ბოლივუდელებმა მაიკლ ჯექსონის ხსოვნას კლიპი მიუძღვნეს
ბოლივუდის კინოინდუსტრიის რამდენიმე მსხვილმა ფიგურამ მაიკლ ჯექსონის 51–ე დაბადების დღეს პატივი მიაგეს გარდაცვლილი მომღერლის ხსოვნას. 29 აგვისტოს ეკრანებზე გამოვიდა ვიდეოკლიპი სახელწოდებით Make it Large- A tribute to Michael Jackson, რომელშიც მონაწილეობენ შაჰრუქ ხანი, ვიშალი და შექარი, შაჰიდ კაპური, შანკარ მაჰადევანი, პრაბჰუ დევა, პრიანკა ჩოპრა, იურვაჯ სინგჰი და სხვები.
კლიპის შექმნის იდეა შაჰრუქ ხანს ეკუთვნის. ვიშალმა და შექარმა სასწრაფოდ სიმღერა შექმნეს. გადაწყდა, რომ კლიპი ეკრანებზე 29 აგვისტოს, მომღერლის დაკრძალვის დღეს გაეშვათ. „ეს ვიდეო ფილის გასაკეთებლად არ შექმნილა. მისი მიზანია პატივის მიგება“ – თქვა ვიშალმა.
კლიპში ჩასმულია ასევე შაჰრუქ ხანის, რიტიკ როშანის, პრიანკა ჩოპრას, კატრინა კაიფის, ანუშკა შარმას, შაჰიდ კაპურის და კრიკეტის ჩემპიონის იუვრაჯ სინგჰის კომენტარები მაიკლ ჯექსონის შესახებ.
1 комментарий:
კარგი ბლოგია! საინტერესო რამეები წერია
Отправить комментарий