ინდოეთის ხელისუფლება
ამიერიდან უფრო მკაცრად გააკონტროლებს იმ ნივთებს, რომლებიც ტურისტებს შეაქვთ ქვეყანაში
ჩასვლისას. დღეიდან ტურისტებს მოუწევთ დეკლარაციაში აღნიშნონ სატელიტური ტელეფონები,
სურსათი და ფული, თუ ფულის რაოდენობა 5 ათას ამერიკულ დოლარს აღემატება.
ტურისტებს, რომლებსაც
ბარგში აღმოუჩენენ ისეთ ნივთებს, როგორიცა მზესუმზირა, ძეხვი ან „მცენარეული და ცხოველური
წარმოშობის სხვა ფორმები“, შესაძლოა პატიმრობაც კი დაემუქროს. ინდოეთში ჩასვლისას ტურისტებს
ჰკითხავენ მათ ბარგში ხომ არ არის მცენარეები, მცენარეთა თესლი, ხილი და ასე შემდეგ.
აკრძალული ნივთების ჩამონათვალში შედის ასევე ობი და ნატურალურის ტყავისგან დამზადებული
ქამრებიც კი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სპირტიან სასმელს.
ადგილობრივი ხელისუფლება
ამ სახით ცდილობს აღკვეთოს ელექტროტექნიკისა და ტექნიკის არალეგალური ვაჭრობა, და თუ
თქვენ თან გექნებათ ორი ფოტოაპარატი ან ორი ნოუთბუქი, მაშინ ერთერთის დეკლარაციაში
აღნიშვნა მოგიწევთ.
შეზღუდვები შეეხება
ასევე საჩუქრებსა და სუვენირებს. თუ საჩუქრების თანხა 157,5 დოლარზე მეტი იქნება, მაშინ
საბაჟო გადასახადის გადახდა მოგიწევთ.
ტურისტული ინდუსტრიის
წარმომადგენლები უკვე შესაძლო ზარალს ანგარიშობენ, რადგან სატელიტური ტელეფონების შეტანის
აკრძალვის გამო უამრავმა ექსტრემალმა ტურისტმა შესაძლოა ინდოეთში მოგზაურობა გადაიფიქროს,
რადგან ზოგჯერ ასეთი ტელეფონი ერთადერთი საშუალებაა მაშველების გამოსაძახებლად.
ამ შეზღუდვების
დაწესება ინდოეთის ხელისუფლებამ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ბოლო დროს გაიზარდა სამართალდარღვევების
შემთხვევები, რომლებიც ასეთ ნივთებთანაა დაკავშირებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий