გელით facebook–ზე

10.02.2011

პუჯას ცერემონია ვარანასიში

ვარანასიზე ერთხელ უკვე მოგიყევით, მის ისტორიასა და რელიგიურ–კულტურულ მნიშვნელობაზე ამ ერთერთი უდიდესი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამჯერად კი ორიოდე სიტყვით და შესაბამისი სურათებით აგიღწერთ იმ რელიგიური ცერემონიას, რომელიც ამ ქალაქში ყოველ საღამოს სრულდება განსაკუთრებული სიდიადის გარემოში. რიტუალის სახელწოდებაა პუჯა (სანსკრიტზე पूजा – „თაყვანისცემა“ ან „ლოცვა“). ეს არის რელიგიური რიტუალი ინდუიზმში, რომელიც ღმერთის ან ღმერთებისადმი ლოცვისა და თაყვანისცემის გამოსახატად სრულდება.

რელიგიური ინდუისტების უმრავლესობა დღეში ერთხელ ან ორჯერ ლოცულობს. მაგრამ პუჯა ისეთი ლოცვაა, რომცელსაც განსაკუთრებული შემთხვევების დროსაც ასრულებენ. რიტუალის შესრულება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი, რომელიც ცერემონიის შესრულებას აპირებს, მიიღებს შხაპს, აბაზანას, ასევე სასურველია, რომ რიტუალი უზმოზე სრულდებოდეს. პუჯა სრულდება ასებე განსაკუთრებულ რელიგიური დღესასწაულებზე, როგორებიცაა დურგა–პუჯა, პონგალი, ლაკშმი–პუჯა და სხვა.

პუჯა ასევე არის ქალის ძალიან პოპულარული სახელი მთელს ინდოეთში.

რაც შეეხება პუჯას რიტუალს ვარანასიში, აქ ყოველ საღამოს ინდუისტი სასულიერო პირები ახდნენ მსხვერპლთშეწირვას, რომელიც ვედური კულტურის მიხედვით ღვთიური სულის გამომსახველი კერპისთვის ყვავილების, საკმევლისა და საკვების შეწირვაში გამოხატება. ამ დროისთვის მდინარე განგის ნაპირას ასეულობით ადამიანი მიდის, რომ ამ ღვთისმსახურების მოწმე გახდეს და მონაწილეობაც მიიღოს მასში.

1. 23 წლის სასულიერო პირი დადომარ შარმა საღამოს რიტუალისთვის ემზადება. სანდალის პასტისგან დამზადებულ ტილაკას რიტუალის მონაწილეები შუბლზე ხაზის ან წითელი ნიშნი სახით ისვამენ. ეს ელემენტი ყოვლისშემძლისადმი მორჩილების გამოხატვის ნიშანია. 2. ახალგაზრდა სასულიერო პირები დასასვამედ გატაში საღამოს ცერემონიისთვის ემზადებიან, რომელიც განგის სანაპიროზე ჩატარდება. ეს ახალგარზდდები ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთზე ზრუნავენ მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თავიანთი სახლებიდან მოშორებით იმყოფებიან.

3. 24 წლის ვიკაშ ვასტოდა (ფოტოზე მარჯვნივ) ვარანასიში 1 წლის წინ ჩავიდა. როდესაც მას თავის ოჯახზე ეკითხებიან, ამბობს, რომ ოჯახი ისე საშინლად ენატრება, რომ სიტყვებით გამოთქმაც კი უჭირს. შვიდივე ახალგაზრდა ვარანასიში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ ტაძარში სასულიერო განათლების მისაღებად.

4. 18 წლის გოკულ შარმა აივნიდან უყურებს დასასვამედ გატას, სადაც ასობით ადამიანი იკრიბება პუჯას ცერემონიაზე, რომელიც კვირაში 7 დღეს ტარდება.

5. სასულიერო პირები თავიანთ წინამძღოლთან ერთად (მარჯვნივ სურათზე) ცერემონიის დაწყებას ელოდებიან განგის სანაპიროზე.

6. სასულიერო პირები დასასვამედ გატაში. მათ პუჯარებსაც ეძახიან. ისინი ხმამაღლა კითხულობენ ლოცვებს და რიტუალის დროს მედიტაციით არიან დაკავებულნი ცერემონიის განმავლობაში. როგორც წესი, პუჯარებმა ზეპირად უნდა იცოდნენ ლოცვები და მანტრები სანსკრიტზე, ხოლო ზოგჯერ სხვა ენებზეც და უნდა შეეძლოთ რთული რელიგიური რიტუალების შესრულება ცერემონიის მსვლელობისას. პუჯარები თავიანთი რელიგიური განათლებულობით გამოირჩევიან.

7. შარმა (მარჯვნივ) და ვასტოდა რიტუალისთვის საჭირო ნივთებს ამზადებენ. სურნელოვანი ჩხირები, ყვავილები და ანთებული ზეთის სანთლები თმერთ შივასთვის და მდინარე განგისთვის მსხვერპლთშესაწირად გამოიყენება. ჩვეულებრივ, პუჯარები ბრაჰმანთა ვარნას (კასტის გაფართოებული სახე) ეკუთვნიან, ხოლო ინდუიზმის იმ მიმდინარეობებში, რომლებიც კასტური სისტემის მემკვიდრეობიტობას არ აღიარებენ – ბრაჰმანული ინიციაცია გააცნიათ.

8. ასეულობით მორწმუნე და ტურისტი დასასვამედ გატაში პუჯას რიტუალისთვის შეიკრიბა.

9. ყვავილებისა და ტკბილეულობის გამყიდველი ქალი ადამიანების რიგებში დადის. ამ ყვავილებს და ტკბილეულს მდინარე განგისთვის ინდივიდუალური შეწირვისთვის ყიდულობენ. პუჯა შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ზოგჯერ პუჯას რომელიმე ადამიანისთვის ასრულებენ, რომელთა გამოც პუჯარები ან ნათესავები ღმერთს შენდობას თხოვენ.

10. ვასტადა რიტუალს ასრულებს მორწმუნეთა წინაშე ანთებული ლამპით ხელში აარტის დროს. ეს რიტუალის ბოლო სტადიაა – ცეცხლით განწმენდა – სარიტუალო ცეცხლში იყრება ღმერთების შესაწირი და კითხულობენ მანტრებს.

3 комментария:

Tjorven комментирует...

zalian lamazi ritualia , aseti unda iyos rwmena - lamazi

GioChiWinX комментирует...

როგორ მიყვარს ეს კულტურა =))

რა ლამაზია.

Affen Spiele комментирует...

ულამაზესი დღესასწაულია ))