ინდოეთის მუსულმანური
თემების ლიდერებმა ქვეყნის ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რომ ინდური წარმოშობის ბრიტანელ
მწერალს სალმან რუშდის ქვეყანაში შესვლა აუკრძალონ. ამის შესახებ BBC News იტყობინება.
რუშდი ინდოეთში ჩასვლას აპირებს ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ჯაიპურის შტატში გაიმართება.
ისლამური სემინარის
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მწერალს ვიზა უნდა გაუუქმოს, რადგან წარსულში
„სატანური ლექსების“ ავტორმა მორწმუნეთა გრძნობები შეურაცხყო. რუშდის მეოთხე წიგნი
1988 წელს გამოიცა და ისლამური სამყარო მას მკვეთრი კრიტიკით შეხვდა. რამდენიმე ისლამურ
ქვეყანაში წიგნი აკრძალეს. დიდი ბრიტანეთში წიგნის გამოცემიდან მეათე დღეს ამ წიგნის
შეტანა ინდოეთშიც აკრძალეს.