ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მიმოქცევიდან
500 და 1000 რუპიის ნომინალის კუპიურების ამოღების შესახებ განაცხადა, რაც მისი თქმით,
კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაკეთდა. კუპიურების გადაცვლა
მოქალაქეებს ბანკებში ან ქვეყნის საფოსტო განყოფილებებში შეეძლებათ 30 დეკემბრამდე.
გამონაკლისის სახით ამ კუპიურებით ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება სახელმწიფო საავადმყოფოებში.
ამის შესახებ წერს Indian Express.
თავის სატელევიზიო მიმართვაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა,
რომ მალე მიმოქცევაში შემოვა 500 და 2000 რუპიის ნომინალის ახალი კუპიურები. მოდიმ
ასევე მოუწოდა მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ ხელისუფლებას ყალბი კუპიურების გა
ე.წ. „ბინძური ფულის“ გავრცელებასთან ბრძოლაში. მოქმედი კურსით 1000 ინდური რუპია
15 აშშ დოლარის ტოლია.
Комментариев нет:
Отправить комментарий