გელით facebook–ზე

07.01.2012

ლედი გაგას ინდურ ფილმში სურს მონაწილეობა


პოპ–მომღერალმა ლედი გაგამ ბოლივუდურ ფილმში გადაწყვიტა მონაწილეობა. მომღერალი ინდოეთში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც ამ ქვეყანაში თავისი პირველი კონცერტიც გამართა. ვიზიტის დროს ლედი გაგამ ცნობილი ინდოელი მსახიობები გაიცნო. მსახიობებმა მომღერალი დაარწმუნეს, რომ ბოლივუდის ერთერთ რომელიმე ფილმში მიიღოს მონაწილეობა.

„ახლახანს პარიზში ბოლივუდურ ფილმს ვუყურე“, – ამბობ მომღერალი – „და ჩემი ინტერესი ინდოეთის მიმართ უფრო გაიზარდა. ბოლივუდში როლის მიღება მინდა. მომწონს როგორ ცეკვავენ მსახიობები, მათი ჩაცმულობაც მომწონს“.

როგორც მარკეტინგში წარმატებული ვარსკვლავი, ლედი გაგა ფიქრობს, რომ ამ გადაღებებამდე ცუდი არ იქნება, თუ ინდოელ თაყვანისმცემლებს დაუმეგობრდება. ამ მიზნით იგი თაყვანისმცემლებისთვის უფასო კონცერტის ჩატარებასაც აპირებს.

„ინდოეთი ძალიან დიდ აღტაცებას იწვევს ჩემში“ – ამბობს მომღერალი – „მათი მუსიკა, მათი ჩაცმის სტილი და მატი სოფლური ცხოვრება ძალიან დიდ შთაბეჭდილებებს მიტოვებს. მომავალში, როცა ინდოეთში კიდევ ჩავალ, ჩემს თაყვანისმცემლებს უფასო შოუს ჩავუტარებ“.

Комментариев нет: