გელით facebook–ზე

12.08.2013

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ინდოეთში 200–მდე ენა გაქრა

ბოლო 50 წლის განმავლობაში ინდოეთში 200–მდე ენა გაქრა, – აცხადებენ ინდოეთის ეროვნული ლინგვისტური კვლევის ავტორები. როგორც მათ ანგარიშშია ნათქვამი, ამ დროისთვის ინდოელები 800–მდე ენასა და კილოზე საუბრობენ.

ათეულობით კილოს გაქრობის მიზეზებად სახელდება ენების მატარებელთა იზოლირებული ჯგუფების მიგრაცია ქალაქებში, მომთაბარეების დამკვიდრება საცხოვრებლად ერთ ადგილზე, ენის ოფიციალური სტატუსის არარსებობა და უფრო გავრცელებული და „პრესტიჟული“ ენების ათვისება.


გამქრალი ენების და კილოების უმეტესობა გავრცელებული იყო ცენტრალურ უნდიეთში, რომელთაც ჩრდილოეთიდან კონკურენციას უწევდნენ ინდოარიული ენები, სამხრეთიდან კი დრავიდული ენები.

2 комментария:

Natia kentchiashvili комментирует...

დამაინტერესა ამ ინფორმაციამ, აქ საუბარია ენებზე, თუ ესაა 200-მდე დიალექტი? ან უფრო დაბალი სტატუსის საკომუნიკაციო საშუალებები (თუ შეიძლება ასე ითქვას): კილოკავები და ა.შ.

soso khachidze комментирует...

სამწუხაროდ დაზუსტებით ვერ გეტყვით, სავარაუდოდ დიალექტებზე...