გელით facebook–ზე

23.04.2012

ბოლივუდის კოშმარი...


არა მარტო ინდოეთი, არამედ მთელი მსოფლიო შოკშია – ბოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი მინაკში თჰაპარი ჯერ გაიტაცეს შემდეგ კი მისი გვამი თავმოკვეთილი იპოვეს. გამტაცებლებმა მკვლელობა იმის გამო ჩაიდინეს, რომ გამოსასყიდის თანხა ეცოტავათ.

პოლიციამ მალე მიაკვლია ეჭვმიტანილებს, რომლებიც ასევე დამწყები მსახიობები აღმოჩნდნენ, რომლებიც გოგონასთან ერთად ერთ ფილმშიც კი მონაწილეობდნენ. დაკავებულებმა უკვე აღიარეს დანაშაული და სამართალდამცავებს დანაწევრებული გვამის ადგილსამყოფელიც შეატყობინეს.

როგორც გაირკვა, ერთერთი ფილმის გადაღების დროს ლამაზმანმა მინაკშიმ კოლეგების წინაშე დაიტრაბახა, რომ მდიდარი ოჯახის შვილია. როგორც მას უთქვამს, ის ერთერთი შეძლებული ოჯახის შვილია ქალაქ დეჰრადუნში და რომ მისი მშობლები მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, ოღონდ კი მისი კაპრიზები დააკმაყოფილონ.


ახალგაზრდა მსახიობები გოგონას ტრაბახს უსმენდნენ და ბოროტი გეგმაც ჩაიფიქრეს. მინაკშის დაუმეგობრდნენ და ნეპალის საზღვართან ახლოს ბუდისტური ტაძრებით ცნობილ ქალაქ გორნახპურში მოგზაურობას შესთავაზეს. ქალაქში ჩასვლისას გოგონა დაატყვევეს ახალმა მეგობრებმა და მის დედას მუქარის წერილი გაუგზავნეს, სადაც მინაკშის პორნოინდუსტრიის მესვეურთათვის მიყიდვით დაემუქრნენ, თუ მილიონნახევარ რუპიას (25 ათასამდე დოლარი) არ გადაუხდიდნენ.

უბედური გოგონას მშობლები სულაც არ ყოფილან მდიდრები, როგორც მინაკში ტრაბახობდა. გოგონას დედამ მხოლოდ 60 ათასი რუპიის (750 ევრო) შოვნა შეძლო. გამტაცებლებს თანხა ეცოტავათ და თავიანთი მშვენიერი ტყვე გაგუდეს და  თავი მოკვეთეს. სხეული წყლის ბაკში დამალეს, ხოლო გოგონას თავი მუმბაისკენ მიმავალი ავტობუსიდან გადმოაგდეს.

Комментариев нет: