NGS – შაბათს, 12 სექტემბერს მთელი დრო მუმბაის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესწავლისთვის უნდა დამეთმო. მანამდე ვიკიპედიაში წავიკითხე (არის სპეციალური განყოფილებაც For Tourists), რომ სამუშაო დღეებში, ყოველ შემთხვევაში, პიკის საათებში მაინც უმჯობესი იქნება, თუ ტურისტები ტრანსპორტის ამ სახეობის გამოყენებისგან თავს შეიკავებენ, რადგან მგზავრების სიმჭიდროვე ამ დროს შეადგენს 14–16 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე (სხვათაშორის, ჩემმა მუმბაელმა მეგობრებმა ამ ტრანსპორტში შესვლა საერთოდ ამიკრძალეს, და არა იმიტომ რომ რამე ხიფათი მელოდა, უბრალოდ, დისკომფორტი რომ არ განმეცადა. ამიტომ ჩემი ძირითადი ტრანსპორტი მუმბაიში ტუკ–ტუკი, ანუ მოტორიქშა იყო, რაც მეტისმეტად მოსახერხებელია და ძალიან იაფიც. და არც სიცხეს შევუწუხებივარ – სოსო). თუმცა იქვე ვიკიპედიაში ეწერა იმის თაობაზე, რომ კვირაობით მატარებლები პრაქტიკულად ცარიელია და თავისუფლად შეგიძლიათ იმგზავროთ. იმის გამო, რომ მე ცენტრისგან მოშორებით ვცხოვრობ, გადავწყვიტე, რომ ნაციონალურ პარკში დასვენების დღეს გავმგზავრებულიყავი. დილით ვიფიქრე, რომ თუკი ხალხი იქნება მატარებელში, ეს ცენტრის მიმართულებით იქნებოდა. ამიტომ ადრიანად ავდექი, დავიჭირე ტაქსი და უახლოესი სარკინიგზო სადგურისკენ გავემართე. და რა ვნახე იქ? ქვემოთ ბლომად ფოტოები იქნება, მე მაპატიეთ :)))))







სადგურთან ახლოს, ისევე როგორც ჩვენშია, ბაზრობაა თავისი კარვებით, ჯიხურებით და ათასი რამე–რუმეებით.



მოკლედ, ტაქსი ავიყვანე და ნაციონალურ პარკში გავემგზავრე. პარკის შესახებ ვიცოდი, რომ იქ არიან ლომები, ვეფხვები და თვითონ პარკი, და კიდევ რაღაც უძველესი ბუდისტური ქვაბულები.
პარკის შესასვლელთან ასეთი ნიშნებია დაყენებული.

როგორც აღმოვაჩინე, პარკში უამრავი ადგილობრივი მხატვარი იყო. ფოტოებზე მხოლოდ და მხოლოდ მხატვრებია!










