტერესო ღირშესანიშნაობაა. ამ ქალაქში 100–მდე ასეთი ადგილია, სადაც მარადი მდინარის განგას ნაპირებისკენ სპეციალური კიბეებით შეიძლება ჩასვლა. ერთერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ადგილია დაშაშვამედჰა გჰატი (სიტყვა სიტყვით – „10 ცხენის მსხევრპლშეწირვის ადგილი“) – ყველაზე სასურველი ადგილი მდინარეში განბანვისთვის და აისზე პუჯის ჩასატარებლად. ცხოვრება განგის სანაპიროზე არ წყდება არცერთი წუთით – ამ ადგილებისკენ მოდიან ათასობით ადამიანები, რათა „განიბანონ“ ცოდვებისგან მდინარის წმიდა წყლებში. განბანვისთვის საუკეთესო დროდ ითვლება სავსე მთვარის პერიოდი.
ქალაქის მთავარი ტაძარი შივა–ვიშვანატჰა ეძღვნება შივას სამყაროს უფლის სახით. ეს ტაძარი აშენებულია 1776 წელს უფრო ძველი ტაძრის ადგილზე. სამწუხაროდ, ევროპელებისთვის შესვლა აკრძალულია, მაგრამ ტაძრისა და საკურთხევლის ნაწილის დათვალიერება შესაძლებელია ამაღლებული მოედნიდან, რომელიც ტაძრის კედელზეა დაშენებული. ინდუიზმის უნივერსიტეტი ვარანასის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა, რომელიც 1917 წელსა აშენებული. უნივერსიტეტში წარმოდგენილია ინდური ფილოსოფიის, ხელოვნების, კულტურის, მუსიკისა და საკნსკრიტის კურსები. უნივერსიტეტთან არსებობს მუზეუმი, სადაც 150000–მდე უძველესი მანუსკრიპტი სანსკრიტულ ენაზე, სკულპტურები და მინიატურები ინახება.
ქალაქი განლაგებულია განგას მარცხენა სანაპიროს გასწვრივ. ქალაქის ძველ ნაწილში ქუჩების სივიწროვის გამო გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია სასტუმროები, რკინიგზის სადგური და სატელევიზიო ანძა, რომლებმაც ქალაქში მოგზაურობისას ორიენტირის როლი შეიძლება შეასრულონ.
3 комментария:
აუ როგორ მშურს შენი არ იცი!!!!!!!
მეც მინდა ინდოეთში:((((((
ნათია
წახვალ ნათია წახვალ. მეც მთელი ცხოვრება მხოლოდ ოცნებად მქონდა და მეგონა ვერც ვერასდროს წავიდოდი. მაგრმა უფრო ხშირად კი ჩემს გონებაში, ჩემს შინაგან სამყაროში ვმოგზაურობდი ინდოეთში და მერე ერთ მშვენიერ დღეს ეს შინაგანი მოგზაურობა რეალურში გადაიზარდა, თავისით, ისე რომ არც ველოდი და ეს ნამდვილად ღმერთების საჩუწარი იყო :)
In that respect, this item does work or at the really least does not make untrue claims.
Here is my webpage http://www.prnewswire.com/news-releases/flex-belt-review-and-latest-coupon-code-savings-now-featured-at-awesomealldaycom-190317331.html
Отправить комментарий