გელით facebook–ზე

04.05.2014

ოქროს ტაძარი ჰარიმანდირ საჰიბი

ჰარიმანდირ საჰიბი – სიქჰების მთავარი ტაძარია, რომელიც ინდოეთის პენჯაბის შტატში, ქალაქ ამრიტსარში მდებარეობს. ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებულმა ამ ტაძარმა „ოქროს ტაძრის“ სახელიც შეიძინა.

ეს ტაძარი ერთერთ უძველეს და უწმინდეს ტაძრად ითვლება ინდოეთში. მისი მშენებლობა 1588 წელს დაიწყო და 1604 წელს დასრულდა. ტაძარი სიქჰების უზარმაზარი რელიგიური კომპლექსის გულში მდებარეობს. ოქროს ფირფიტების უმეტესობით, რომლებითაც არის მოპირკეთებული ტაძარი და რომელთა გამოც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ტაძარი ოქროს მთლიანი ზოდისგანაა გამოჭრილი, პირველად ის მოაპირკეთეს 19–ე საუკუნის პირველ ნახევარში.

ტაძარი ხელოვნური ტბის ცენტრშია განლაგებული და მასთან მისვლა მარმარილოს ვიწრო ხიდითაა შესაძლებელი. ძველ დროს ითვლებოდა, რომ სამლოცველოში შესვლა მხოლოდ წმინდანებს შეეძლოთ და ტბაზე გაყვანილი გზაც სულის განსაწმენდელს უტოლდებოდა.


1984 წელს ინდოეთის სამთავრობო ძალების მიერ ტაძარში გამაგრებული სიქჰი მეომრების წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს 492 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაძარი ძლიერ დაზიანდა, თუმცა მალევე აღადგინეს. ამ ოპერაციის გამო შურისძიების მიზნით იმავე წელს სიქჰი ექსტრემისტების მიერ მოკლული იქნა ინდოეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი.









1 комментарий:

Sophie שרה Golden комментирует...

Ra lamazi chans, sul dagaviwydeba adamians, ra gachirvebaa mag qveyanashi.