გელით facebook–ზე

25.01.2010

ქალაქი პუშკარი

მეტნაკლებად ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დავუბრუნდი ჩემი ბლოგის მკითხველებს და მოგითხრობთ კიდევ ერთი ულამაზესი ადგილის შესახებ ინდოეთში. ამჯერად ჩვენი დანიშნულების ობიექტი ქალაქი პუშკარია, სადაც მოგზაურ bandikot–თან ერთად გავისეირნებთ. როგორც ხვდებით, როდესაც მოგზაურებს ვამბობ, ეს ის ხალხის, რომელთაც იმოგზაურეს სხვადასხვა ადგილებში და მეტწილად მათ მონათხრობს გადმოგცემთ, ჩემი კომენტარები კი ფრჩხილებშია ხოლმე მითითებული. არი რას გვიყვება bandikot:

პუშკარი წმინდა ქალაქია

ლეგენდის თანახმად, ქალაქი ღმერთმა ბრაჰმამ შექმნა, რომელსაც ლოტოსის ყვავილი (pushpa) დაუვარდა ხელიდან (kar). სწორედ ამ ადგილზე წარმოიქმნა ტბა, რომელიც დღესდღეობით ინდოეთში ერთერთ ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება. პილიგრიმები მთელი ქვეყნიდან მიდიან და მიემგზავრებიან პუშკარში, რათა ამ ტბაში განბანვის ცერემონიები ჩაიტარონ. ხოლო ტურისტების კომფორტისთვის ყველგან არის განთავსებული მინიშნებები ჰოლი ლეიკისნკენ მიმავალ გზაზე.

ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ტბის სანაპიროა.

და რაც იქ ხდება :)

იქ კი წმინდა წყლის მისტიცირება ხდება :) იმის გამო, რომ ტბა წმინდაა, წყლამდე მისაღწევად, და საერთოდ, იმ კიბეზე ჩასასვლელადაც, რომელიც ქვემოთ ტბისკენ მიემართება, ფეხსაცმლის გახდა მოგიწევთ. შემდეგ კი, როგორც კი ფეხზე გაიხდით, უმალ თქვენთან გაჩნდება ბრამინი ან პუჯარი და დაიწყებს ძალიან სწრაფად ლაპარაკს ამ ადგილების სიწმინდეზე, და ხელსაც კი ჩაგავლებთ, რომ ტბისკენ წაგიყვანოთ. მისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. პრინციპში, ჩვენს მარშრუტზე მოგზაურობისას ჩვენ ვისწავლეთ, როგორ მოგვეცილებინა თავიდან ყველა თავის მომაბეზრებელი „გზამკვლევი“, მაგრამ ამ შემთხვევაში უხერხული იყო, რადგან, რაც არ უნდა იყოს, ესენი ხომ სასულიერო პირები იყვნენ.

შედეგად, როგორც იდიოტი ზიხარ მასთან ერთად მუხლმორთხმული და რაღაც მანტრას კითხულობ (ამ შემთხვევაში bandikot–ს არ დავეთანხმები – რა შუაშია იდიოტი, არ მგონია ვინმემ ძალით მოგართხმევინოს მუხლი და ძალით გაგაკეთებინოს რამე, თუკი ამისი სურვილი არ გაგაჩნია – სოსო), რომლიდანაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გესმის – ბრაჰმა, ვიშნუ, შივა და ომ. შემდეგ ისვრი უეცრად საიდანღაც გამოჩენილ ყვავილებს და ბრინჯს წყალში, და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ ბრამინის ვალი გქონია და ფული უნდა გადაუხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში შენს ყველა ნათესავს „დაერხევა“ და შენი ძუნწობის გამო მათ კარმას შეიძლება უბედურება დაატეხო თავს.

თუმცა ჩვენ გვეყო ნებისყოფა, რომ ტბაში ჩვენი სხეულების არცერთი ნაწილი არ დაგვესველებინა, მიუხედავად იმისა, რომ ბრამინი ძალიანაც ცდილობდა, რომ ეს გაგვეკეთებინა. და კიდევ, მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი ნათესავების კარმის სიწმინდის საფასურზე შევვაჭრებოდით :))))) მივაღწიეთ კონსენსუსს და სადღაც დაახლოებით 10 დოლარად ჩვენი ყველა ნათესავისთვის წმ ინდა კარმა და ჯანმრთელობა ვიყიდეთ, და ამას გარდა მაჯაზე ძაფიც შეგვაბეს და შუბლზე ნიშანიც დაგვადეს.

ასევე უფლება მოგვცეს სურათებიც გადაგვეღო, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაკურსიდან სურათების გადაღება განსაბანელი ადგილისთვის მკაცრადაა აკრძალული.

