ვაისახი ანუ სხვანაირად
ბაისახი ახალი წლის და მოსავლის აღების დღესასწაულია, რომელიც პენჯაბში აღინიშნება.
ვაისახი სიქჰებისთვის რელიგიური ფესტივალიცაა და მათ კალენდარში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
დღეა. ვაისახი აღინიშნება „ნანაკშაჰის“ მზის კალენდრის მიხედვით ვაისახის თვის პირველ
დღეს, რაც გრიგორიანული კალენდრით აპრილის თვეში უწევს.
ამ დღეს ახალი წლის დადგომას
ასევე აღნიშნავენ ნეპალშიც და ინდოეთის სხვა რეგიონებშიც, კერალაში, ორისაში, დასავლეთ
ბენგალიაში და თამილ–ნადუში. ამ დღეს ინდოეთის ჩრდილოეთის შტატებშიც ეგებებიან, როგორც
მოსავლის ფესტივალს.
ბოლო დროს მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეებში მცხოვრები სიქჰებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, განსაკუთრებით ბრიტანეთში,
აშშ–ში და კანადაში.
ფოტოგრაფი გურამ მურადოვი,
ინტერნეტ–ჟურნალ „ფოტოესეს“ მთავარი რედაქტორი, ახლახან დაბრუნდა აშშ–დან, სადაც ნიუ–იორკში ყოფნისას
სწორედ სიქჰების დღესასწაულსაც დაესწრო. გთავაზობთ მისი თვალით დანახულ ვაისახის ნიუ–იორკის
ქუჩებში, ქალაქში, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მსოფლიო დედაქალაქის წოდებას და განთქმულია
თავისი ტოლერანტობით სხვადასხვა ხალხების კულტურის მიმართ. ასევე გაგიზიარებთ გურამ
მურადოვის შთაბეჭდილებებს მის მიერ დანახულთან დაკავშირებით: