ინდოელებს, ისევე,
როგორც აზიის ბევრ სხვა ხალხებს, ძალიან უყვართ ოქრო. ოქროს სიყვარულში კი ჩინელებს
ნამდვილად სჯაბნიან. ხოლო ეს ორი ქვეყანა, თითოეული მილიარდზე მეტი მოსახლეობით თუ
გააერთიანებს თავის ძალისხმევას, უამრავი ოქროს შესყიდვას შეძლებენ, რასაც მსოფლიო
ბაზარზეც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
საინტერესოა,
რომ ორივე ქვეყანაში ძლიერია ხალხური ტრადიციები, უფრო სწორად ცრურწმენები, რომელთა
გამოც ყვითელ მეტალზე მოთხოვნა წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირია. ჩინელები
ოქროს შემოდგომაზე ყიდულობენ და სარვამარტოდაც იხარჯებიან.