პუშკარი ამასთანავე ძალიან პატარა ქალაქია, რომელსაც გარშემო მთლიანად 1–2 საათის განმავლობაში შემოუვლი ფეხით. აქ სეირნობა კი დიდი სიამოვნებაა, რადგან ქალაქი ფეხით მოსიარულეთათის ორიენტირებითაა გაჯერებული, ქალაქში საავტომობილო მოძრაობა საერთოდ არ არის, მაქსიმუმი რიქშები და მოტოციკლებია, და ისინიც ძალიან იშვიათად მოძრაობენ. პრინციპში ქალაქში ერთი მთავარი სავაჭრო ქუჩაა, რომელიც ტბის პარალელურად მდებარეობს. ამ ქუჩიდან ვიწრო შესახვევებია ტბისკენ და კიბეებისკენ, რომელთაც წმინდა ტბამდე ჩაჰყავხართ, ან პირიქით, ჩიხები, რომელთაც ქალაქის სიღრმეში შეჰყავხართ.

ჩვენც ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გადავწყვიტეთ გასეირნება, რომელზეც უამრავი სავაჭრო ჯიხურია განთავსებული.

იმდენი სახის და ფერის სუვენირია, სათვალავი აგერევა.

ძალიან გაგვაოცა იმან, რომ გზად ევროპული გარეგნობის უამრავი ადამიანი შემოგვხვდა. მაგრამ ამ მასაში ტურისტები ძალიან ცოტა იყო. ძირითადად ამ ადამიანებს შორის ჭარბობდნენ ისეთები, რომელთაც დაუბანელი გრძელი თმა ჰქონდათ, და რომელთაც სურთ დაემსგავსონ დრედებს, აცვიათ ადგილობრივი წარმოების ტანისამოსი და პუშკარში ექსკურსიისთვის კი არ ჩავიდნენ, არამედ იმისთვის, რომ აშრამში იცხოვრონ გარკვეული პერიოდი, მედიტაციები ჩაიტარონ, იოგათი დაკავდნენ და ასე შემდეგ... საინტერესოა, რა ამოძრავებთ მათ? (მე რომ bandikot–თან უშუალო საუბრის საშუალება მქონოდა, ვეტყოდი რაც ამოძრავებთ ასეთ ადამიანებს:)))) – სოსო)

პუშკარი კიდევ ცნობილია იმით, რომ ამ ქალაქში არის ერთადერთი ტაძარი მთელს ინდოეთში, რომელიც ღმერთ ბრაჰმას ეძღვნება (თუ არ ჩავთვლით მცირე ზომის ტაძრებს ინდოეთის სხვადასხვა ნაწილებში. ჩვენ ამ ტაძარში არ შევედით, რადგან ისევ მოგვიწევდა ფეხსაცმლის გახდა, რისი სურვილიც აღარ გვქონდა, და თან ცოტა გვეშინოდა, რომ უკან დაბრუნებისას ფეხსაცმელი ადგილზე დაგვხვდებოდა (როგორც ეტყობა bandikot თავის მეგობრებთან ერთად ფილმის „მილიონერი ჯურღმულებიდან“ შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფებოდა – სოსო). თუმცა გამოსასვლელთან 1–2 ჰოლი მენი დავიმარტოხელეთ და სურათებიც გადავუღეთ.

ასევე ჩვენი ფოტონადირობის მსხვერპლი გახდა სასულიერო პირი, რომელმაც პროტესტის გამოთქმა ვერ მოასწრო (როგორც წესი, ამ ქვეყანაში არ სიამოვნებთ, როცა უცხო ადამიანებს სურათებს უღებენ, მაგრამ მცირედი „ქრთამი“ სამსარასაც ანათებს :))))) – სოსო).

და კიდევ ერთი უცნაური ტიპი.

ბრაჰმას ტაძრის გარდა ქალაქში კიდევ ბევრი რამის დათვალიერება შეიძლება.

ასევე შეიძლება უმიზნოდაც იხეტიალო. საითაც გაიხედავ, გინდება რომ ფოტოაპარატი აიღო და ობიექტივი მიმართო.


არ დაგავიწყდეთ, პუშკარი წმინდა ქალაქია და აქ საერთოდ არ იყიდება ალკოჰოლი (არც მაღაზიებში, არც რესტორნებში და არც სასტუმროებში), ხოლო მენიუში შეტანილი კერძები მხოლოდ ვეგეტარიანულია. ამასთან მკაცრად ვეგეტარიანული, ანუ არა მარტო ხორცი არ შედის მენიუში, არამედ არც რძე და არც კვერცხი.

სხვა სტატიები ამ თემაზე:
*
ქაჯურაჰო - ეროტიკული ფანტაზიების ისტორია
*
მუმბაის ჯურღმულები – დჰარავი
* მუმბაის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და Sanjay Gandhi National Park
* მოგზაურის ჩანაწერები – ტაქსით გასეირნება
* მოგზაურის ჩანაწერები – ბრაჰადისვარა* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში