გელით facebook–ზე

16.07.2014

საქართველოში მორიგ ერთობლივ ქართულ-ინდურ ფილმს იღებენ

ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც ამ ბლოგზე წერა დავიწყე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ბოლივუდურ ფილმში, თუნდაც ძალიან მცირე ეპიზოდური როლის შესრულება მომიწევდა, მით უმეტეს, რომ არასდროს მინატრია მსახიობობაზე, მაგრამ ცხოვრება ზოგჯერ სიურპრიზებს გთავაზობს და ამაში უკვე მრავალჯერ დავრწუმნდი. მით უმეტეს ვერ ვიფიქრებდი ამაზე გასული საუკუნის შუა 80-იან წლებში, როცა მორიგ ინდურ სასიყვარულო ისტორიაზე სოფლის კლუბში სხვა ბავშვებთან ერთად მივრბოდი, რომ სახელგანთქმული „დისკოს მოცეკვავის“ გვერდით მომიწევდა რამის გაკეთება, რომელიც თავისთვის ივლიდა კადრსგარეთ შეუმჩნევლად, როცა კამერები ჩემზე იქნებოდა მომართული და მეც გაჯგიმული ვცდილობდი რაღაც ფრაზის ინგლისურად წარმოთქმას. გადაღებებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს სხვა დროს გაგიზიარებთ, ამჯერად კი შემოგთავაზებთ ეკონომიკის სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციას ამ ქართულ-ინდური ერთობლივი პროექტის შესახებ, რომელსაც ჩემს მიერ გადაღებულ რამდენიმე ფოტოსაც დავურთავ: (პირველ ორ სურათზე მუთჰუნ ჩაკრაბორტის უფროსი ვაჟი მიმოჰ ჩაკრაბორტი, ახალი ფილმის მთავარი გმირი. მესამე სურათზე ქართულ-ინდური გადამღები ჯგუფის წევრები).



ბოლივუდისა და ქართული მხარის პირველი კოპროდუქციული ნამუშევარის გადაღებები  საქართველოში მიმდინარეობს

2014 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოში მიმდინარეობს პირველი ქართულ-ბოლივუდური კოპროდუქციით (სხვადასხვა ქვეყნების ერთობლივი კინემატოგრაფიული ნამუშევარიფილმის გადაღებები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოთი ინდოელი პროდიუსერების დაინტერესება უკავშირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის ინიციატივას, როდესაც პირველად იქნა მოწვეული ინდოელ პროდიუსერთა ჯგუფი. ზემოხსენებული ფილმი რიგით მესამეა, თუმცა წარმოადგენს პირველ კოპროდუქციულ ნამუშევარს. ინდოელმა  პროდიუსერებმა საქართველოში ასევე გადაიღეს სარეკლამო  და ვიდეო რგოლები. ჯამში ქვეყანაში 5 მილიონ აშშ დოლარამდე დაიხარჯა.


ინდური მხრიდან ფილმს იღებსპროდაქშენ ჰაუსი "Paparatzy Production". კომპანია დაარსებულია გაურანგა (მითჰუნ) ჩაკრაბორტის მიერ, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან მსახიობად ბოლივუდში და ზოგადად ინდურ კინომატოგრაფიაში. იგი არის ცნობილი როგორც პირველი მოცეკვავე მსახიობი, რომელმაც  საფუძველი ჩაუყარა ცეკვის ჟანრს ინდურ კინოშიმან მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება 1982 წელს მხატვრულ ფილმ "დისკოს მოცეკვავე"-ში მთავარი როლის შესრულებისთვის.

კოპროდუქციის ფარგლებში ქართული მხრიდან წარმოდგენილია კომპანიამეტრო სტუდია,“ რომელიც გადაღებების პროცესს უზრუნველყოფს საკუთარი აპარატურით. გადაღებების აღმასრულებელი პროდიუსერია ასევე ქართული კომპანია S2 Production. გადაღებებისას მუდმივად დასაქმებულია ტექნიკოსთა 40 კაციანი ჯგუფი, ხოლო მეორეხარისხოვან როლებსა და მასიურ სცენებში - 200-მდე ადამიანი.


სასიყვარულო ჟანრის მხატვრული ფილმის გადაღებები 25 დღის მანძილზე გაგრძელდება. ლოკაციების მხრივ მთავარი აქცენტია . თბილისზე, სხვადასხვა სცენების გადაღება მოხდება ასევე სიღნაღში, ყვარელში და სტეფანწმიდაში.

ფილმის სცენარის მიხედვით მოქმედება ვითარდება აშშ-ში, ინდოეთსა და საქართველოში, მაგრამ რეალურად ყველა სცენა გადაღებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე.

2014 წლის 16 ივლისს მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია გადაღებები . მცხეთაში, დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ფილმის სიუჟეტის ნაწილი, დაფიქსირებულია სცენარშიც  და ნახსენებია ფილმის ერთ-ერთსაუნდთრექშიც“. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ინდოელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებას და გაზრდის საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ნაკადს.

ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2014 წლის თებერვალში ბოლივუდში და შემდგომ საქართველოში.

2 комментария:

fiqriasidamonize комментирует...

დიდი მადლობა, რომ ასეთი საინტერესო ბლოგი გაქვთ. ნეტავ ბევრი იყოს ასეთი მასალა სხვა ქვეყნებზეც. გაიხარეთ და წარმატებებს გისურვებთ...

Toma комментирует...

mtacmindis kadrebs rom igebdnen ik vikavi :)