არ ვაპირებ ამ თემას სიღრმისეულად ჩავწვდე. მიზეზი კი, რამაც ამ პოსტის გამოქვეყნება მაიძულა, ვიდეოშია, რომელიც ამ პოსტის მთავარი ნაწილია. არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს ამ ორ უდიდეს ქვეყანას, რომლებიც ამავე დროს მეზობლებიც არიან, უთანხმოებები ჰქონდეთ. ვიდეოში, რომელსაც სრულიად შემთხვევით წავაწყდი, მოყვანილია 30 მიზეზი, რის გამოც ჩინელებს ინდოეთი „არ უყვართ“. ვიტყოდი, რომ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებია და მჯერა, რომ ბევრი ინდოელი ამ მიზეზებს გაამართლებს. ამ მიზეზთა შორის არის ბევრი ისეთი მიზეზიც, რის გამოც მე მიყვარს ეს ქვეყანა. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაათვალიეროთ ეს მიზეზები და სიამოვნებით წავიკითხავდი თქვენს კომენტარებს. განსაკუთრებით კი ისეთი ხალხის, რომლებიც ინდოეთთან მიმართებაში ჩინეთს ან შორეული აღმოსავლეთის კიდევ რომელიმე ქვეყანას ანიჭებს უპირატესობას. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც აზიაა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და იქნება ინდოეთი. არ მგონია, რომ სიცოცხლის ბოლომდე რაიმემ შემაცვლევინოს აზრი :)
21.08.2009
რატომ არ უყვართ ჩინელებს ინდოეთი?!

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
5 комментариев:
ბევრ რამეს არ დავეთანხმებოდი იმ მიზეზებში.
ისე ისმართლე რომ ვთქვა არც გამგია რომ ინდოელებს და ჩინელებს არ უყვართ ერთმანეთი.
ვიდეო მართლაც საინტერესო იყო...... ოღონდ "ოცდამეოთხე მიზეზის"აზრს ვერ ჩავწვდი... შეგიძლია დამეხმარო? :-(
კარგი სოფო, ასე დეტალებში არ ჩამიხედია, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავხედავ და გეტყვი პასუხს :) ისე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მთლად სერიოზული არ არის და ძალიან ახლოს გულთან ნუ მიიტან :)
სოფო ვნახე :):):):) ეს ყველაზე მარტივი მიზეზი იყო :) აქ ხომ წერია, რომ აზიელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ კავკასიური გარეგნობის მამაკაცებსო. ესე იგი, ეს რომ ავხსნათ ჩვენს ენაზე, იქნება ასე: მონღოლოიდური რასის წარმომადგენელი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ევროპეოიდული რასის მამაკაცებსო. ინდოელების უმეტესობა მონოღოლოიდურ რასას არ განეკუთვნება, შესაბამისად ამ მიზეზის დამწერმა ჩათვალა, რომ ჩინელ მონღოლოიდური რასის ქალებს ევროპეოიდული რასის მამაკაცები უფრო მოსწონთო, ანუ ეს ევროპეოიდულობა ინდოელ მამაკაცებს მიაწერა :) ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობითაა ნათქვამი, და ბევრი რამ საკამათოცაა, მაგრამ სათქმელად ღირდა :) სხვა მიზეზებთან ერთად :)
არა გულთან ახლოს არც მიმიტანია :-) უბრალოდ დამაინტერესა და გკითხე........მადლობა პასუხისთვის
Отправить комментарий