(მსგავი ისტორია მე მუმბაის აეროპორტში დამემართა გამოფრენის წინ. ჯერ მოტორიქშამ როცა მიმიყვანა, მითხრა, რომ 200 რუპია უნდა მომცეო, არა და 150–ზე შევუთანხმდი, როცა ჩავჯექი და აეროპორტისკენ მოვდიოდი. მე გავბრაზდი, შენ ხომ არ უბერავ თქო, ვეცადე ეს კულტურულად ამეხსნა უფრო ჟესტებით, რადგან ინგლისური იმან ჩემზე უარესად იცოდა და რიცხვების (ფულის) მეტი არაფერი ესმოდა. ცოტა გაბრაზებული ტონით ვუთხარი, რომ ტაქსი სწორედ იმიტომ არ დავიქირავე, რომ 200 მომთხოვა და შენ 150–ზე დამთანხმდი თქო და ახლა რა უფლებით მთხოვ კიდევ 50 რუპიას თქო, მაშინ გაიღიმა და მითხრა, კარგი 20 რუპია მაინც მომეცი დამატებითო, გაბრაზებამ თითქოს გადამიარა და ვაჭრობაში არც მე ჩამოვრჩი, კაი ჯანდაბას (ძველ დელიში არ გამიგზავნია) შენი თავი მეთქი, 20–ს არა, მაგრამ 10–ს მოგცემ და შენი ხმა არ გამაგონო თქო. გაიღიმა, 10–იანი ჩაიდო ჯიბეში და დაქოქა თავისი ტუკ–ტუკი. მეც ამოვისუნთქე და ის იყო ჩემს ბარგს მოვკიდე ხელი, ურიკაზე დავალაგე და შესასვლელის ძიება დავიწყე (აეროპორტი უზარმაზარია და შესასვლელები ავიაკომპანიების მიხედვითაა განაწილებული), რომ ერთი ულვაშებიანი და ჩალმიანი 2 მეტრის სიმაღლის შავი ბიძა ამეკიდა და მეუბნება, მე აეროპორტის თანამშრომელი ვარ და მგზავრებს ბარგის მიტანაში ვეხმარებიო. დახმარება ნამდვილად არ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ურიკას მეც მშვენივრად ვატარებდი. სპეციალურად ვკითხე, ამაში ფულს ითხოვ თქო, და არა როგორ გეკადრებაო ღიმილი მითხრა. ოჰ, ჯანდაბას (რას გადავეკიდე ამ ჯაჰანაბადს) შენი თავი თქო და მივეცი ურიკა, თან ყურადღებას ვაქცევდი ამ ურიკიანად არ მოექუსლა. ჩემი ახალი გამცილებელი ხმამაღლა უყვიროდა გზაზე მდგარ ხალხს, რომ გაგვცლოდნენ, მიმაცილა შესავლელთან და ამჯერად უკვე ჩუმად მეუბნება, რამე ფული მომეცი, აქ რომ მოგაცილეო. აქ კი ნამდვილად გავბრაზდი. რატომ მომატყუე თქო, ვეკითხები. აბა რა ვქნა, მეც ხომ უნდა ვარჩინო ოჯახიო, ეს ჩემი საქმეაო, მგზავრების მიცილება ტაქსიდან აეროპორტის შესასვლელამდეო. რა თქმა უნდა მოისაწყლა თავი და ღიმილის მაგივრად სახე ჩამოტიროდა... შემეცოდა, კაი 10 რუპიას მოგცემ თქო. 10 რა არის, 1 ჩაისაც ვერ იყიდიო. მოკლედ 20 რუპია „გამომძალა“ (0,5 დოლარი) და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ როგორც იქნა, ეს კაცი მოვიშორე. არა და ფულს რომ ვაძლევდი, მექრთამესავით შეეცადა ჩუმად აეღო ეს ფული – შესასვლელთან პოლიცია იდგა და აშკარად ეშინოდა, რომ დაინახავდნენ – სოსო).
NGS – მოკლედ – საფარი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კი არის, მაგრამ რაღაც მოედანს მივუახლოვდი და ავტობუსი დავინახე – აი, ესე იგი სწორად მოვსულვარ, საფარის ავტობუსი...
ფოტოაპარატის გასაყოფი სარკმლები, გისოსები ფანჯრებზე – ყველაფერი ისე იყო, როგორც წესია. მოკლედ გავემგზავრეთ საფარიში. მაგრამ ეს საფარი კი არა, პროვოკაცია იყო.... ამას თურმე ჰქვია ზოოპარკის მატარებელი.. ვეფხვები გალიებში იყვნენ, მათი ჩვენება არც კი ღირს. ხოლო ლომები, უფრო სწორად ლომი... მოკლედ ქვემოთ პორნოგრაფიაა, მე გაგაფრთხილეთ და...
სულ ეს იყო საფარი. გამოქვაბულებზე სხვა დროს მოგიყვებით :)
სხვა სტატიები ამ თემაზე:
* მოგზაურის ჩანაწერები – ტაქსით გასეირნება
* მოგზაურის ჩანაწერები – ბრაჰადისვარა
* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში


სხვა სტატიები ამ თემაზე:
* მოგზაურის ჩანაწერები – ტაქსით გასეირნება
* მოგზაურის ჩანაწერები – ბრაჰადისვარა
* ცისკენ მიმავალ გზაზე: რიშიკეშიდან ჰიმალაებში
* ტირუვანამალაის ტაძარში
* კოლკატა (კალკუტა) – ფოტოგალერეა
* მოგზაურის ჩანაწერები - მადურაი
* ზოგიერთი ინფორმაცია ინდოეთში მოგზაურობის მსურველთათვის
* ვარანასი
* ტაჯ მაჰალი
* მოგზაურობა დარჯილინგში
Комментариев нет:
Отправить комментарий